სამარხვო ბლოგი

სოფელში, სადაც ღმერთი ნამდვილად არ არის

2 Comments

გუშინ ფადავწყვიტე წასვლა. მთელი სულითა და გულით მინდოდა ათეიტების მონასტერში გამეტარებინა ერთი დღე (საერთოდ,ათეისტი არ ვარ, უბრალოდ ღმერთზე გავბრაზდი) მაგრამ ასეთი დაწესებულების არ არსებობის გამო, წავედი ნათესავებთან სოფლად. სოფელში, სადაც ღმერთი ნამდვილად არ არის.

ერთი დღე და ღამე დავყავი ინტერნეტის, ყავის და „ა”-ს გარეშე. რომელი მათგანი უფრო რთული იყო, არ ვიტყვი. ღამით ძილს უკვე დიდი ხანია გადავეჩვიე. სულ რამდენიმე წუთით ჩამეძინა და ისიც სიზმარში თალიბი ტერორისტი გამომეკიდა და მალევე გამეღვიძა შეშინებულს. არა და, თალიბების სულაც არ მეშინია. ან ის რას მერჩოდა, ან მე რას ვერჩოდი მათ სამხედრო საჰაერო ძალებს არ ვიცი. აქამდე მეგონა, პაციფისტი ვიყავი.

ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელი ღამე თვალებდაჭყეტილი ვიწექი ლოგინში, სიგარეტს ვეწეოდი და „ა”-ზე ვფიქრობდი. სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ „ათეისტების მონასტერში” წასვლა, სწორედ „ა”-სთან დაშორების გამო მინდოდა. წასვლა იქ, სადაც არც ინტერნეტი, არც ქალაქის ტელეფონი, არც შუაღამით ცოვილიზაციაში დაბრუნების საშუალება და ამ მისტიკურ „ა”-სთან დაკავშირების არანაირი საშუალება არ მექნებოდა.

ჩემი ვოიაჟის დასაწყისშივე, მაშინ როდესაც უღმერთო და უინტერნეტო დასახლებისკენ მიმავალი „მარშურტკა” დანიშნულების წერტილს მიუხლოვდა, მძღოლმა ერთ-ერთ მგზავრს პათეტიკური მზერის თანხლებით აცნობა, რომ თუ ხვალაც ასეთი ამინდი იქნებაო, რეისებს ვერ შევასრულებო და მეც თვალნათლივ დავინახე იმის პერსპექტივა, რომ ჩემი „მომლოცველობა” განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდებოდა.

საბედნიეროდ, მძღოლის ბოროტი სინოპტიკური წინასწარმეტყველება არ ახდა და აი, მეც აქ ვარ. ამბავს კი იმ ცნობით დავასრულებ, რომ შინ დაბრუნებისთანავე გავარკვიე, რომ თურმე „ა” გუშინაც მელოდებოდა იქ, სადაც ინტერნეტიც არის, ყავაც და ღმერთიც. 🙂

Advertisements

2 thoughts on “სოფელში, სადაც ღმერთი ნამდვილად არ არის

  1. დასასრული მომეწონა ყველაზე ძალიან.. 😉 კარგია რომ გელოდა 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s