სამარხვო ბლოგი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, არტ აქცია ლიტერატურის მუზეუმში და კინოჩვენება სამედიცინო უნივერსიტეტში

2 Comments

დავსჯექ საწერად და მოგიყვებით ამბავს იმისა თუ… მოკლედ, ბოლო სამის დღის ამბებს ჩემს თავსა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-ლიტერატურლ პროცესებზე. გუშინწინ გაიხსნა თბილისის წიგნის მეთორმეტე საერთაშორისო ფესტივალი. ნუუ, კარგი იყო. წიგნის გამომცებლობებისა და მაღაზიების გარდა სტენდები (დახლები) ჰქონდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ილია უნის ( ამ ორს ერთმანეთისაგან მოშორებით 🙂 ), ჟურნალ ტაბულას, ლიბერალს, გოეთეს ინსტიტუს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და გამომცემლობა „ნაკადულს” 🙂 (იმედი მაქვს ვინმე არ მიჩივლებს ამ გამომცემლობის დისკრედიტაციისთვის).

კეთილი ევროპელების დახლზე ყველაფერი უფასოდ რიგდებოდა, ბროშურები, წიგნები, რუკები და ასე შემდეგ. მე ევროპის რუკა მაჩუქეს, რომელიც მოგვიანებით აზიისა აღმოჩნდა. ლამაზი გულსაბნევები გვაჩუქა გოეთეს უნივესრსიტეტმა. ილია უნიმ სანიშნები გაიმეტა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ კი მოგვყიდა (ეტყობა ეგ ევროპელი არ არის). „ნაკადულს” რომც ეჩუქებინა, ისეთი დიზაინი ჰქონდა, მაინც არ გამიოვართმევდი.

მერე მე და ჩემი მეგზური კნუტი წამოვედით საჩუქრებითა და წიგნებით ხელდამშვენებულები, მაგრამ ერთმანეთის ჩანთები აგვერია და ახლაც მასთან გადის სააკლიმატიზაციო პერიოდს ჩემი ლიტერატურა.

გუშინ მართლაც საოცარ ადგილას ვიყავი, უფროსწორად საოცარ აქციაზე (ვიცი ქართველებს ამ სიტყვაზე საპროტესტო მიტიგის ასოციაცია რომ გიჩნდებათ, მაგრამ არაუშავს). არტ ივენთი lib.ge-მ და ლიტერატუსის მოზეუმმა გამართა. სანამ ღონისძიება დაიწყებოდა სიტყვით ლაშა ბაქრაძე გამოვიდა და შევნიშნე, რომ კოსტუმზე ზუსტად ისეთი გულსაბნევი ეკეთა მე და კნუტს რომ გვაჩუქა გოეთეს ინსტიტუტმა წარწერით,- “Berlin”.

მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა და ბექა მოლაშვილმა წარმოადგინეს პერფომანსი „ფიდია”. მხატვრული ნაწარმოები მსუიკალური გაფორმებით. ნაწარმოეში მთავარი გმირი მწერლის აფეთქებას აპირებს ზურგჩანთაში ჩაწყობილი ბომბებით. მოქმედება კი ლიტერატურის მუზეუმში ხდება არტ აქციაზე, დროც იდენტურია. ნუუ, დამსწრე საზოგადოებას შიშის და გამნაღველების გამოძახების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ასე არავინ მოიქცა და ივენთიც მშვიდად გაგრძელდა. ბოლოს კი შავზეწარგადაფარებული გოგო შემოვიდა ბანცალ-ბანცალით (გოგო რომ იყო იმით მივხვდი, რომ ხელზე რომლითაც ზეწარი ეჭირა ქალის ბეჭედი ეკეთა). შემდეგ სცენასთან დადგა და იკლაკნებოდა. პერფომანსის დასარულს ის შავზეწარგადაფარებული გოგო წაიქცა და ალბათ იკრუნჩხებოდა, თუმცა ეს არ დამინახავს, იმიტომ რომ ვიდეოკამერიანი ოპერატორი მეფარებოდა.

შემდეგი იყო ირაკლი ქოივას კონცერტი. აი ამით კი მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი. ამ აქციაზე მარტო ამისთვის ღირდა წასვლა, თორემ პირველი პერფომანსით კმაყოფილებისაგან რომ არ ვბორგავ მიხვდებოდით. ირაკლი უკრავდა ყველაფერზე და ყველაფრით. გამოყენებული მუსიკალური ინსტრუმენტებიდან მხოლოდ გონგის სახელი ვიცი. იყო ყოველგვარი საჟღარუნო, საჩხაკუნო, სარაკუნო, საჭყიპინო, საკაკუნო, საწკაპუნო და სხვა მსგავსი რამ. ჰო, ჩაქუჩი, ხერხი, ფიცარი და ტაფა გამომრჩა. ირაკლი ამ ინსტრუმენტებითაც უკრავდა. მაგრამ მისი მუსიკის მოსმენისას მივხდი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ უკრავენ და ასევე იმასაც რომ მარტო ევროპელები არ ქმნიან კარგ მუსიკას. მინდა ყველას შეგშურდეთ ვინც არ წამოხვედით და არ მოუსმინეთ, შეგშურდეთ ჩემი და იმ ადამიანების ვინც იქ ვიყავით. მე კი მადლობას გადავუხდი ჩემს ფეისბუქელ მეგობარს ელენე კაზიევს იმისათვის რომ ამ ღონისძიებაზე მოწვევა გამომიგზავნა.

შემდეგ იყო დავით ჩიხლაძის ვიდეო+მუსიკალური პერფომანსები. რომელიც მართლაც ძალიან მომეწონა. კარგი მუსიკა ჟღერდა საინტერსო ვიდეოების თანხლებით art movies სტილში.

დღეს კი სამედიცინო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში კინოჩვენება გაიმართა. წარმოდგენილი იყო მხატვრული ფილმი „თქვენ ჯეკს არ იცნობთ” (You don`t know Jack). ეს ფილმი არის ამერიკელი ექიმის დოქტორ სიკვდილად წოდებული ჯეკ გევორქიანის შესახებ, რომელიც პაციენტებს ეუთანაზიას უკეთებდა. მას ზოგი სერიულ მკვლელად მიიჩნევს, ზოგი კი ჰუმანურ ადამიანად, რომელიც უიმედო, ტკივილებით განაწამებ პაციენტებს თბილ სიკვდილს ჩუქნიდა. ჯეკი მიიჩნევდა, რომ ყოველ ადამიანს აქვს სიკვდილის უფლება და ის სიცოცხლის უფლების განუყოფელეი ნაწილია. თუმცა, იგი სიკვდილის უფლებას, მხოლოდ იმ პაციენტებს ჩუქნიდა, რომელთაც სულ მალე მტანჯველი სიკვდილი ისედაც მოელოდათ. როგორც ფილმის დაწყებამდე გვაცნობეს კინოჩვენების დასრულების შემდეგ გაიმართა ჯეკის სასამართლო პროცესი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში (რომელსაც დროში შეზღუდულობისგამო ვერ დავესწარი). ასევე, გემრიელ ფურშეტსაც დაგვპირდნენ, ფილმის ბოლოს. ალბათ ქართველების ღორმუცელობის ამბავი გათვალისწინეს, თუმცა არც ამ ფურშეტს არ დავსწრებივარ, ამიტომ ვერ შევაფასებ რამდენად გემრიელი იყო.

Advertisements

2 thoughts on “თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, არტ აქცია ლიტერატურის მუზეუმში და კინოჩვენება სამედიცინო უნივერსიტეტში

  1. დასანანია,რომ ფილმის შემდეგ დისკუსიას ვერ დაესწარი 🙂 დისკუსია კი არა,ხოცვა-ჟლეტა ატყდა 🙂

    • მინდოდა დარჩენა, მაგრამ გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა. სამწუხაროდ ფილმის ფინალამდეც დამაკლდა რამდენიმე წუთი და ვერ გავიგე გაამართლეს თუ არა ფილმში. არა და მე მთელი სულითა და გულით მხარს ვუჭერ ეუთანაზიას, იმავე ეგოისტური მიზეზით, რაც ექიმ ჯეკს ჰქონდა. ანუ, თუ დამჭირდა, მინდა რომ ჩემთანაც მოვიდეს ვინმე ექიმი ჯეკის ნაირი და უმტკივნეულოდ წასვლაში დამეხმაროს 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s