სამარხვო ბლოგი

სწავლა, სწავლა და ადმინისტარციული ერთეულები

8 Comments

გუშინ მეტროთი მგზავრობისას ვაგონში ორი ქალი შევნიშნე, რომელიც წიგნს კითხულობდა. არა, აქამდეც მინახავს თბილისის მეტროპოლიტენში წიგნით ხელში ადამიანები, მაგრამ ორი ერთად აქამდე არასდროს. ამასთანავე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, არცერთს არ ჰქონდა სლავური გარეგნობა. (გუშინდელ დღემდე ვინც კი მყავდა მეტროში მკითხველი ნანახი ყველა სლავური გარეგნობისა იყო). ყოველთვის მაინტერესებდა რატომ არ ვკითხულობთ ქართველები ტრანსპორტში? ამის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს. 1. ჩვენთან მგზავრობის ხანგრძლოვობა იმდენად ხანმოკლეა (თბილისი ჩვენ გვეჩვენება დიდი, თორემ…), რომ რიგიანად ერთი ქვეთავის წაკითხვასაც ვერ მოასწრებ. 2.ჩვენთან მიწისზედა საქალაქო ტრანსპორტი ისე კალიასავით დახტის და გვაჯანჯღარებს, რომ კითხვა შეუძლებელია. 3. ჩვენ არც შინ ვკითხულობთ და რა გასაკვირია ტრანსპორტში რომ არავის ეჭიროს წიგნი ხელში?

სადღაც წამიკითხავს, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისში სხვა მაღაზიების რაოდენობას, წიგნისა რამდენჯერმე აღემატებოდა, დღეს კი სულ ერთი-ორს თუ დაითვლის კაცი. ამის მიზეზად ვინმემ, შესაძლოა ინტერნეტისა და ზოგადად, კომპიტერული ტექნოლოგიების განვითარება დაასახელოს, თუმცა ამის პასუხად ვეტყვი, რომ მანამდე (90-იან წლებში) ხომ თავს ვიკლავდით კითხვით. ლოლ. თბილისს ისიც ახსოვს, ამავე პერიოდში მასობრივად როგორ ანადგურებდნენ სხვადასხვა ლიტერატურას. მიზეზი ჩემთვის უცნობია, მაშინ პატარა ვიყავი.

აქვე, იმისაც ვიტყვი, რომ ერთი ტენდენცია შევნიშნე. როგორც მოგვეხვეხსენება, თბილისში, ექვს რაიონულ გამგეობაში ოცდაათი ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნა. ანუ, თითო რაიონი, სამ-სამ ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო. ჰოდა, ახლა დაპირებული ტენდენციის შესახებ: რატომღაც, ამ ადმინისტრაციული ერთეულების ოფისები ყოფილ ბიბლიოთეკებშია განლაგებული. მაგალითისთვის ორი მათგანი: ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში და ამავე ისნის რაიონში, ქეთევან წამებულისა და შავი ზღვის ქუჩების გადაკვეთასთან. ორივე მათგანის ადგილას ბიბლიოთეკა იყო. სხვა რაიონებში რომელ ქუჩებზეა განთავსებული, სამწუხაროდ, არ ვიცი, შესაძლოა ყველა მათგანმა ბიბლიოთეკა ჩაანაცვლა.

წიგნის მაღაზიების სიმცირესა და ბიბლიოთეკებს რომ დავეხსნათ, კიდევ ერთს დავამატებ. თბილისში წიგნის პრეზენტაცია, ისედაც არ გახლავთ ყოველდღიური მოვლენა და რაც იმართება, იქაც ძირითადად მწერლის მეგობრები, ოჯახის წევრები და შიგადაშიგ მისი ფეისბუქელი მეგობრები თუ გამოერევიან ხოლმე. სათვალავში თუ არ მივიღებთ, იმ ადამიანებს რომლებიც უფასოდ ღვინის დასალევად შეივლიან ხოლმე თუ პრეზენტაციაზე დასწრება თავისფალია.ალბათ, სწორედ ამ ფაქტის გამო თუ დასწრება თავისუფალია, იმ წყალ-წყალა ღვინოსაც აღარ დგამენ ორგანიზატორები.

ფეისბუქელებზე ერთი ჩემი ფეისბუქელი მეგობარი, პოეტი ხატია შიუკაშვილი გამახსენდა, რომელსაც პოეზიის საღამოს გამართვაზე იმის გამო ეუბნებოდნენ უარს, ეხლა მარხვაა და მერე გამართეო. ხატიამ საბოლოოდ მაინც მოაწყო პოეზიის საღამო, ოღონდ, ამჯერად სამარხვო ლექსები წაიკითხა.საქართველოში, რელიგიურობამ ლიტერატურაში ერთ-ერთი ფუნდამუნტერი ადგილი დაიჭირა. კარგად მახსოვს რა ამბავი იყო ატეხილი „ჰარი პოტერის “ ქართულად თარგმანის გამო. რამდენადაც მახსოვს, ამ წიგნის გაყიდვა ბევრად ჩამოუვარდებოდა საბავშვო სხვა თემატიკის ლიტერატურის გაყოდვებს ჩვენს ქვეყანაში. არც ის გამიკვირდება, არამართლმადიდებელი ავტორების „მკრეხელურ-ერეტიკულ“ ლიტერატურაზე ვინმემ ცენზურის დაწესება რომ მოითხოვოს.

ბოლოს კი დაგვიანებით მოგილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ იყო და მისი მნიშვნელობა წინასაარჩევნო ციებ-ცხელაბამ რომ გადაფარა.

Advertisements

8 thoughts on “სწავლა, სწავლა და ადმინისტარციული ერთეულები

  1. ” რატომღაც, ამ ადმინისტრაციული ერთეულების ოფისები ყოფილ ბიბლიოთეკებშია განლაგებული.” ჩემს რაიონში,ნახალოვკაშიც, ასე მოხდა. მაგრამ იმ ბიბლიოთეკაში, არც მანამდე შევდიოდი. რაღაც სასწაულის ძალით არასოდეს ჰქონდათ ის წიგნი, რომელიც მე მჭირდებოდა:) სამაგიეროდ ვაჟაზე მდებარე ბიბლიოთეკა ისე კარგად გააკეთეს, გამოსვლა აღარ მინდა იქიდან. რა ჯობია გქონდეს ბევრი, გამოუსადეგარი და გაპარტახებული ბიბლიოთეკა,თუ ცოტა მაგრამ ნორმანული,რომელშიც დაბღვერილი ბიბლიოთეკარების გარდა ერთი–ორი პოსტ–კომუნისტური წიგნიც დაგხვდება?:)

    • ჰო, ეს პოსტიც მაგაზეა, რომ არც ბიბლიოთეკებში დავდივართ და არც ისე ვკითხულობთ. მაგრამ ის, რომ შენ ან ვონმე სხვა ბიბლიოთეკაში არ შედის, მაინც არ უნდა გახდეს მისი დახურვის და იქ ადმინისტრაციული ერთეულის ოფისის განთავსების მიზეზი. ჯობია პოპულარიზაცია გაუწიონ წიგნს და ფული არა ადმინისტრაციული ერთეულების გახსნაზე, არამედ განათლებაზე დახარჯონ.

  2. მე ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. კითხვა ,ასე ვთქვათ,მოდაში შემოდის,კითხულობს და იძენს ხალხი წიგნებს. ეს ცენზურა კიდევ და საპატრიარქოს აკრძალვები (შუა საუკუნეებში ვართ), მარტო იმათზე ვრცელდება,ვინც ისედაც არაფერს კითხულობს,ან მარტო გამსახურდიას და ამირეჯიბს “ეტანება “. მათთვის ,რა თქმა უნდა,ჰარი პოტერიც მიუღებელი იქნება,და ვინჩის კოდიც და საიდუმლო სირობაც 🙂

    ტრანსპორტში კითხვაზე კიდევ რა ვიცი,მგონი რაღაც უაზრო სტერეოტიპები აწუხებს საზოგადოებას. მე ჩვევა მაქვს ,ტრანსპორტში აუცილებლად უნდა ვიკითხო. ფეხით სიარულის დროსაც კი ვკითხულობ. და ამას წინათ ავტობუსში ერთმა ხანშიშესულმა კაცმა ძალიან მკაცრი ტონით მითხრა,რომ წიგნის ტრანსპორტში კითხვა საზიზღარი რუსული მანერაა 🙂 მოკლედ,არ გვეკადრება ქართველებს მეტროში და ავტობუსებში კითხვა,სახლამდე უნდა მოვითმინოთ :დ

  3. ჩემი აზრით სურათი პოსტში ცოტათი არასრულყოფილია.
    READING MWVANEVASHLI.WORDPRESS.COM IS VERY SAXY -რომ ეწეროს გაცილებით უკეთესი იქნებოდა და უფრო გაყიდვადიც ის ჭიქა. 🙂

    • ღმერთო, რაღაც ძალიან გადაჭარბებული დამოკიდულებაა ეს მგონი. როგორც არ უნდა მიყვარდეს ჩემი ბლოგი, წიგნის (კარგი წგნის) კითხვა მაინც ჯობია ამის წაკითხვას. ეგ რომ გავაკეთო, სინდისი საერთოდ არ უნდა მქონდეს : ))))))))))

      • კარგი წიგნის წაკითხვა ყოველთვის ჯობს, ბლოგის კითხვას გეთანხმები. მაგარამ თუ არფერი მაქვს სახლში ახალი, ჟურნალების კითხვას ან თუნდც ტელევიზორის ყურებას კარგი ბლოგი წავიკითხო მირჩევნია. ხოოდა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ამ ბოგის მიმართ ნათქვამი READING MWVANEVASHLI.WORDPRESS.COM IS VERY SAXY სულაც არ მიმჩნია გადამეტებულ ნათქვამად 🙂

  4. ოხ, ბექა. კაიჰ. ისე, სად დაიკარგე, შენ, ჰა?!

  5. გამოვჩნდები ადრე და მალე 🙂 ჩმოვედი და ახლა აქ ვუსაქმურობ :d

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s