მაგიდაზე დადგმულ ბოთლში დაახლოებით ორი ჭიქისთვის სამყოფი არაყია დარჩენილი. ამ დროს ზურა შემოვიდა. ჩამოვასხი ოროსთვის და გავუწოდე ჭიქა. იმათ გაუმარჯოს, ვისაც ვუყვარვართ და ჩვენ არ ვიცითო. გაკვირვებულამა შევხედე, – როგორ შეიძლება ვინმეს ვუყვარდე და არ ვიცოდე-მეთქი, – ეს გავიფიქრე და მეც გადავკარი არაყი.
თუ ვინმე მიყვარს, ყოველთვის მაშინვე ვეუბნები. თუ ვბრაზდები, - აღარ მიყვარხარ-მეთქი, ამასაც მაშინვე მივახლი. მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, ძირითადად მეგობრებზე ვრცელდება, მაგალითად კნუტი უკვე იმდენჯერ შევიყვარე და გადავიყვარე, რომ გინესის რეკორდების წიგნში შესვლაზეც შემიძლია მქონდეს ამბიცია.
მაგრამ, ყოველთვის ასე ხომ არ არის. ამ დროისათვის facebook-ზე ზუსტად 785 მეგობარი მყავს. ჩემი და ჩემი მეგობრების უმრავლესობის შემთხვევაში facebook-ი არ არის ადგილი, სადაც დღეში ორი-სამი საათით შევიხედავ, ჩატით ვისარგებლებ, რამე ემო სტატუსს დავალაიქებ და გამოვალ. ეს ამ პოსტისთვის მკითხველთა სრული უმრავლესობისთისაც არის ადგილი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო ნამდვილი იყოს ვიდრე რომელიმე სხვა. ვაშეარებთ ყველაფერ იმას რაც გვინდა რომ ყველა დანარჩენს ან მათ ნაწილს ვუთხრათ. ვსაუბრობთ საჯაროდ თუ დახურულ ჯგუფებში საჯარო თუ საზოგადოების სხვა ნაწილებისთვის ტაბუირებულ თემებზე. ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენ მიერ ახალ აღმოჩენილ მუსიკალურ შედევრებს, ვიწონებთ სტატიებს და პოსტებს, გამოვთქვამთ გულისტკივილს ჯობსის, ჯექსონის, ჰიუსტონის და სხვათა გარდაცვალების გამო და სხვ. მოკლედ ეს არის უსაზღვრო სივრცე, სადაც ჩვენი ყველა ემოცია თუ რაციონალური განსჯის შედეგად მიღებული აზრი იყრის თავს. ამ სახელმწიფოში, რომელსაც ქართული facebook-ი ქვია (იმედია სეპარატიზმში არავინ დამდებს ბრალს), ვიბადებით და ვმოღვაწეობთ, ზოგჯერ თავსაც ვიკლავთ (დეაქტივაციას ვუკეთებთ ექაუნთს), ჩვენც, facebook-ელ ქართველებსაც ღამღაბოთ გვითავდება სიგარეტი და ჩვენც ისევე ვწუხვართ ამის გამო, როგორც ნებისმიერი სხვა მწეველი, ჩვენც გვაბრაზებს ჩვენთვის მიუღებელი აზრები და ჩვენც გვიყვარდება. Continue reading







