სამარხვო ბლოგი

მინდია მიდელაშვილის ფოტოგამოფენა

2 Comments

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მინდია მიდელაშვილის ფოტოგამოფენა გაიმართა სახელწოდებით „ტაი”.  ეს გამოფენა გუშინწინ იყო, მაგრამ, არაოპერატიულობის გამო ნურავინ დამადანაშაულებს, ფოტოები არ მქონდა რომელსაც პოსტს დავურთავდი, არა და ძალიან მინდოდა მყისიერად მომეთხრო ამ შესანიშნავი გამოფენის შესახებ.

კნუტი, ელე და მე გავეშურეთ ეროვნული ბიბლიოთეკისაკენ, სადაც დიდი „კატების” ფოტოები გველოდა. დიდი ტაილნადური „ფისუნიები”, რომლებიც სინამდვილეში ჩვეულებრივი ვეფხვები არიან, ბერებთან ერთად ცხოვრობენ ერთ-ერთ ბუდისტურ დაცანში (ბუდისტური მონასტერი). ერთ-ერთ ფოტოზე კი პირდაღებული ვეფხვი ირემთამ ერთად იყო აღბეჭდილი და საკმაოდ მშვიდად უყურებდა. ამ ფოტოს დანახვაზე, იეჰოვას მოწმეების მიერ გავრცელებული ჟურნალები გამახსენდა, სადაც სწორედ ასეთი იდილია სუფევს. როგორც ნამდვილი უტოპისტები იტყვიან, თხა და მგელი ერთად ძოვს. არ მეგონა მსგავსი რამე რეალურად თუ არსებობდა.

მრავლად იყო გრძელკისერა სიამელი ქალების ფოტოებიც, რომელთა შესახებაც ადრე დოკუმენტური ფილმი მქონდა ნანახი. ამ ქალებს კისერზე რგოლებს უკეთებენ, რომელთა მეშვეობითაც ის უჩვეულო სიმაღლეებს აღწევს და მე თუ მკითხავ, საკმაოდ უშნოდაც გამოიყურება. ეს ტრადიციას, რამდენადაც მახსოვს, საფუძველი იმან ჩაუყარა, რომ ევროპელ კოლონიზატორებს არ მოეტაცათ და მონებად არ წაეყვანათ. აბა ვის უნდოდა ასეთი უშნო მხევლები. ამასთანავე, რგოლები საკმაოდ ეფექტური საშუალებაა მოღალატე ცოლების დასასჯელად. ვინ იცის რამდენი ქართველი მამაკაცი ნატრობს თავისი ცოლისთვის მსგავს „გილიოტინას”. რგოლების მოხსნის შემთხვევაში, გრძელ კისერზე „დადგმულ” თავს ვეღარ იჭერს ქალი და სიკვდილისთვისაა განწირული. როგორც ჩანს, ტაილანდელი მამაკაცები, ეჭვიანობაში არც ქართვლებს ჩამოაუვარდებიან და არც ამით სახელგანთქმულ სიცილიელებს.

Advertisements

2 thoughts on “მინდია მიდელაშვილის ფოტოგამოფენა

  1. ნუჰ, თავსა და ბოლოში ჩემი ფოტოები რომაა, ვამაყობ რა ))
    შენი ბლოგის მთავარი გმირი ვარ რა :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s