სამარხვო ბლოგი

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ეთნოგრაფიულ მუეუმში

8 Comments


22 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ (GTZ) ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დიიიიდიიიი ზეიმი მოაწყო. ჩვენც ყველანი ერთმანეთს ამ დღესასწაულს ვულოცავდით. ერთი კი გავიფიქრე მმკ-ს ანახა ეხლა ნიკოლოზობას ყველანი ბიომრავალფეროვნობას რომ ვულოცავთ-მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი ასეთი ტიპები და ორგანიზაციები ამ აქციას არ დასწრებიან. მე და ჩემი მეგობარი ირაკლი სხვა ჩემს მეგობრებს კნუტს, ელენეს და პოს ვაკის პარკთან შევხვდით, მერე კუს ტბის ასახვევთან სპეციალურად ამ დღისთვის გამოყოფილ ავტობუსში ჩავსხედით და ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ ავიღეთ გეზი.

მუზეუმში დიდი მხიარულება დგვხვდა. ფოლკოლური ჯგუფები, ოჩო ფეხებზე შენდგარი ჯამბაზები, ყურებამდე გაღიმებული ბედნიერი ტურისტები და ბევრი-ბევრი ბავშვი. მალე შებინდდა და კონცერტიც დაიწყო. მოძრაობის თეატრმა რამდენიმე წარმოდგენა შემოგვთავაზა და დიდადაც გვასიამოვნა გამოსვლით. მე განსაკუთრებით კაბარეს სტილში დადგმული ნოველა და ქვინის ბოჰემური რაფსოდიის მათი ვარიაცია მომეწონა. შემდეგ ბევრი ჯაზი და ჯგუფ „მგზავრების“ უსასიამოვნესი კონცერტი გველოდა წინ. ღონისძიება კი ისევ მოძრაობის თეატრის მსახიობების მიერ შესრულებულმა ფაკირების ცეცხლოვანმა შოუმ დაასრულა.

დღეს კი (სიმართლე რომ ვთქვა უკვე გუშინ. 12 საათს უკვე კაი ხანია, გადაცდა) ქართველი ბლოგერები შევიკრიბეთ, ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ და ვინც ერთმანეთს არ ვიცნობდით, მათაც გავიცანით ერთმანეთი. ამ ფოტოზე საშინლად გამოვიყურები, მაგრამ აქ კარგად ჩანს, რაოდენ „მშვიდი” გარემოც სუფევდა ირგვლივ 🙂

Advertisements

8 thoughts on “ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ეთნოგრაფიულ მუეუმში

  1. შაყვარელოოო…
    კაი დღე იყო ძაან ^^

  2. 5 თვეღა და მერე ვნახოთ ^^

  3. ნახეე როგორ უყვაარს რბილად მოსახვედრს ესვრის 😛

  4. მაანჩ ნწ ნწ ნწ ეგ გასწავლე მეეე? O_o

  5. nmm. kargi iyo orive dge ^^

    nika, ra?sad?rodis/ tamashze rom viyavit, eg gamgrcha 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s