
საერთოდ, მაინცდამაინც არ ვწყალობ არც ბანკებს და არც არაფერ ისეთს, რაც შეიძლება ფულთან იყოს დაკავშირებული. სიმართლე რომ ვთქვა, ვერც განსხვავებებს ვხედავ ხოლმე ამა თუ იმ ბანკებს და მათ პროექტებს შორის და ნებისმიერი რამე, რაც ფინსებთან არის დაკავშირებული იმდენად ბუნდოვანია ჩემთვის, რომ ზოგჯერ ჩემ გონებრივ შესაძლებლობებში მე თვითონაც კი მეპარება ხოლმე ეჭვი. ეგ კი არა, რამის ყიდვისას ძლივს ვანგარიშობ რამდენი უნდა გადავიხადო ერთზე მეტი პროდუქტის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში, ხურდის დათვლაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. არც გამრავლების ცხრილი ვიცი 5X6-ის ზევით და ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლებასაც ძლივს ვაბამ თავს.
მაგრამ, მოხდა სასწაული და გავიგე რატომ ჯობია საქართველოს ბანკი ყველა სხვა ბანკს და კონკრეტულად მისი ახალი ექსპრეს სერვისცენტრები. აბა რა დიდი ინტელექტი სჭირდება იმას, რომ მიხვდე ბანკი ჯობია შენს სახლთან ახლოს, თანაც 24 საათის განმავლობაში რომ გემსახურება ისეთი.
ისეთი, სადაც რიგში არ ჩაგაყენებენ და თითოეულ ოპერაციაზე მაქსიმუმ 5 წუთი იქნება გათვლილი. საქართველოს ბანკის ექსპრესის თვითმომსახურების ზონაში მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება: ინტერნეტბანკის ტერმინალი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox და ბანკომატი.
ახლა კი საქართველოს ბანკის მეორე საოცრების შესახებ უნდა გიამბოთ. ექსპრესის პრეზენტაციიდან გამოსულ რამდენიმე ბლოგერს უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა დაგვეთვალიერებინა ახალი ოფისი. ბევრი ჭორი გამიგია აქამდე ამ შენობის შესახებ, გარედანაც არ გამოიყურება ცუდად, მაგრამ მაინც ვფიქრობდი ასეთი რა უნდა იყოს-მეთქი. ჰო და ამ ოფისის სახით მე და სხვა ჩემნაირ სკეპტიკოსებს დიდი სურპრიზი გველოდა. მართლაც რომ “ისეთი” ყოფილა.
ცენტრალური შესასვლელიდან, ანუ შუშის კუბიდან ხვდები ოფისში, სადაც ძალიან ლამაზ და კომფორტულ ესკალატორს ჩაყავხარ მისაღებში. ხელმარჯვნივ არის მწვანე ვერტიკალური ბაღი, რომელიც ამ ოფისში ჩემი აღფთოვანების მთავარი საგანი გახდა. ოფისშივეა მოწყობილი სატრენაჟორო დარბაზი, კაფე და ვერანდები, რომლიდანაც ძალიან ლამაზი ხედი იშლება მტკვრის სანაპიროზე.
აქვე მცირე ინფორმაციას მოგაწვდით ამ ისტორიული შენობის შესახებ, რომლის მოძიებისთვისაც მადლობა google ბიძიას და wikipedia-ს. საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა აგებულია 1975 წელს. იგი შეტანილია არაერთ საერთაშორისო გამოცემაში, როგორც საბჭოთა არქიტექტურის გამორჩეული ნაგებობა და მსოფლიოს საოცარი ნაგებობებიდან ერთ–ერთი. სტილისტურად დაკავშირებულია საბჭოთა კონსტრუქტივიზმისა და იაპონური მეტაბოლიზმის არქიტექტურულ ტენდენციებთან. ნაგებობას 2007 წლიდან უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

ჩემი აღფრთოვანების მთავარი საგანი, მისი უდიდებულესობა - "ვერტიკალური ბაღი"

ბლოგერები დასუნსულებენ საქართველოს ბანკის სატრენაჟორო დარბაზში

ფორთოხლისფერი კაფე

ხედი ვერანდიდან, აქ წარმატებით ებრძვიან ჯანმრთელობას საქართველოს ბანკის თანამშრომლები სიგარეტის დახმარებით
ეს კი ვიდეორგოლი, რომელიც ჩვენ ვოიაჟს ასახავს ამ ოფისში.
ბავშვობიდან მომწონდა ეგ შენობა ჯერ კიდევ მაშინ როცა სანახევროდ ხავსს და სუროს ქონდა დაფარული
ამ შენობას ყველა ეძახდა ვისი “ყ** ვის ტრა**”-შიაო თუმცა მე ყოველთვის მომწონდა ეს შენობა.
მაგარი შენობაა, ძლივს არ გავიგე რა არის შიგნით :დ
აჰამ, მაგრამ სანამ bog-ი იყიდიდა არამგონია ეგეთი საინტერესო რაღაცები ყოფილიყო შიგნით :დ
(bug)