სამარხვო ბლოგი

მშიერი 90-იანები და ტკბილი ლოვე

46 Comments

ყველაფერი დაიწყო ასე…

პომ გამომიგზავმა სიმღერა, რომელიც ჩემს ბავშვობაში ძალიან პოპულარული იყო. ბავშვობაში, მშიერ, ბინძურ, ავტომატებიან თბილისში. ქალქში ბევრი ბეტეერით, შუა ქუჩაში დანთებულ კოცონზე მომზადებული სადილებით, სიგუა-კიტოვანით და სხვა მრავალი ასეთი „სოცრებით“.

რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ასეთ ქალქშიც იყო ტკბილი რაღაცები. პირველი ასეთი არის „ჟუვაჩკა“ ” Love”, რომელიც ჩემს ბავშვობაში ყველას უყვარდა. მაშინ ჩვენთან კოკა-კოლა ჯერ კიდევ არ სარგებლოდა ისეთი პოპულარობით, ამასთანავე ის ერთ საღეჭ რეზინზე ბევრად ძვირი ღირდა.  “love”-ს  „ნაკლეიკებს“ აგროვებდა ყველა და იყო ერთი გაცვლა-გამოცვლა. ბიჭები ტურბოსაც ვაგროვებდით.

ჰო, კიდევ ტეტრისი იყო, რომლის საყიდადაც ოჯახები დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდნენ ხოლმე ფულს. ნუ, ჩემთან ეს კაი ხანს გრძელდებოდა. იმიტომ, რომ ეს მოწყობილობა, მაშინ ზუსტად იმდენი ღირდა, რამდენიც ერთი თვის პენსია იყო (ეს ფაქტი ზუსტად მახსოვს, იმიტომ, რომ ბებიაჩემის პენსიის წყალობით აღმოჩნდა ის ჩემს ხელში).

რაც აუცილებლად უნდა გავიხსენო, არის კიდევ ბარბისა და ალადინის ალობომები. ალადინის ნაკლეიკებს ის მთავარი განმასხვავებელი შტრიხი ჰქონდა ლოვესაგან, რომ ალადინის ალბომები არსებობდა. ანუ, სეგროვებულ სტიკერებს სპეციალურ ალბომში აკრავდი ნომრის მიხედვით. სულ ასეთი 38 იყო. თუ სულ ყველას მოაგროვებდი, თურქეთსი უნდა გაგეგზავნა და რაღაც პრიზს გჩუქნიდნენ, თუმცა ამის გაკეთება, შეუძლებელი იყო, იმ მარტვი მიზეზის გამო, რომ 37 ნომერი სტიკერი, უბრალოდ არ გამოდიოდა. ჰოდა, იყო ამაზე თბილისური ლეგენდები, რომელიც ბავსვებში ვრცელდებოდა, რომ ამა და ამ ადგილას ზის ერთი წვერებიანი ქალი, რომელიც 37 ნომერ ნაკლეიკებს ყიდის 500 000 კუპონად.

კიდევ იყო აი ეს სიმღერები. ჩემი და ჩემი თაობის განუყრელი coco jambo და macarena ეს კი, ამავე სიმღერის მეორე ვერსია, რომელიც ოდნავ მოგვიანებით გამოვიდა .

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მშიერ 90-იანებში ;).

Advertisements

46 thoughts on “მშიერი 90-იანები და ტკბილი ლოვე

  1. საშინელი პერიოდი იყო :შ მე უფრო ცუდი რაღაცეები მახსოვს :შ

    • მეც მახსოვს ძალიან ცუდი, რაღაცები, რისი არც გახსენება, და მითუმეტს არც ბლოგზე მოყოლა ნამდვილად არ მინდა :ს

  2. 🙂 მომეწონა :)) კიდევ იყო გადაცემები უაზრო და ეხლა უკვე სასაცილოც 😀 მაგნიტოფონი და კასეტა 😀 რომელიც უნდა გადაგება ეგრეთ წოდებული მანიკურით 😀

  3. ბავშვობა მომენატრა ოფ რამდენი რამე გამახსენდა : ((
    დამიბრუნეთ ჩემი ბავშვობა : ((
    ნიკოლ შე საყვარელო შენა ^^

    • ვაი მე, რა დაბრუნება!!! მსგავსი რამე აღარ გავიგო. სიგუა-კიტოვანი-იოსელიანი ჩემი ყველაზე მწარე მოგონებაა. ოღონდ ეს არა და თუ გინდა შუა საუკუნეებში ვიცხოვრებ ან ქვის ხანაში :ს

  4. ეგ არაფერი სხვაგან უარესები ხდება 🙂

  5. მე იმ დროსი კი არა ბავშვობის დაბრუნება მინდა ვახ;(

  6. მაგალითზე აფრიკა და ერაყი ავიღოთ თე შენ რა გენაღვლება შუქი ყოველთვის გქონდა და ვიდეო კიდევ 😀 ეგ ბოლო მოგვიანებით შევიძინე მეც და ვაწყობდით ხოლმე ჩვენებებს მაგრამ 3 საათზე მეტს ვერ ქაჩავდა უშუქობის გამო 😐

  7. მსვენიერი დრო იყო კაცო მშვენივრად ვგრძნობდი თავს დაჯე უშუქობაც ასწორებდა ^^

  8. შუქის წასვლას ეხლაც ვერ შევეჩვიე მაგრად განვიცდი ხოლმე 😐 მახსოვს გაზის ნათურა 😐

    • უი, ხო. ეგ ნათურები მეც მახსოვს, მარა ეგ ცოტა მერა იყო. ეგ ბალონები რო შემოვიდა უკვე კაი მუტრუკი ვიყავი მაგ დროს. მაგ პერიოდში ქუჩაში დანთებულ კოცონზე უკვე აღარავინ აკეთებდა სადილს :დ

  9. და ფეჩი არ გასოვს?:დ
    მთელი მეზობლის ბავშვები გვიანობამდე ვიჯექით და პავიდლოს და ჩაის ვსვავდით ფეჩის გვერდით ეჰ :დ

    • მახსოვს, კიდევ მე ჩემი უბნელები „თეტრებს“ ვდგამდით. გარაჟების შუაში ერთი ცარიელი ადგილი იყო, იქ ადიალას ვაფარებდით და სპექტაკლიც იწყებოდა. ბილეთები, ლოვეს ნაკლეიკები იყო :დ

  10. როგორ ასწორებდა როცა სულ გქონდა შუქი 😛 და ის კიდევ ქართული ესტრადა ყვაოდა 😀

    • ჰო, ჩემს ბავშობაში გია სურამელაშვილი და სოსო პავლიაშვილი, შენს დროს ალბათ უკვე მეფარიძე, ქეთი მერკვილაძე და წურწუმია 🙂

  11. აუ ეხლა მახსენდება კიდევ რამდენი რამ, შუქის მოპარვები და ტელეონის კაბელების კიდევ 😀 შენი ფეჩიც მახსოვს და ის ნახერხიც 😀 7 სათის მერე ეგრედ წოდებული მარშუტკა აღარ დადიოდა 😐 ეზოებიდან წყლის ზიდვა და მერე წყლის მატორის დაყენება რამხელა სიხარული იყო 😀 ფურნეში სიარულზე და რიგებზე აღარაფერს ვამბობ 😐

  12. ხო და კიდევ სეიშენი ქუჩის ბიჭები სახე სეთი და მეტს ვეღარ ვიხსენებ 😀

  13. ქუჩის ბიჭების სერიოზული ფანი ვიყავი მე ^^
    გურამიკო მიყვარდა :დ
    აუ ყველაზე მაგარი ეზოში რომ შვიდქვაობანას ვთამაშობდით ეგ იყო ..:(((
    ოოოოფ

    • ჰეჰეჰ… შვიდქვაობანა მეც მახსოვს, მაგრამ ზუსტად როგორ ვთამაშიბდით ეგ აღარ. აი, წრეში ბურთი, ჟოპა სწენკა და ეგეთები იცოოცხლე, ეხლაც ზეპირად ვიცი. :ჩემპიოოონ:

  14. ვითამაშოთ მერე ნიკოლ ოღონდ რამე ისეთი ადვილად სათამაშო ^^

    • ახლე დავუდე ლინკი ფბ-ზე ჩემს ბავსვობის დაქალოჩკებს, დებ მახარაშვილებს. იცი რამდენ იდიოტობას ვთამაშობდით? ჩემი საწერი მაგიდის ქვეშ გამყიდველობანას, კიდევ რაღაცა მარაოსმაგვარი ფურცელი მქონდა, რომლის მეშვეობითაც ქალაქობანას მსგავსი თამაშის გაკეთება შეიძლებოდა.

  15. ჰა ჰაა თე ჩვენც ხომ ვაწყობდით თეატრს შენს სადარბაზოში 😀 ეეჰ მზის ჩასვლა და სადარბაზოს გავსება ერთი იყო მიდიოდა გნიასი 😀

  16. მე დედაშვილობანა მიყვარდა ^^
    და რეზინობანა ^^

    • Nino Makharashvili
      :)))))))vaimeeeeee niiiiik ai yvelaferi gamaxsenda yvelaferiiiii:))))))es tetrisi da loveee:))))))ramdens vxatavdit xolmee pirvelad shengan viswavle rogor unda damexata kaci romelic iwva hamakshi bednieri saxit :)))))))) da mere ise momwonda xolme moxibluli mteli dge imas vuyurebdi :)))))))

      ნიკა უხურგუნაშვილი
      მე ის მახსოვს პალმებს რო ხატავდი ხოლმე და რო ამბობდი, ვინც პალმის ხეს მოჭრის ხელი გაუხმებაო და გვჯეროდა რო ასე იყო :))))))) ჩემი საწერი მაგიდის ქვეშ გამყიდველობანას რო ვთამაშობდით ხოლმე. ვაიჰ, ეხლა მივხდი რო მომენატრეთ :*

      Nino Makharashvili
      :*******♥ shen ro policieli iyavi da sul ro micherdii arasodes arafers vashavebdi da mainc rato micherdii ver vxvdebodi:))))))sul ertad viyavit suul..shen magari ideebi gawuxebda xolme saswaulmoqmed wamlebs ro igonebdi da mere aftiaqio unda gavxsnao sadac am wamlebs gavyidio da yevlas gankurnavso da serozulad gqonda tan mofiqrebuli erti rveuli gavsebuli gqonda wamlebis receftebit :)))))))))))

      აი, ჩემი ბავშვობა. ნახე რა კარგი ბავსვი ვიყავი.

  17. შეკერილი თოჯინები და დასკოჩილი მანქანები 🙂

  18. ნიკოლ გამოგრჩა ჩუპაჩუფსები და ბონი ბონი 🙂

    • არა, ეგენი არც ისე მნიშვნელოვანი იყო. ბოლოს კომენტარი ნახე. ფბ-დან დავაკოპირე. აი, ეგ იყო ჩემი ბავშვობა.

  19. აი აი აი, მშობლიური 90-იანები… ბევრი რამ გამახსენე, რომელიც მიმავიწყდა : )

    • მეც ეგრე ვიყავი 😦 გუშინ ამ პოსტის დაწერის მერეც მთელი ღამე ვიჯექი და კოკოჯამბოს და მეკარენას ვუსმენდი და ვმოგზაურიბდი ჩაბნელებულ , ომიან 90-იანებში. სადაც ვინმე რომ მოკვდებოდა იმის გამო გვიხაროდა (ბავშვებს), რომ ჭირისუფლები თელასს ფულს უხდიდნენ და შუქი მოდიოდა. ეს მხედველობაში 90-93 წლები მაქვს, როცა შეიძლება რამდენიმე დღე ისე გასულიყო, რომ ელექტრო ენერგია არ ჩართულიყო 😦

  20. ჯერ იყო love, მერე საწებელა ნაკლეიკებიანი კევები შემოვიდა ნახევრად შიშველი მოდელების სუათებით, მერე პოკემონები…
    რა ტკბილი დრო იყო… მღეროდა ჯგუფი სახე და ხალხს ჯერ კიდევ არ ქონდა გადაყრილი ,,პლასტიკნებიანი” ფირსაკრავები….

    • არა, ამ დროს ჯერ ისევ გია სურამელაშვილი და სოსო პავლიაშვილი იყო. სახე 4-5 წლის მერე გაჩნდა 😉 90-91 წლებში რა დროს სახე და წურწუმიაა :დ კოკოჯამბოს და მაკარენას ვუსმენდით ხალხი 🙂

      • მე დაგვიანებული ვარ ცოტა, 90-ში კი დავიბადე და არ მახსოვს ეს სურამელაშვილი 😀 ლოვე მერეც იყო და მაკარენასაც ვუსმენდით იმ ფირსაკრავებზე (პროვინციაში განვლო ჩემმა ბავშვობამ და შეიძლება იქ მეტხანს შემორჩა :D)

  21. ტანში ბავშვობამ და ჟრუანტელმა დამიარეს…

    ბრრრ…

    ალადინები როგორ მევასებოდა.. :უსერ:

  22. ტვალცინ დამიდგა ძველი “კარგი” დრო, მთელი თავისი მშვენიერებით :))

    “ლოვე” აღმოვაჩინე რომ ეხლაც იყიდება და ძალიან გამიხარდა :დ ჰო, მე ისიც მახსოვს შოკოლადი რომ იყო “დოპინგი” და იქაც ნაკლეიკები ამოდიოდა, იმაზეც ამბობდნენ უნდა შეაგროვო და სადღაც გაგზავნოო, კი ვაგროვებდი მაგრამ.. :)))

  23. ვაიმე, გამახსენდა ჩემი ბნელი კიარადა უშუქობით დაბნელებული წარსული. ნაკლეიკამანია მჭირდა და ლოვეს გემო ახლაც მახოვს.
    მე ორი ტეტრისი მქონდა. ერთი რომ მიყიდეს, კარგი თამაშები არ ჰქონდა და მერე ახალი ვიყიდე.
    ბარბის ალბომმა დამტანჯა, სულ ერთნაირი ნაკლეიკები ამომდიოდა ხოლმე.

  24. მე ავტომატიანი კაცი მახსოვს ლოლ
    და კიდევ რუსთაველის თეატრს ფანჯრები რომ არ ჰქონდა

    • ვახ, შენ ძალიან მძიმე რაღაცები გაიხსენე. შევეცადე უფრო სასიამოვნო რაღაცებზე გამემახვილებინა ყურადღება… ლოვეს კევების პარალელურად ის ავტომატებიანი კაცებიც იყვნენ და ის კაცებიც ამ პოსტის დასაწყისში ვისი ფოტოებიც არის :(((((

  25. აუ ლოვეს კევი მე კიდევ მიყვაარს 😛
    კაი ხანია არ შემხვდერია, არა და შარშან იყიდებოდა.
    ტეტრისისც მიყვარს და დიიიიდი სიამოვნებით ვტამაშობ ხოლმე დღემდე

  26. zustad iseti barbi mqonda, fotoze rom aris. egeti kabita da sayureebit.. rogor miyvarda ❤ magram morigi chxubis dros chemma umcrosma dam mas tavi waacala 😐 devs axla sadgac: agarc kaba aqvs, agarc gulisformis yelsabami da agarc sayureebi. tmac gauuxeshda. 😦

  27. ეგ ალბომი აღარ მახსოვდა:/ ჩემი ცხოვრების (და არამარტო) ყველაზე საშნელი პიერიოდი 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s