სამარხვო ბლოგი

5 რამ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს

6 Comments

ამ ტეგთამაშში ფსიქემ მომნიშნა… მართლა ძალიან გამიხარდა, ამის დაწერა მინდოდა, მაგრამ უფრო იმან გამახარა რომ გავახსენდი. მაგრამ, ისე თქვა, იმიტომ ვთაგავ, რომ საინტერესოდ დაწერსო, ცოტა დავითრგუნე. ასე თქმა ზედმეტი პასუხისმგებლობაა… საერთოდაც მაგ ბავშვს მემგონი კარგა გვარიანად გადაჭარბებული წარმოდგენები აქვს ჩემზე, ყოველთვის ისე მახასიათებს. მოკლედ, ძალიან არ მინდა ან ფსიქეს და ან ვინმე სხვას იმედები გავუცრუვო, მაგრამ რაც გამოვა ის იქნება…

ჩემ ბლოგზე ხშირად გიყვებით ხოლმე ადამიანებზე, რომლებიც რაიმეთი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენენ ჩემზე. ამჯერად, სანამ უშუალოდ პოსტის თემას შევეხები, მანამდე ფსიქეზეც გეტყვით. ბლოგერთექსკურიის შესახებ ალბათ გსმენიათ. თუ არა, მაშინ გეტყვით, რომ 3-4 დღის წინ 12 ბლოგერი ერთად ვიყავით ექსკურსიაზე ჩარგალში. ჰოდა, ფსიქეც იქ ვნახე. ყველანი ვყვებოდით ვინ რატომ და როგორ დაიწყო ბლოგერობა, ფსიქემ კი თავი აწია და თქვა,- გამარჯობა, მე  ფსიქე ვარ. მე არ ვარ ბლოგერი. ამან ბავშვობიდან შესისხლხორცებული ამერიკული ფილმები და ის მომენტი გამახსენა, ანონიმურ ალკოჰოლიკთა შეკრებაზე რომ ამბობემ,- მე ჯონი ვარ. მე ალკოჰოლიკი ვარ. მაგრამ, უარყოფის მიუხედავა, ფსიქე მაინც ბლოგერია, თან ძალიან კარგი ბლოგერი. თუ მაინც არ გჯერათ ჩემი, აჰა და თავად ნახეთ.

თუ ყველანი იმ ლინკიდან ფსიქესთან არ გამექეცით და ვინმე მაინც აგრძელებს ამ პოსტის კითხვას, მაშინ გავაგრძელებ ამ ბლოგერზე თხრობას. როცა ფშავიდან ვბრუნდებოდით და გავარკვიე, რომ მინიბუსის მძღოლი ვაზისუბანში მოდიოდა და აქედან გამოდინარე, პირდაპირ სახლში ამოვყოფდი თავს ექსკურსიიდან, ფსიქე და წყარო დამემგზავრნენ. მათთან საუბრისას წამომცდა ჩემი მემარცხენე ეკონომიკური შეხედულებების შესახებ. ამ საყვარელმა, სათნო და კეთილმა გოგომ კი თვალები დაახამხამა და პირდაპირ მომახალა კაპიტალისტი ვარო. არა და ჩემი წარმოდგენით ყველა, თუნდაც ოდნავ მემარჯვენე, ძალიან ბოროტი უნდა ყოფილიყო. :დ

ეხლა კი დაპირებული 5 რამ, რაც ყველაზე მეტად მიყვას.

სიის თავში აუციელბალ თბილისი უნდა მოექცეს. ეს ერთადერთია რის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია. თბილისიდან გასვლა 4 დღით საკმარისია იმისათვის, რომ სიცხე ამიწიოს და განუკურნებელი დეპრესია დამეწყოს, რომელიც მთლად განუკურნებელიც არ არის. ტრასაზე გამოდგმული აბრა წარწეით,- „თბილისი“ ამისთვის სრულიად საკმარისია. თბილისში ფეხის კი არა და, მარშრუტკის საბურავის „შემოდგმისთანავე“ ყველაფერი ცუდი უკვალოდ ქრება.

მეორე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს არის ბუნება ტყით, ცხოველებით და ყველაფერი იმით, რითიც საერთოდ გარემოს ახასიათებენ ხოლმე. ჩემთვის სრულიად მიუღებელი სიტყვათ თანა წყობაა,- „ბუნების მოყვარულია კაცია, კარგი მონადირეა, ან ნადირობა უყვარს“. ეს ჩემთვის დაახლოვებით იგივეა, რაც პედოფილზე რომ თქვან ქებით, ბავშვები უყვარსო :დ. აქედან გამომდინარე მე ცოცხალი ცხოველები მიყვარს.

მესამე, არის ადამიანები, რომლებიც ხშირად იღიმებიან. ასეთ ადამიანებს შეხვდებით გარემოშიც ცხოველებთან ერთად და თბილისშიც, რომელიც ასე მიყვარს.

მეოთხე, რაც მჭირდება არის კარგი ფილმები, ჩემი საყვარელი წიგნები და კარგი მუსიკა. რომლებია ესენი, შეგიძლიათ ჩემ about-ში წაიკითხოთ.

და მეხუთე, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი ადამიანები. მათი სია საკმაოდ გრძელია, ამიტომ არ ჩამოვთვლი.

სულ ეს იყო. ვიცი, არც ისე საინტერესო გამომივიდა, მაგრამ ესენი მიყვარს და… წავედი ეხლა ქალთა შრომით უფლებებს მივხედო. ხვალ კნუტს კოდექსები უნდა წავუღო და თუ არ დავწერე დარჩება 7 days სტატიის გარეშე. მაგათზეც გაბრაზებული ვარ ისე, ჩემს სტატიებს ფბ-ზე არ აშეარებენ ხოლმე. აშკარად მიჩალიჩებს, ვისაც სტატიების პირწიგნაკზე გაზიარება ევალება, მაგრამ რას ვიზამთ.

უი, დატაგვა მავიწყდებოდა. ტრადიციისამებრ მარიეfილეს, ტრეტიაკოვებს და ლევან ჯგერენაიას ვტაგავ. აბა შეუდექით წერას 😉

Advertisements

6 thoughts on “5 რამ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს

  1. შენ მცდარი წარმოდგენა გაქვს კაპიტალისტებზე :)))
    სამაგიეროდ მე მაქვს სწორი წარმოდგენა შენზე, მართალი ვიყავი რომ ვთქვი საინტერესოდ დაწერსთქო

    „ბუნების მოყვარულია კაცია, კარგი მონადირეა, ან ნადირობა უყვარს“. ეს ჩემთვის დაახლოვებით იგივეა, რაც პედოფილზე რომ თქვან ქებით, ბავშვები უყვარსო ”
    აი უზომოდ გეთანხმები ამ საკითხში. მაღიზიანებენ მონადირეები და თანაც ამით რომ ამაყობენ კიდევ, იმის მაგივრად რომ შერცხვეთ, ურცხვად გისწორებენ თვალს და გეტრაბახებიან საკუთარი დანაშაულით 😐

    • ჰო, ასეთ რაღაცებში აბსოლუტური გიჟი ვარ. ახალ წელს ვერ ვიტან, იმის გამო რომ ნაძვის ხეებს ჭრიან. 3 და 8 მარტს იმის გამო, რომ ყვავილებს ანადგურებენ და ასე 😦 ჰო, სიყვარულის დღესაც მაგის გამო ვერ ვიტან. სიყვარულის კი არა, ბუნების მასიური გაჩანაგების დღეა ეგ.

  2. ნიკოოო რაღაცნაირად სხვა თვალით შემოგხედე და სხვანაირად დაგინახე :)))))

  3. სიის ხუთივე პუნქტში გეთანხმები :))) და მადლობა დათაგვისთვის 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s