სამარხვო ბლოგი

ფოტოები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო

39 Comments

ფოტოგრაფმა ნიკ იუტმა გადაიღო ვიეტნამელი გოგონა, რომელიც გარბოდა აფეთექბული ნაპალნის საწინააღმდეგო მხარეს. სწორედ ამ ფოტომ აიძულა მსოფლიო დაფიქრებულიყო ვიეტნამის ომზე.

ლინა მედინა (დაბადებული 1933 წლის 27 სექტემბერს პურანგში, პერუ), მან 5 წლის 7 თვისა და 21 დღის ასაკში გააჩინა ბავშვი. დღემდე ის ითვლება ყველაზე ახალგაზრდა დედად მედიცის ისტორიაში. თუმცაღა, მსგავსი შემთხვევის შესახებ ცნობილია ასევე რუსეთშიც.

“ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია, რომელიც არავის არ უნახავს”,- ასე უწოდებს თავის ნამუშევარს Associated Press-ის ფოტოგრაფი როჩარდ დრიუ (Richard Drew). მასზე ასახულია მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი მსხვერპლი , რომელიც გადმოხტა ფანჯრიდან სიკვდილთან შესახვედრად 11 სექტემბერს.

30 წლის ნიუ-იორკელ ფოტოგრაფს მალკოლნ ბრაუნს (Associated Press) დაურეკეს ტელეფონზე და სთხოვეს მისულიყო განსაზღვრულ გზაჯვარედინზე საიგონში შემდეგ დილით, სადაც რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო.

ის მივიდა ნიუ-იორკ თაიმსის რეპორტიორთან ერთად. მალე მოვიდა მანქანა, საიდანაც გადმოვიდა რამდენიმე ბუდისტი ბერი, მათ შორის Thich Quang Duc, რომელიც დაჯდა ლოტუსის პოზაში ასანთის კოლოფით ხელში. დანარჩენი ბერები მას გაზოლინს ასხამდნენ, რის შემდეგან მან გაკრა ასანთს და ცოცხალ კოცონად იქცა. დანარჩენი ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც უყურებდნენ როგორ იწვოდა და ტიროდნენ, თვითონ არც დაუკვნესია და არც განძრეულა. Thich Quang Duc-მა ვიეტნამის მაშინდელი ხელისუფლების მეთაურს მიწერა წერილი, თხოვნით, რომ  შეეწყვიტათ რეპრესიები, ბერების დაკავება და მიეცათ უფლება თავისუფალი აღმსარებლობისა და თავიანთი რელიგიის გავრცელებისა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.

კარგად დააკვირდით ამ ფოტოგრაფიას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ფოტო, რომელიც ოდესმე გადაღებულა. ბავშვმა დედის საშვილოსნოდან გამოყო ხელი, რათა ქირურგის თითს ჩასჭიდებოდა. სხვათაშორის, ის სულ რაღაც 21 კვირის არის ჩასახვიდან, რის გამოც შესაძლებელია გახდეს კანონიერი აბორტის მსხვერპლი. ფოტოზე ასახული პაწაწინა ხელი ეკუთვნის ბავშვს, რომელიც უნდა დაბადებულიყო 2008 წლის 28 დეკემბერს. ფოტო გადაღებულია ოპერაციის დროს ამერიკაში.

პატარა ბიჭის, ალ-დურის სიკვდილი. გადაიღო ფრანგული სატელევიზიო სადგურის რეპორტიორმა, როდესაც ისრაელის ჯარისკაცმა ჩაცხრილა თავისი მამის მკლავებში.

ფოტოგრაფია “შიმშილი სუდანში”, გადაღებულია 1993 წლის ადრეულ გაზაფხულზე. პატარა გოგონა, რომელიც შიმშილით კვდება.

მოსახლე წინააღმდეგობას უწევს ისრაელის არმიის ოფიცერს, ავანპოსტ ამონს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, 1 თებერვალი 2006წ.

12 წლის ავღანელი გოგონა, სტივენ მაკკიურის (steve McCurry) ცნობილი ფოტოგრაფია, რომელიც გადაიღო ლტოლვილთა ბანაკში ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე.

Stanley Forman/Boston Herald, აშშ. 1975 წლის 22 ივლისი, ბოსტონი. ქალი და ბავშვი, რომლებიც ხანძრისგან თავის დახსნას ცდილობდა.

ატომის სოკო ნაგასაკის თავზე. ავტორი უცნობია.

“უცნობი მეამბოხე” ტანანმენის მოედანზე. ამ ცნობილ ფოტოზე, რომელიც გადაიღო “Associated Press”-ის ფოტოგრაფმა ჯეფ ვინდერმა, გამოსახულია პროსტესტის მონაწილე , რომელიც მარტოდმარტო ნახევარი საათის მანძილზე აჩერებდა ტანკების კოლონას.

პოლონეთი- გოგონა, სახელად ტერეზა, რომელიც გაიზარდა საკონცენტრაციო ბანაკში ხატავს დაფაზე სახლს. 1948.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი აშშ-ში. ოფიციალური ვერსიით ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამისტურმა ტერორიტულმა ორგანიზაცია ალ-ქაიდამ.

ნიაგარის გაყინული ჩანჩქერი. 1911 წლის ფოტო.

Mike Wells, დიდი ბრიტანეთი. 1980 წლის აპრილი. კარამოჯას რაიონი, უგანდა. მშიერი ბიჭი და მისიონერი.

თეთრები და ფერადები. 1950 წელი, ელიოტ ერვიტტი.

ოფიცრის ფოტოგრაფია, რომელიც თავში ესვრის ბორკილებდადებულ დაკავებულს. ამ ფოტომ არამარტო პულიტცერის პრემია მიიღო (1969 წელი), არამედ ძირეულად შეცვალა ამერიკელთა შეხედულება იმის შესახებ, რაც ხდებოდა ვიეტნამში.

ლინჩის წესით გასამართლება (1930 წელი). 10 ათასმა თეთრკანიანმა ჩამოახრჩო 2 ფერადკანიანი მამაკაცი თერტკანიანი ქალის გაუპატურებისა და მისი მეგობარი მამაკაცის მკლველობის გამო.

2004 წლის აპრილის ბოლოს ტელეარხ CBS-ზე პროგრამაში 60 Minutes ნაჩვენები იყო სიუჟეტი წამებისა და დამცირების შესახებ აბუ-გრეიბის ციხეში, რომელსაც ახორციელებდა ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი. სიუჯეტში ნაჩვენები იყო ფოტოები, რომელებიც რამდენიმე დღის შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალში “The New Yorker”. ეს გახდა ყველაზე ხმაურიანი სკანდალი ამერიკელი ჯარისკაცების ერაყში ყოფნის შესახებ.

დამარხული უცნობი ბავშვი 

ყინულის წვიმა… საკმაოდ უწყინარად ჟღერს, თუმცა ბუნება ხშირად გვიმზადებს არასასიამოვნო სურპრიზებს.

მამაკაცი ცდილობს შეუმსუბუქოს მძიმე მდგომარეობა შვილს სამხედრო ტყვეებისთვის განკუთვნილ ციხეში. Jean-Marc Bouju/AP, საფრანგეთი. 2003 წლის 31 მარტი. ან ჯაჯაბი (An Najaf), ერაყი.

დოლი (ინგ.Dolly) დედალი ცხვარი, პირველი ძუძუმწოვარი, პირველი წარმატებულად კლონირებული სხვა ზრდასრული არსების უჯრედისაგან.

პატერსონ-გიმლინის დოკუმენტური ფილმი, რომელმაც 1967 წელს დააფიქსირა ბიგფუტის (ქართულად იგივე თოვლის კაცი) ქალის ინდივიდი, დღემდე წარმოადგენს ერთადერთ მკაფიო ფოტოს, რომელიც არის მტკიცებულება დედამიწაზე რელიკტური ჰომინიდების არსებობისა, ჰომინოლოგიაში აღინიშნება ტერმინით “ჰომინი”.

რესპუბლიკელი ჯარისკაცი ფედერიკო ბორელ გარსია სიკვდილის წინ.

ფოტო გადაიღო რეპორტიორმა ალბერტო კორდამ (Alberto Korda), რომელზეც ვიღაცის ცხვირსა და პალმას შორის ჩანს ჩე გევარა. ფოტო მიიჩნევა ყველაზე ტირაჟირებულ ნამუშევრად ფოტოგრაფიის ისტორიაში.

ფოტო, რომელზეც გამოსუხული მეორე მსოფლიო ომის გმირი ქანთარია რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის აღმართვის დროს. ფოტომ მყისიერად მოიარა მთელი მსოფლიო. ევგენი ხალდეი, 1945 წელი.

ნაცისტი ფუნქციონერისა და მისი ოჯახის დაღუპვის ამსახველი კადრი.

ამერიკის ოცდამეთხუთმეტე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობა, რომელიც მოხდა 1963 წლის 22 ნოემბერს 12:30 საათზე ადგილობრივი დროით. კენედი სასიკვდილოდ დაჭრეს, როდესაც ის მეუღლე ჟაკლინთან ერთად საპრეზიდენტო კორტეჟით მიემგზავრებოდა ელმ-სტრიტით.

30 დეკემბერი, ერაყში სიკბდილით დასაჯეს ამავე ქვეყნის ექს პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი. ის განაჩენის გამოტანიდან 6 საათში ჩამოახრჩეს ბაღდადთან ახლოს.

ამერიკელი სამხედოროები მიათრევენ თოკით მიბმულ ვიეტნამელ (სამხეთ ვიეტნამის ამბოხებული) ჯარისკაცს. 1966 წლის 24 თებერვალი. ტან ბინი  (Tan Binh), სამხეთ ვიეტნამი.

პატარა ბიჭი იხედება ავტობუსის ფანჯრიდან, რომელშიც განთავსებულნი არიან ომის ეპიცენტრიდან დევნილები ჩეჩნეთის ომის დროს. შალისთან ახლოს, ჩეჩნეთი. ავტობუსი ბრუნდება გროზნოდან. 1995 წლის მაისი.

About these ads

39 thoughts on “ფოტოები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო

  1. შთამბეჭდავია ძალიან მეგობარო…

    • გმადლობ. რაღაცები აკლია, ეხლა გამახსენდა კიდევ რამდენიმე კარგი ფოტო და დავდებ იმათაც ცალკე კიდევ

  2. სერიოზული პოსტია საღოლ!!!

  3. ჩეს მეორე ფოტოცაა ასევე ცნობილი, ჩემთან დევს ბლოგზე.

  4. ზეპოსტია

  5. ზოგიერთი ისეთი სულისძვრელია :0

  6. ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური სურათებია..

    ძალიან განვიცადე
    ყოჩაღ :)

  7. ძალიან კარგი პოსტია, მაგრამ მძიმე და ემოციური

  8. Cegevara sigariT da moke TmaSi rene buris fotoa

  9. ასეთი ემოციური პოსტი კარგა ხანია არ მინახავს და არ წამიკითხავს… საღოლ, ძმაო.

    • ვეთანხმები დიას, მართლაც ძალიან კარგი პოსტია, ემოციური და ისტორიული, მთელი საუკუნის ამბებმა თითქოს ერთ გვერდზე მოიყარა თავი !

    • დი, შენ ერთ ტეგ თამაშში დაგტაგე და არ ვიცი ნახე თუ არა

  10. მადლობა!

  11. კარგია, გაიხარე!!!!

  12. უძლიერესი პოსტი იყო, კარგია,ა სე ერთად რომ შეკრინე ეს ფოტოები.

  13. უმრავლესობამ მართლა შემძრა…

  14. ვერ ვიჯერებ რომ ის ხელი ადამიანს ეკუთვნის… :/
    დავითრგუნე… :/

    • ადამიანისაა და ის მეორე ხელი ვისაც ეკუთვნის, მაგ ბავშვს არ დაეხმარა, რის გამო მოგვიანებით სინდისი ქენჯნიდა და საბოლოდდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  15. umdzimesi sanaxavia…
    ra unda bankshi puls roca bavshvebi shimshilit ixocebian…

  16. მართლაც სულისშემძვრელი ფოტოებია….
    ძალიან,ძალიან კარგი პოსტია..ემოციური და შემეცნებითიც…

  17. ზოგიერთი ფოტო შემაძრწუნებლად საინტერესოა და მომწონს, ორიგინალური სტატიაა… მაგრამ, იაპონიის მიწისძვრის ფოტოები ნამდვილად აკლია…

  18. რამდენიმე ფოტო არ ვიცოდი, ძალიან ღრმა შინაარსის და მსოფლიო ისტორიის ამსახველი ფოტოებია ერთად თავმოყრილი. კიდევ შეიძლებოდა სხვა ფოტოების დამატებაც ;-)

    • ჰო, რამდენიმე ფოტო პოსტის გამოქვეყვეყნების მერე გამახსენდა და აღარ ჩავამატე აქ

  19. შეძრული ვარ… ძალიან კარგი პოსტია.

  20. მადლობა რომ გამახსენე ეს ფოტოები, ზოგიერთი არც ვიცოდი :))

  21. ძალიან კარგი პოსტია.. ბევრი ფოტო არ ვიცოდი..

  22. auu..shegizlia ganmimarto is foto embrionis ra operaciis dros ars gadagebuli?? abortiaa??? imitom rtom ucnauria 21 kviraze abortis gaktebaaaaaaaa :( :)

    • კი, რამდენადაც მე ვიცი აბორტია. დანამდვილებით ვერ გეტყვი რა კანონმდებლობა აქვთ ამერიკაში აბორტთან დაკავშირებით, მაგრამ თუ კანონის ზოგად ჩარჩოებში არ ჯდება, შესაძლოა ეს ისეთი შემთხვევა ყოფილიყო, როდესაც დედის ჯანმრთელობას ემუქრბა საფრთხე. ზუსტად არ ვიცი.

  23. კარგი პოსტია მომეწონა!

  24. შემძრა… თავიდან ფეხებამდე…. სუპპერ

  25. like )) სერიოზული პოსტია!!!

  26. martla magari postiiia like like likeee

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,823 other followers