სამარხვო ბლოგი

ნიბირუ

16 Comments

ბევრი ითქვა, დაიწერა და გადაიღო. ის 2012 წელს მოუახლოვდება
დედამიწას. მასზე საუბრობდნენ მაიას ტომები, შუმერები, ეგვიპტელები, ნოსტრადამუსი და ვინ იცის ვინ აღარ. მაგამ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს პლანეტა, იმის ნაცვლად რომ დაგვეჯახოს და გაგვანადგუროს, უბრალოდ ახლოს რომ „მოფრინდეს” და მისმა მცხოვრებლებმა ჩვენთან კონტაქტი დაამყარონ. აი, რა შეიძლება მოხდეს ასეთ შემთხვევაში:

პირველი:  ქართველი საერთაშორისო ექსპერტები სტატუსს შეიცვლიან და საპლანეტთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები გახდებიან.
მეორე: საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციისა და ევროპასთან ურთიუერთობის კომიტეტის მსგავსად გაჩნდება ნიბირუელებთან ინტეგრაციის კომიტეტი.

მესამე: სომეხი მეცნიერები დაიცავენ დისერტაციას და დაასკვნიან, რომ ნუბირუს მმართველს სომხური ფესვები აქვს.


მეოთხე: ამას ერთი დღით ადრე ქართველები გააკეთებენ. ნუ, მეგრელები სწრაფები არიან, და შეიძლება მათი იმედი გვქონდეს და დავასწოთ სომხებს.

მეხუთე: ოპოზიცია ნიბირულების ამბავზეც იტყვის, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია და აქციებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიბირუს ახლადგახსნილ საელჩოსთან მოეწყობა.

მეექვსე: თუ ნიბირუსთან ურთიერთობა გართულდა, ხელისუფლება ოპოზიციას რუსეთის აგენტების ნაცვლად, ნიბირუს აგენტებს უწოდებს.


მეშვიდე: ნიბირუს რომელიმე კომპოზიტორს ან ნაკლებად ცნობილ მწერალს, რომელიც სხვებს დაასწრებს და ,,ვეფხისტყაოსანს” თარგმნის ნიბირუულ ენაზე, თბილისის მუნიციპალიტეტი საპატიო თბილისელის წოდებას მიანიჭებს.

მერვე: რომელიმე ნიბირუელს აუცილებლად დააჯილდოვებენ მესამე ან მეოთხე ხარისხის ღირსების ორდენით.

მეცხრე: საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, სომხურენოვან მოამბესა და აფხაზურენოვან მოამბეებს შორის ჩასვამენ ნიბირუულენოვან მოამბესაც.

მეათე: ჩინური მაღაზიების გვერდით ნიბირუულიც გაიხსნება.

მეთერთმეტე: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ნიბირუს ეროვნულ ნაკრებთანაც აუცილებლად წააგებს, თუმცა შეიძლება მათ ჯერ არც იციან ასეთი სპორტის არსებობის შესახებ, მაგრამ იქამდე იმდენს კი ისწავლიან ჩვენებს რო მოუგონ.

მეთორმეტე: მას შემდეგ რაც ჩვენი სახელმწიფო აქტიურ ურთიორთობას დაამყარებს ნიბირუსთან, საქართველოს მოქალაქეები ინტენსიურად დაიწყებენ ნიბირუზე ლტოლვილად ჩაბარებას.

მეცაეტე: ამ მოვლენის შემდეგ ნიბირუელები მიხვდებიან რისთვის არის საჭირო მაღაზიაში სათვალთვალო კამერები.

მეთოთხმეტე: ქართველი ბიზნესმენებისათვის მომგებიანი ბიზნესი გახდება ნიბირუზე სათვალთვალო კამერების ექსპორტი და კაი ფულსაც იშოვნიან ამით.

მეთხუთმეტე: ნიბირუელები თურქების მიერ აშენებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადგილას ააშენებენ თბილისის პირველ კოსმოსურ სადგურს.

მეთექვსემეტე: ქართველებთან ურთიერთობის შემდეგ ისინი შეითვისებენ ძირძველ ქართულ ტრადიციებს, მაგალითად: სიგარეტის დატოვებას.

და ბოლოს მეჩვიდმეტე: ქართველთა და ნიბირუელთა ორასწლიანი მეგობრობის აღსანიშნავად პრეზიდენტი ნათელაშვილი მტკვრის სანაპიროს რომელიმე მონაკვეთს, აუცილებლად, დაარქმევს აწ გარდაცვლილი ნიბირუელი მმართველის სახელს.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ის დროა ნიბურუული ენის კურსებზე ჩავეწერო, სანამ ეს ამბავი გახმაურებულა. ანუ, სანამ ამ პოსტს გამოვაქვეყნებდე.

Advertisements

16 thoughts on “ნიბირუ

  1. 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 ნოსტრადამუსი მეტს კიარაფერს აკეთებდა ისიც ეგრე წინასწარმეტყველებდა ხოლმე, კარგად ვიცინე 🙂

  2. სახალისოა, გუშინ ბლოგერების კრებულში (ფეისბუქმა რა ჰქმნაში) წავიკითხე და ბევრიც ვიღიმე 🙂
    “ნიბირუსა და დედამიწის დამაკავშირებელ მინატიტანის ხიდზე მოეწყობა ნიბირუ–ფართი ნიბირუს ეროვნული სკაფანდრებით”

  3. ჩაანს უკვე ნიბურო?

  4. დაცინვას კაი არ მოუკლია,მაგრამ მცლის ტკივილი კლავს

  5. რა გეცინება შე კაი დედმამის შვილო,სადაც არის მოვიდა აღსასრული. ვილოცოთ და იქნებ გადავრჩეთ.

  6. “მესამე: სომეხი მეცნიერები დაიცავენ დისერტაციას და დაასკვნიან, რომ ნუბირუს მმართველს სომხური ფესვები აქვს.
    მეოთხე: ამას ერთი დღით ადრე ქართველები გააკეთებენ. ნუ, მეგრელები სწრაფები არიან, და შეიძლება მათი იმედი გვქონდეს და დავასწოთ სომხებს.” ვიცინე კარგად :)))))))))))))

  7. ისიც კი არ იციან რაზე გაიცინონ არა? :დ:დ:დ:დ სადაა ეგ კურსები ჩამაწერინე, მეც მინდა ენის სწავლა. სააკაშვილი გამოგრჩა ისე, ეგ რას იზამს ნიბირუელებთან მიმართებაში?

    • მეექვსე: თუ ნიბირუსთან ურთიერთობა გართულდა, ხელისუფლება ოპოზიციას რუსეთის აგენტების ნაცვლად, ნიბირუს აგენტებს უწოდებს.

  8. რა ხანია მსგავსი არაფერი წამიკითხავს 😀 ზეეეე-კარგი პოსტია
    p.s. კურსებზე შემოგიერთდები თუ შეიძლება :d

  9. კაი პოსტი იყო პროსტა ნიბირუელები ათასწლეულები ცოცხლობენ და არა მგონია 200 წლის მერე მაგათ მმართველს რამე მოუვიდეს 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s