სამარხვო ბლოგი

ავტობიოგრაფია

5 Comments

დავბადებულვარ 1987 წლის 13 აგვისტოს თბილის-ქალაქში. ცამეტი ხომ ნავსიანია და ნავსიანი, განგებას ეს არ უკმარებია და ქვეყნიერებას პარასკევ დღეს მოვვლენილვარ. პარასკევი კი, როგორც მოგეხსენებათ, დასავლეთში (,,დასავლეთში”, რა თქმა უნდა ევროპას ვგულისხმობ და არა დასავლეთ საქართველოს) აგრეთვე ,,თარს” დღედ მიიჩნევა,  ხოლო თუ რიცხვი 13 პარასკევ დღეს დაემთხვა, ,,შავ პარასკევს” უწოდებენ. მოკლედ, მთლად ფრთაშესხმული ანგელოზი რომ არ ვიქნები, თავადაც მიხვდებოდით. ახლა ვუცდი პაწაწინა რქები და შოლტივით გრძელი კუდი როდის გამომივა.

ძალიან მიყვარს ლიტერატურა, უფრო ზუსტად კი – პოეზია. ბევრს ვკითხულობ, ცოტას ვსწავლობ და უფრო ცოტას ვწერ. წერას რაც შეეხება, პატარა რომ ვიყავი, ჩემზე სულ ამბობდნენ ,,წერას აუტანიაო”. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს მართლაც ამიტანა წერამ და მას შემდეგ ვწერ. თუმცა პირველი ლექსი არც არც შვიდი წლისას დამიწერია და არც სტუდენტობის ჟამს. არც მეტი, არც ნაკლები – სამი წლისამ დავწერე. ალბათ, იფიქრებდით, სამი წლისა თუ უკვე ლექსებს წერდი, აქამდე ერთი კარგი ,,ვეფხისტყაოსანი” როგორ ვერ დაწერეო?!.

პოეზიის გარდა, კიდევ მიყვარს ყავა. იმაზე მეტად, ვიდრე ჩემს დიდ ბაბუას უყვარდა და ნაკლებად, ვიდრე ბალზაკს ( ის დღეში ორმოცამდე ფინჯან ყავას მიირთმევდა)…

მყავს ბევრი მეგობარი. არ მყავს მეუღლე და ორი შვილი.

ნიკა უხურგუნაშვილი

Advertisements

5 thoughts on “ავტობიოგრაფია

  1. პირველად რომ წამაკითხე შენი ბიოგრაფია, შემეცოდე :შ

    • რატომ შეგეცოდა? :D:D:D

      მე კიდე შემშურდა :))))) მეც მინდა პარასკევს და 13 რიცხვში მქონდეს დაბიდუბი :))))) ბედმა ეგ ბედნიერება არ მარგუნა პარასკევს 10 რიცხვში გავჩნდი 😀 პოეზიას მე პროზა მიჩევნია :)))

      პ.ს. მეტი არაფერი გქონდა სათქმელი?! თუ დანარჩენს პოსტები იტყვიან?! :))))

  2. unda ifrino, ogond miwastan axlos…:D mshvenieri avtobiografiaa ymawvilo, momavali didi gichans…:D

  3. გლდანი რატო არ ახსენე? :D:D:D:D:D:D:D:d

  4. ბალზაკი რამდენი წლის იყო რო მიიცვალა? :-0
    მეც ძალიან მიყვარს ყავა, მაგრამ, კალცს რეცხს ორგანიზმიდანო და… ვცდილობ თავი შევიკავო 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s