სამარხვო ბლოგი

სალვადორ დ(ლ)ალი

6 Comments

დალი კი არა და ლალი დანილუკი ახალგარდზა ქართველი მხატვარია. მისი ნამუშევრების გამოფენაზე გუშინ ვიყავი, მაგრამ „ახალი 7 დღისათვის“ მასალა გავაკეთე ამ გამოფენის შესახებ და იქ დაბეჭდვას ველოდებოდი, აქ რომ მომეთხრო თქვენთვის.  მხატვარიც და ნამუშევრებიც ძალიან მომეწონა. თუმცა, კომენტარი ძლივს წავართვი, ხანს გარბოდა და ხან სად გამორბოდა. ამის გამო ჩემთან ბოდიშების მოხდის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.

საგამოფენო დარბაზში შესვლისთანავე თვალში მოხვდა ნახატები, რომლებიც რომ არ მცოდნოდა რომ ლალი დანილუკის იყო, ჩემი სალვადორ დალიკოსი მეგონებოდა.

თუმცა, დარბაზამდე მე და კნუტმა თიბისი ბანკის ოფისში რაღაც კუბოს მაგვარი მოწყობილობით შევაღწიეთ. ოდესმე აუცილებლად შეიარეთ თიბისი ბანკის მარჯანიშვილის ოფისში, თუნდაც იმის გამო, რომ ეს სიკვდილამდე წაირეპეტიციოთ.

გამოფენილი იყო ოცდაათამდე ნამუშევარი. დარწმუნებული ვარ მის უსაზღვრო წარმატებაში.  მიხარია, რომ დამშვიდობებისას ხელი ჩამოვართვი… ოდესმე ჩემი მარჯვენა ხელით ვიამაყებ.  ნუუ, პრინციპში პირწიგნაკზეც დავიმატე, აქედან გამომდინარე, უკვე ჩემი ფრენდლისტითაც ვამაყობ :დ. ახლა კი გთავაზობთ 7day-სთვის მოზადებულ მასალას.

Advertisements

6 thoughts on “სალვადორ დ(ლ)ალი

  1. კი,ვიცი ეს გოგო,შესანიშნავია მართლა,ძალიან მაგარი ნამუშევრები აქვს . მაგრამ დალისთან მსგავსებაც ხანდახან აშკარაა…

  2. პირველად მესმის, მოხარული ვიქნები თუ ვინმე ნიჭიერი ადამიანი შემოგვემატება

  3. რა კარგი ნახატებიაააა ))

  4. ლალი :X თუმცა თვითონ ამბობს რომ მიუხედავად მოწონებისა და აღიარებისა არასდროს არ ბაძავს დალის 🙂 ჯეობარშიც იყო მგონი მეორე სეზონში, ისიც მახსოვს ბომონდში დაიბეჭდა სტატია, მაშინ ჯერ კიდევ ემზადებოდა ამ გამოფენისთვის 🙂 არც ვიცოდი როდის იქნებოდა, ხომ არ იცით შემდეგი როდის იქნება?

    • ამ გამოფენის მერე დავმეგპბრდით, მიუხედავად იმისა, რომ დალის შევადარე. სპეციალურად დამიბარა სტატიისა და ოსტის წაკითხვის შემდეგ და ამიხსნა დეტალურად რა განსხვავებაა მისსა და დალის შემოქმედებას შორის. საყვარელი გოგოა ისე. სექტემბერში მოსკოვში უნდა ჰქონოდა გამოფენა. დიდი ხანია აღარ შემხმიანებია, არ ვიცი რა ქნა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s