სამარხვო ბლოგი

თბილისი რქების გარეშე

11 Comments

თბილისში მიწისზედა ელექტრო ტრანსპორტმა 2006 წლის დეკემერში აღმართა ბოლოჯერ რქები. სწორედ ასე, თბილისის მთავრობის 2006 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე დასრულდა ტრამვაის თბილისში მოძრაობის ერთსაუკუნოვანი ისტორია.პირველად კი ჩვენს ქალქში ის 1882 წელს გამოჩნდა, როცა ვაგონებს ცხენები შეაბეს და პირველი კონკა გაუყვა მაშინდელი თბილისის ვიწრო და მყუდრო ქუჩებს. ვიწროლიანდაგიანმა ელექტრო ტრამვაიმ კი რამდენიმე წლის შემდეგ, 1904 წელს გაიარა აქ პირველად.

ეს ტრამვაის რაც შეეხება, ტროლეიბუსებუსების მოძრაობის მხრივაც საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული რესპუბლიკა იყო. აქ ფუნქციონერებდა ოცამდე სისტემა. ძნელი სათქმელია რის გამო გახდა ასეთი პოპულარული საბჭოთა კავშირში რქოსანი ტრანსპორტი, მაგრამ ის ცხადია, რომ თბილისს, ისევე როგორც მთელს საქართველოს ძალზედ ამშვენებდა. საბჭოთა მასშტაბით თბილისის სატროლეიბუსო სისტემა ერთ-ერთი უძველესი იყო, გაიხსნა 1937 წელს და წელიწადზე ნაკლები დრო იყო დარჩენილი, სანამ 70 წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ 2006 წელს მისი ტრაგიკული აღსასრულის შესახებ უკვე გიამბეთ.

მიწისზედა ელექტრო ტრანსპორტი სწორედ ის ალტერნატივაა, რომელიც ასე სჭირდება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარ ქალაქს. ქალაქს სადაც ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ წვიმამაც კი საეჭვო ფერი მიიღო კაი ხანია. ქალაქს სადაც გამწვანების პრობლემა იმდენად მწვავედ დგას, რომ მალე ხეები ხველებას დაიწყებენ. ხოლო თუ არგუმენტად იმას მეტყვით, რომ ეს ტრანსპორტი მოძვებული იყო, მაშინ წარმოგიდგენთ რამდენიმე ისეთ მოდელს, რომელსაც ვერცერთი ევროპული ქალაქი ვერ დაიწუნებდა და პრინციპში არც იწუნებს.

    

 

 

 

About these ads

11 thoughts on “თბილისი რქების გარეშე

  1. ისე მომავალში არ აპირებენ აღდგენას? თუ ისედაც ვბრწყინავთ და ეს რაღათ გვინდაო? :)

  2. დააბრუნონ ტრამვაი…

  3. მეც მინდა, რომ დააბრუნონ…

  4. 10-იანში მოარტყი!

  5. LEGENDARULI 7 NOMERI TROLEIBUSI :D :D :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,838 other followers