სამარხვო ბლოგი

ლეგალური სექსი საქართველოში

29 Comments

დღეს ჩემი ერთი მეზობელი რამდენიმე  საათის განმავლობში მიხსნიდა დაქორწინების აუცილებლობას. არა და, სულაც არ მაქვს ის ასაკი, როცა ამის აუცილებლობაზე შეიძლება მელაპარაკოს ვინმე … რას მერჩის ვერ გავიგე.

ნუუ, ჩვენს ქვეყანაში ჩემზე ბევრად უფრო ადრეულ ასაკში დაქორწინება ნორმაა.  ქორწინდებიან 16-17 წლისანი და ამის შემდეგ მინუმუმ 2 კვირაში შორდებიან, მაქსიმუმ 2 წელიწადში.

დიდ ქორწინებათმცოდნედ ვერ ვივარგებ, მაგრამ შევეცდები გამოვყო ასეთი ტიპის ქორწინებათა გამომწვევი მიზეზები (ხოხთ, ეს რა აკადემიური ენით დავიწყე მსჯელობა. ჩემს, საბჭოთა დროს, გამოცემულ სახელმძღვანელოებში როგორც ეწერა ისე). პირველი მიზეზი რა თქმა უნდა სექსია.  ნუუ, სექსი ისედაც შეიძლება, მაგრამ დაქორწინება მას „ლეგალურად“ აქცევს.  ანუ, მშობლების,  და-ძმის, მეზობლების, ამხანაგების, ჯგუფელების, ახლო თუ შორეული ნათესავების, მშობლების თანამშრომელიბის, მშობლების თანამშრომლების ოჯახის წევრებისა და მშობლების თანამშრომლების ოჯახის წევრების თანამშრომლებისაგან აღარ არის საჭირო იმის დამალვა რომ სექსი გაქვს ( ეს რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ორივე სქესმა უნდა გაითვალისწინოს. გოგომ, იმიტომ რომ მასზე არ თქვან  „ბოზიაო”, ბიჭმა კი იმიტომ, რომ მის მეგობარ გოგოზე (შეყვარებულზე)  მთელმა დანარჩენმა ქვეყანამ არ თქვას ბოზიაო).

დაქორწინებას ასევე განაპირობებს, შეყვარებულის კარგი მანქანა. ნუუ, თუ საქმე ბიჭთან გვაქვს, მაშინ შეყვარებულის (გოგოს) მამის კარგი მანქანა. ასეთ შემთხვევაში, ჩნდება პერსპექტივა, რომ დაორწინების შემდეგ ასეთივე მანქანა სიმამრმა შენც გაჩუქოს.

მაშ ასე,  ჩვენ მიმოვიხილეთ მოვლენები და ნივთები რის საფუძველზეც ქართველები ქორწინდებიან. თუმცა, იქვე ავღნიშნეთ, რომ ისინი მინიმუმ 2 კვირაში და მაქსიმუმ 2 წელიწადში განქორწინდებიან ხოლმე.  განქორწინებულად ყოფნა, ერთი შეხედვით, ძალიან გავს დაუქორწინებლად ყოფნას. ანუ მარტო ხარ. ეს, ალბათ მთელს მსოფლიოში ასეა, თუმცა არა საქართველოში.  დაუქორწინებულობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა გაქვს სექსი, თუმცა ამის შესახებ არაფერი იციან ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა, ორი უახლოესი მეგობრის გარდა სხვა მეგობრებმა, მეზობლებმა, სტაიანჩიკმა ავთომ, მაღაზიის გამყიდველმა ნუნუმ, ნუნუს მეზობლებმა, ნუნუს მეზობლების ოჯახის წევრებმა… ჰო, ზევით ნახსენები მშობლების თანამშრომლების ოჯახის წევრების თანამშრომლები ლამის გამომრჩა… და რა თქმა უნდა არ იციან არც უბნელმა ბიჭებმა. ნუუ, თუ გაიგეს, ზნაჩიტ დაგენძრა.

 

განქორწინების შემდეგ ყველა იგებს რომ ქალიშვილი აღარ ხარ. აი, ახლა კი ვეღარაფერს დამალავ მაგალითად უბნელი ბიჭებისგან, რომლებიც ყველა ცალკ-ცალკე შენს დაკერვაზე იჩალიჩებს.  დედიკო აღარ გეტყვის რომ ბიჭები მატყუარები არიან და არ ენდოვო, ბებო კი თვალებზე ხელებს აღარ აგაფარებს, როცა ტევეში ზასაობის სცენა გაიჩითება.  და თუ ქმარს დღეს დაშორდი, შეგიძლია იცოდე, რომ სოზარ სუბარის „ალიანსიდან“ წასვლასა და შენს განქორწინებას ახლა ერთდროულად მიმოიხილავს ყველა მეზობელი, სტაიანჩიკი სერგო, მაღაზიის გამყიდველი ნუნუ, ნუნუს ოჯახის წევრები, ნუნუს მეზობლები, შენი მშობლების თანამშრომელიბის ოჯახის წევრების თანამშრომლების მრავალსაეულიანი არმია და ვინ იცის ვინ აღარ ყველაზე შორეული ნათესავის ჩათვლით. და ეს ყველა ერთად წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსიყვარულე ოჯახი დაგენგრა (რომელიც, სინამდვილეში სექსისა და ყოფილი ქმრის კარგი მანქანის გამო შეიქმნა) და  იმის გამო, რომ სოზარ სუბარი „ალიანსიდან”  წავიდა.

ვახთ, არ მოვიყვან ცოლს, ვოტ ტაკ!

About these ads

29 thoughts on “ლეგალური სექსი საქართველოში

  1. ვახთ, არ გამოგყვება მაი გოგო და მაგიტო იძახი მაგას… :D

  2. ჰაჰა,კარგი იყო :) რამდენიმე მიზეზი მეც ვიცი , ნაადრევი ქორწინებების :) 1) უსაქმურობა. როცა არ იციან,რა აკეთონ და უცებ : ცოლი ხო არ მომეყვანა? 2) ყოფილ შეყვარებულებზე შურისძიება (ლოოოლ) ,წიპა გავთხოვდები და გამწარდება,მერე ნახოს მაგან ! 3) დესპოტი მამიკოსგან თავის დაღწევის სურვილი.

    ნუუ,ლეგალური სექსი ( :D ) მაინც მთავარი მიზეზია მიზეზთა შორის

  3. როგორ არ დაგეთანხმო, მარ…

    ამ ბოლო დროს, ისე გამოდის, რომ შენ დაგყვები ბლოგებზე და გეთანხმები ყველაფერში…

    ნახე, ნიკოლო. რა დამთხვევაა?

    მერე დამიტოვე კომენტარი, მომიკითხე… :D

  4. არ მოიყვან კი არა, გოგოს გადასანახულებლად რომ წაგიყვანენ, ეგ ამბავი არ გამოგვაპარო. ხოხთ :)

  5. არ ვთხპვდები მე.
    არც ვაპირებ.
    არც ისაა თქვენი საქმე რას გავაკეთებ,.
    ყვე\ლამ თავის იდიოტურ ცხოვრებას მიხედოს!

  6. ერთმანეთს რომ შორდებიან,ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
    1. წელიწადის ყველა დროს არ შეიძლება ე.წ სექსი :)))),ყოველშემთხვევაში ერთ-ერთი ასე ფიქრობს,მეორე კი – შეცოდავს,მერე ეგ საქმე ვერ დაიმალება ;
    2. პირველი ნაბიჯის გადადგმაა ძნელი,ეს პირველი ნაბიჯი კი ქორწინებს პირველი ღამეა (სავარაუდოდ),მერე და საჭიროა ქორწინების მდგომარეობაში ყოფნა …
    და ა.შ და ა.შ ბევრი მიზეზია… :)))

  7. ჩვენ, სტაიანჩიკი სერგო, მაღაზიის გამყიდველი ნუნუ, ნუნუს ოჯახის წევრები, ნუნუს მეზობლები, შენი მშობლების თანამშრომელიბის ოჯახის წევრების თანამშრომლების მრავალსაეულიანი არმია, „ალიანსიდან” წასული სოზარ სუბარი და ჯანდაცვის სამინისტრო ვთანხმდებით იმაზე, რომ ნაადრევი ქორწინება მავნებელია ოჯახური მდგომარეობისათვის.

  8. ნწნწნწ ჯერ ეხლა არ გაყევი და უკვე 4 თვის ხარ?ნწნწნწნწ მე ამას ვგრნობ ხოლმე მათ თვალებში (მეზობლების,სანათესაოს და მათი მეზობლების)..

    მაგრამ ძალიან მკიდია აბა რომელიმემ მითხრას რამე ^^
    ბაშვის გამო თორე ამას როგორ ვიკადრებდი რომ აქვთ თავში ჩაბეჭდილი..
    ამის წინ ერთმა 20 წლს გოგომ მითხრა:რაქნა ჩემი შეყვარებული ძველი შეყვარებულთან წევსო ხომ ვერ დავუშლი აბა მე
    გადავუშალო ფეხებიო ,მე ის ბიჭი მეუბნება სერიოზულად გიყურებო ) შოკში ვარ რატომ ?რისთვის?ჩემი შვილი აქ რატომ უნდა გაიზარდოს რა დააშავა?
    საშინელებაა უბრალოდ ეს (ცოლად მომიყვანე და ბავშვის გამო შეძლება მოგცე კიდეც)
    (ეს ჩემ ძმამ რომ გაიგოს მოგკლავს და ეს ძველი ბიჭები დაიკოს ხელი როგორ გადახვიე და ვაიმე თავი გვაქვს მოსაკლავი : ((
    ერთი ატომური ბომბი მადლია ამ ქვეყნისთვის : ((

  9. ხო და კიდე ყველას გასაგონად არავის არსად არ გავყოლილვარ :0
    უბრალოდ ერთად ვცხოვრობთ .. იმიტომ რომ გვინდა ეს და ყოველ შემთხვევაში 2 წელში დედის გინებები და
    მსგავსი ამბები არ გველის იმიტომ რომ ბავშვის და იმის გამო არ ვართ ერთად :ლოლ:
    ღმერთმანი რა შევწუხდი უკვე : (((

  10. ნეტა რატო არაფერი გამიკვირდა?
    რატომ არ შეუძლიათ ქორწინებამდე სექსი? იმიტომ რომ მეზობლები გაჭორავენ? შენც ადექი და ყველას ნუ გააგებინებ.

  11. მარა რა სექსი კოცნაზე ლამის დაქალებისგან აიღონ ნებართვა ხოლმე

  12. ლოლ, ეგრა ყველაფერი : )
    თავის დროზე პოსტიც მაქ ამისთვის მიძღვნილი : )

    http://bmu.li/H1d

  13. არ გავთხოვდები არა არა არა არა :) :) :)

  14. გაუთვლელი დაფეხმძიმება*

    კარგად დაწერილია

  15. ამ საქართველოში ძალიან შიგა აქვთ და ვერ გებულობენ.. ან რა იდეოლოგია აქვთ ,ან როგორი აზროვნება, ან რა ცხოვცრების წესი… ან როგორები არიან… ამათ გენდერული თანასწორობა არ იციან…სექსიც კი არ იციან კურდღლებივით ითავებენ ისიც არ იციან როგორ დააკმაყოფილონ ქალი… მე არ მესმის რატომ ფიქრობენ რო რამე მეტი პრივილეგია აქვთ ვიდრე მდედრებს.. არ მესმის რატომ უნდა იყოს გოგო ქალიშვილი და ვიღაც სირს ელოდოს და მისცეს.არ მესმის რატომ მაინც და მაინც უნდა გათხოვდეს თორე ტეხავს… ”დააგვიანეე” … ! ქორწინება ყველაზე საშინელი რამაა .. არაფერი ჯობია იყო ვინმესთან ჰარმონიაში და სიყვარულის ღრმა წუთებით ტკბობას მიენდოო… და არა ისე სირულად ”გათხოვდე” და უბედური იყო.. არ მინახავს ბედნიერი წყვილი ამ საქართველოში ჯერ ყოველი მეორე დაუკმაყოფილებელი.უბედური,უსიყვარულოა და მაინც რა სარგებლობა მოაქვს ქორწინებას? :D:D

  16. მამენტ კომენტარები უფრო საინტერესო საკითხავია :დ:დ:დ არ ვთხოვდებითო და ვის მიყავხართ რო? :დ ერთხელ უნდა გახვიდე ქუჩაში, ყველას დასანახად სექსი თუ არა რამე მსგავსი უნდა გქონდეს და დაგანებებენ თავს :დ:დ:დ:დ:დ
    P.S. შენ კი არ გეუბნები :დ ზოგადად ვწერ რა :დ

  17. მანქანაზე ზედმეტი იყო მგონი .. და რამდენიმე მიზეზი გამორჩენილი გაქვს აშკარად. (სახლში გაჩერება რომ აღარ შეუძლიათ დესპოტი მამის და ძმის ხელში, გარშემო რომ ყველა დაქალი გაუთხოვდათ და შინაბერად რჩებიან, სახლში ჯდომა რომ მობეზრდათ და ანანიზმი..)
    რავიცი .. ქორწინება ცუდი არაა მგონი, თუ იცი რომ მინიმუმ 2 კვირაში და მაქსიმუმ 2 წელში არ დამთავრდება.
    ხოლო ნუნუსა და მის მეზობლებისგან “არალეგალური სექსის” მალვაში ..
    ეჰ .. იმალებოდეს მაინც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,836 other followers