სამარხვო ბლოგი

წააკითხეთ თქვენს შვილებსა და შვილისშვილებს „ანა ფრანკის დღიურები”!

4 Comments

გუშინ ვუყურე მხატვრულ ფილმს  „ანა ფრანკის დღიურები”. ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული ფილმები ყოველთვის მიყვარდა. განსაკუთრებით კი  „შინდლერის სია” და  „ბიჭი ზოლიანი სამოსით”, თუმცა ამ ფილმაა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვთქვა, რომ წიგნად არ წამიკითხავს ეს ნაწარმოები. ამის გამო მართლაც ძალიან მწყდება გული. სა,წუხაროდ, ბავშვობაში ჩემთვის არავის ურჩევია მისი წაკითხვა და მეც გავიზარდე.

დიდებო და პატარებო, მამებო, დედებო, უფროსო დებო და ძმებო წააკითხეთ თქვენს პატარა ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს ეს წიგნი, თორემ როცა  გაიზრდებიან მათი დიდი ნაწილიც ჩემსავით გისაყვედურებთ, რომ ეს არ გააკეთეთ. წააკითხეთ თქვენს შვილებსა და შვილისშვილებს  „ანა ფრანკის დღიურები”!

Advertisements

4 thoughts on “წააკითხეთ თქვენს შვილებსა და შვილისშვილებს „ანა ფრანკის დღიურები”!

  1. ეს წიგნი, სადღაც, 16-17 წლის ასაკში წავიკითხე და სულაც არ ვნანობ, რომ ეს 7-8 წლის ასაკში არ გავაკეთე.. 🙂

    რაც შეეხება ბლოგს, აღწერას ფერი რომ შეუცვალო და გაამუქო, უკეთესი იქნება..

    • ჯობდა თინეიჯერულ ასაკსი წამეკითხა მაინც. 16-17 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ არის გვიანი, მაგრამ მე ზედმეტად „დიდი ბიჭი” ვარ უკვე 🙂

  2. პატარებს რატო? 😦
    არა, რა. პატარა მაინც ვერ გაიაზრებს კარგად რასთან აქვს საქმე. და როცა წავიკითხე (ფილმი ნაღდად არ მინახავს, მაგრამ, სუ მჯეროდა რომ წიგნები ჯობს მათ მიხედვით გადაღებულ ფილმებს), შტაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ბავშვს კარგად ვიცნობდი, რომ ახლობელი მომიკლეს.. მერე ინტერნეტში ვიქექე, ვნახე ანა ფრანკის საიტი ოფიციალური, ვნახე ის ოთახი, ის კედელი, ის სახლი..
    ყველაზე მეტად მამამისი შემებრალა.. 😦 ყველა და ყველაფერი დაკარგა.
    მისი მეგობრის მოგონებები წაიკითხე? რომელიც ბანაკში იყო მასთან ერთად და წერს, როგორ მოკვდა ანა, ჩუმად, თითქოს დაეძინა 😦
    უჰ, ეს მინდოდა ამ შუაღამით?! 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s