სამარხვო ბლოგი

თანამედროვე ქართველ ხელოვანთათვის და შოვინისტურად განწყობილი ქართული საზოგადოებისთვის

%(count)s კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის ზედა შრეებში უკვე იღებენ იმგვარ სტრატეგიულ დოკუმენტებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომირი ოლქის, როგორც ტერიტორიული ერთეულების გვერდით, თავად აფხაზ და ოს ხალხზეც არის საუბარი. ქართული საზოგადოების შოვინისტურად განწყობილ ნაწილში (რომელიც არც ისე ვიწროა) მაინც გრძელდება აფხაზი და ოსი ხალხის დემონიზაციის პროცესი და ეს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაშიც აისახება.

ამ ბოლო ხანს კინოეკრანებზე (მოგვიანებით ტელეეკრანებზეც) გამოჩნდა ისეთი მხატრვული ფილმები, სადაც ეთნიკური ნიშნით ხდება ამ ერების დისკრედიტაცია. აფხაზი და ოსი ხალხი წარმოჩენილნი არიან, როგორც ნამდვილი ურჩხული, უსულგულო ელემნტი და მტაცებელი.

პრეზიდენტ გამსახურდიას მმართველობის ხანს ქართულ პრესაში ყოველდღიურად ქვეყნდებოდა მსგავსი სახის მასალები. წერდნენ იმასაც, რომ საქართველოს ირგვლივ ისლამური სამყაროს წრე ვიწროვდებოდა და ის დახრჩობით, შთანთქმით ემუქრბოდა ჩვენს ქვეყანას. სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება მივიჩნიოთ იმის მიზეზად, რომ საქართველოსა და ქართველებისადმი მუდამ კეთილგანწობილმა ჩრდილოკავკასილებმა ზურგი გვაქციეს და ჩვენს წინააღმდეგაც იბრძოლეს.

მოგვიანებით პრეზიდენტმა შევარდნაძემ მხედრიონი მიუსია ოსებსა და აფხაზებს. თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეიძლება წარმოდგენა არც ჰქონდეს მათ ქმედებებზე აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ის მაინც გავიხსენოთ ამ ადამიანებმა მშობლიურ თბილისში, ან თუნდაც ზუგდიდში რა ამბები დაატრიალეს. იყვნენ ეს ის ადამიანები ვინც ხალხს ცოცხლად დაწვავდა? ვინც ქალებსა და ბავშვებს მამებისა თუ ქმრების თვალწინ გააუპატირებდა? ვინც დედას თვალწინ შვილს მოუკლავდა? ჰო? მაშ, ყოველივე ამის გახსენების შემდეგ მესაუბრეთ ოსებისა და აფხაზების სისასტიკეზე. მერე მომიყევით ამბები ოს ჯაყოზე, მერე მაჩვენეთ როგორ ურტყამს თავში საწყალ თედოს აფხაზი პარტიზანი.

რამდენიმე წლის წინ, სამების ახალგაზრდულ ცენტრში, რომელსაც იმხანად, ამჟამად ქრისტიან-დემოკრატი ზაზა გაბუნია ხელძღვანელობდა, გაიმართა კონფერენცია, რომელიც, ალბათ, არც გამახსენდებოდა ერთ-ერთი გამომსვლელის პათოსი რომ არა. ერთ-ერთმა ნაკლებადცნობილმა მეცნიერმა (რომლის გვარსაც ახლა ვერაფრით ვიხსენებ) ვრცელი სიტყვა მიუძღვნა იმას, რომ თურმე აფხაზური ენა, ზღვის ხალხის ენა კი არა, მთის ხალხის ენაა და აქედან გამომდინარე ისინი აფხაზეთის ძირძველი მკვიდრნი ვერაფრით იქნებოდნენ. ამის დასტურად კი ის ფაქტი მოიყვანა, რომ აფხაზებს სიტყვა ,,ნავის” შესატყვისი არ ჰქონიათ ენაში.

აი, სწორედ, ამგვარმა პათოსმა დაგვაკარგინა აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც (მოგვიანებით ახალგორი და ლამის გორიც) და არა რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ. ყველა პრობლემის საწყისი აქ, ჩვენს შიგნით უნდა ვეძებოთ. უწინარესად კი, ისევ მხედრიონით და აფხაზებისა და ოსების სისასტიკის შესახებ შეთხზული ამბებით. მათი სტუმრებად მოხსენიებით. მათ ჩამოსახლებაზე დაცული დისერტაციებით.

ჩემთვის კი აფხაზი ხალხი რჩება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთადერთ ერად, ვისაც ამ მიწის გარდა სხვა სამშობლო არ გააჩნია. ოსი ხალხი კი, ერად, რომელიც მუდამ კეთილგანწყობით გამოირჩეოდა ქართული ეთნოსისა თუ ქართული სახელმწიფოსადმი.

მე არ მინდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება!

მე მინდა აფხაზებისა და ოსების დაბრუნება!

მე მიყვარს აფხაზები და ოსები!

ნიკა უხურგუნაშვილი. 2010 წლის 19 02

Advertisements

One thought on “თანამედროვე ქართველ ხელოვანთათვის და შოვინისტურად განწყობილი ქართული საზოგადოებისთვის

  1. აფხაზზე არ ვიცი და კარგი ოსი ცოტაა 🙂 დღევანდელი ოსები ჩვენი სიძულვილით არიან გაზრდილები და ამ სიძულვილს როდის ჩამოვრეცხავთ, ან ჩამოირეცხება საეროთოდ?
    არ ვიცი :დ

    ოსების დაბრუნება გინდა? მაშინ ძლიერი საქართველო უნდა იყო, თორე ფეოდალურ ხანაში საქართველოს რომ უჭირდა ოსები გორამდე იყვნენ ჩამოსულები და მერე გიორგი ბრწყინვალემ ისევ უკან არეკა :დ :დ :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s