სამარხვო ბლოგი

ვივეკანანდა

%(count)s კომენტარი

ფანატიკოსებს არ შეუძლიათ რაიმეს შექმნა, რადგან თავიანთი ენერგიის სამ მეოთხედს ფუჭად კარგავენ. ჭეშმარიტი ქმნადობა შეუძლიათ მშვიდ, გაწონასწორებულ, პრაქტიკულ ადამიანებს.

სვამი ვივეკანანდა

სვამი ვივეკანანდა 1863 წელს დაიბადა ბენგალიაში, შეძლებული იურისტის ოჯახში. მამამისი ბრახმანების უმაღლესი კასტის შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სვამიმაც იურიდიული განათლება მიიღო მამის კვალს არ გაჰყოლია. თავიდან ვივეკანანდა დაინტერესდა დასავლური და ინდური ფილოსოფიით, მაგრამ შემდეგ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – შეხვდა ქურუმ რანი რასმანის, რომელიც ისტორიაში რამაკრიშნას სახელით შევიდა. ეს ადამიანი გამოირჩეოდა ორიგინალური აზროვნებით, შესანიშნავად ფლობდა იოგას და ჰიპნოზს, ცნობილი იყო სიწმინდითა და განდეგილობით. 1890-იანი წლების დასაწყისში, რამაკრიშნას გარდაცვალების შემდეგ, ვივეკანანდამ ფეხით იმოგზაურა მთელ ინდოეთში, რასაც სამი წელი მოანდომა.როცა მოგზაურობა დაასრულა 1983 წელს, გაზეთებიდან შეიტყო, რომ ამერიკაში გადაწყდა ჩატარებულიყო რელიგიის მსოფლიო კონგრესი. ის ამერიკაში გაემგზავრა.ვივეკანანდას გამოსვლა კონგრესზე იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ორი წლის მანძილზე იწვევდნენ ლექციების წასაკითხად ამერიკის ქალაქებში. სწორედ ამ ლექციების ჩანაწეები დაედო საფუძვლად მის წიგნს.

სვამი ვივეკანანდამ მოიარა ინგლისი, საფრანგეთი, ჩინეთი. სამშობლოში დაბრუნებულმა განაგრძო საგანმანათლებლო მოღვაწეობა, თუმცა დიდხანს აღარ უცოცხლია (გარდაიცვალა 1902 წელს). მას პატივს სცემენ იოგებიც და ადამიანის ფსიქიკის საიდუმლოებების მკვლევარებიც. რამაკრიშნას და ვივეკანანდას მიმდევრებმა ემბლემად აირჩიეს გედი, რომელიც იდუმალ „მე“-ს განასახიერებს. ვივეკანანდა არ აღიარებდა საერო ცხოვრებიდან და საზრუნავიდან განდგომას. პირიქით, ხაზგასმით აღნიშნავდა სხვისთვის ზრუნვის მარადიულ ღირებულებას და წერდა: „ყველაფერზე პასუხისმგებლობა იტვირთეთ და გახსოვდეთ, რომ საკუთარ ბედს თავად ქმნით“.

კარმა იოგიდან: „თუკი ვისწავლით საკუთარი გონების ფლობას, ეს სამყარო ჩვენთვის ისეთი გახდება, როგორსაც ოპტიმისტები ხედავენ“. ჯნიანა-იოგა: „თუ გაავებული ვარ, მთელი სამყარო სიავითაა სავსე“, „სიცოცხლის უმაღლესი დანიშნულებაა ემსახურო ყოველივე ცოცხალს“.

ვივეკანანდას შეფასებით, დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენელი მიისრაფვის, რომ ყველაფერი გარეგნულად იყოს სუფთა  (და მართლაც, ევროპულ ქვეყნებში მიღებულია განსაკუთრებით სუფთა ეზოები კოტეჯების წინ) და შემდეგ შინაგანად, სულში. აღმოსავლური ცივილიზაცია კი პირიქით – ყველაზე მაღლა შინაგან სიწმინდეს აყენებს. როგორც ვივეკანანდა ვარაუდობდა, შედარებით შორეულ მომავალში კაცობრიობა შეძლებს შეათავსოს დასავლური მეცნიერება და აღმოსავლური სულიერება, რაც მას განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანს.

გაგრძელება იქნება

Advertisements

One thought on “ვივეკანანდა

  1. Super-Duper site! I am loving it!! Will come back again – taking you feeds also, Thanks.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s