სამარხვო ბლოგი

ძროხა თუ ჟირაფი?

2 Comments

აქ მინდა მოგიყვეთ ერთი გასაოცარი ბავშვის შესახებ. ნუუ, ბავშვი სინამდვილეში არც ისე პატარაა და სადაცაა სტუდენტიც გახდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის შესახებ გაიგებთ, რაღა ბავშვიაო, აღარასოდეს წამოგცდებათ.

მოკლედ, ეს არის ჩემი კარგი მეგობარი ანი. ანი დაცემინებისას ყოველთვის ცდილობს თავი მაქსიმალურად მაღლა დაიჭიროს, რომ დაცემინების დროს მაგიდას არ დაარტყას. ახლა უკვე კარგად გამოსდის ეს საქმე. დაგრძელდა. თორემ, ბავშვობაში სულ გაწამებული იყო ამის გამო, ყოველი დაცემინების შემდეგ კოპები ჰქონდა :  )))

ანის აქვს კიდევ ერთი უცნაური ამბავი. ერთხელ, სათამაშო ბეჰემოტი იყიდა. (ახლაც ძალიან უყვარს და მართლაც საუვარელი „ბეჰემოტია). ამ ამბავში უცნაური კი მხოლოდ ის არის, რომ ორი წლის შემდეგ გაარკვია, თურმე ეს ბეჰემოტი კი არა, სპილო ყოფილა. ამასთანავე სათამაშოს გარკვევით აწერია ინგლისურ ენაზე სიტყვა „სპილო” და არც საზეიმოდ ზევით აშვერილი ხორთუმი აკლია.

ასაეთივე ამბის მოყოლა შემიძლია „ძროხაზეც”, რომელიც ნუ იტყვი და მოულოდნელად ჟირაფი აღმოჩნდა. თუმცა, ეს ჟირაფი ნამდვილად არ ჰგავას ჟირაფს. სულ ტყუილად დავცინი ანის. აი ისიც და თავად განასაჯეთ.

ახლა კი, ამბავი იმისა, თუ როგორ მოსტეხა თითი ანის პეპელამ

ერთხელ, ასე ღამის ოთხ საათზე უძილობა შენიშნა თავს და ფადაწყვიტა ნოუთბუქითურთ ლოგინში შემძვრალიყო. სად იყო და სად არა, ნათურის მბჟუტავ შუქზე ოთახში შემოფრინდა „საზარელი“ ღამის პეპელა და ჭერზე ფხაკუნ-ფართხუნი დაიწყო. ანის შეეშინდა, გადახტა ნოუთბუქიანად იატაკზე, ოთხზე დადგა და ხოხვა დაიწყო. : ))))))))) თან საბანი გადმოიხურა თავზე. პეპელასთან ორთაბრძოლის დროს ანიმ ფეხი გაიქნია, რომელიც კარს მიარტყა და იგრძნო, რომ ფეხის თითი ეტკინა. საბოლოოდ, ბებო გააღვიძა, რომელმაც გმირულად განგმირა შვილისშვილის შემაწუხებელი არსება. ეს ამბავი კი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში დასრულდა, ანის თითის თანაშირში ჩასმით.  : )

Advertisements

2 thoughts on “ძროხა თუ ჟირაფი?

  1. ვიზეა საუბარი, გაფიცებ? ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s