სამარხვო ბლოგი

როგორ აღმოვჩნდი შადრევანში

27 Comments

დღეს მეგობართან ერთად ყოფილ რესპუბლიკის მოედანზე (ეხლა მგონი ვარდების რევოლუცისს მოედანი ქვია) მოვდიოდი. ცოტა მცხელოდასავით და ვიფიქრე ხელს გავიგრილებ-მეთქი. ჰოდა, მეც რედისონ ივერიის წინ შადრევანი რომ არის, იმის კედელზე ავხტი (მოაჯირივით რომ არის, პატარა). თან ხელში წინგი მეჭირა. უცბად წიგნი ხელიდან გამივარდა და მგონი ჰაერში მის დაჭერას ვცდილობდი შადრევანში რომ ამოვყავი თავი. როცა ამოვყვინთე, ,მივხვდი რომ არც ისე ღრმა იყო ეს სადრევანი. არა და მართლა სულ მაინტერსებდა თბილისის შადრევნების სიღრმე. თავით როცა ჩავერჭე დაბლა, ფეხები ჯერ ისევ ჰაერში მქონდა. მერე გავსწორდი, ფეხზე მყარად დავდექი და ისევ ამოვხტი. მაგრამ სულ-სულ სველი ვიყავი. ირგვლივ მყოფებში უცბად მოვიპოვე პოპულარობა. ზოგი სიგარეტს მაცლიდა ჯიბიდან,ზოგი მობილურს და ელემენტს იღებდა იქიდან, რომ არ გადამწვარიყო ტელეფონი, ზოგი სანთებელას და ზოგიც ჩემს გაწურვას ცდილობდა.

საბოლოოდ, ტელეფონი მაინც გამიფუჭდა, სიგარეტისგან უფორმო მასა დარჩა, სანთებელა ძველებურად მუშაობს, მე კი სველმა გავაგრძელე გზა. ჰო, იმ მეგობარმა გოგომ ვისთან ერთადაც ვიყავი, ამის შემდეგ გაცილება მაინც შევთავაზე, თუმცა „რატომღაც“ მტკიცე უარი მტკიცა :D.

მე კარგა ხანს მოვდიოდი ფეხით, რომ გავმშრალიყავი. იმდენი ვიარე, რომ თუ დავწერ მაინც არ დამიჯერებთ. როცა მივხვდი, რომ სიარულის დროს წყლის კვალს აღარ ვტოვებდი, ავტობუსში ჩავჯექი და წამოვედი.

ჰო, კიდევ, არ მახსოვს როგორ, მაგრამ თურმე ფეხი ვიტკინე და კიდევ თითი მაქვს გაჭრილი :s

Advertisements

27 thoughts on “როგორ აღმოვჩნდი შადრევანში

  1. ჩემი ოცნებაა ეგ ^^
    როგორი გრძნობაა?
    ერთხელ ტელეფონი გამომართვი და ჩამაგდე რაჰ ^^

    • თუ სუფთა წყალში ჩავარდები, ალბათ, სასიამოვნპ იქნება. მაგრამ იმ ფერის წყალში, რაშიც მე ჩავარდი, არ გისურვებ 😦

  2. რა აზრი აქვს კაცო ფერს მთავარი შეგრძნებაა სანამ ჩავარდები მაგარია ^^

  3. მიშას შეეშვი!!
    საფულეში მაინც არაფერი მიდევს ხოლმე ^^
    ხავსი მაინც ამოვიღო :ლოლ:

  4. არა ჩემი ბრალი სულ რომ ვჭამ იმიტომ არ მიდევს :დ

    • ვახთ, ოღონდ მიშა დაიცვას რა! ვინ სირებს აძლევს ეგ კაცი ღირსების ორდენებს და ამისთვის ერთი ვერ გაიმეტა.

  5. wigni gadarcha? ise kargi tavgadasavali gamogivida. warmomidgenia, sheni shemxedvare gamvlelebis reaqcia, im dros, roca shen wylis kvals tovebdi. adgilobrivi poseidoni xar faqtiurad 🙂

  6. ეგ შადრევანი თარსი ყოფილა.

    მარტივი და ნაჩქარევი დასკვნა 😀

    • ჰო, არასოდეს ახვიდე მაგ შადრევნის კედელზე 😐 თარსთან ერთად გასაწმენდიც არის და ეს ორმაგად ამძიმებს მდგომარეობას 😦

      • მანდ რომ ჩავვარდე, ცოცხალი ვეღარ ამოვალ მე.
        არა, წიგნი რაღას აგქონდა ეგ არის საინტერესო

  7. აჰაა უკვე უჩემოდ დაიდხარ და უჩემოდ გრილდები შადრევნებში, ჰო? ოკ…. :X

  8. სიღრმის ინტერესი მეც მქონდა 😀 მანდ უნდა მოდიოდეს 24 საათი წყალი და ჩემთან უნდა იყოს გრაფიკიიიით ოოოოოოოოხ

    • მადლობელი იყავი, რომ როცა მოდის ისეთივე „სუფთა“ არ არის, როგორც იქ. მარა, მაინც უნდა მოდიოდეს წყალი. აი, ამ პოს ვერაფერი შევაგნებინე სულ მიშას რომ იცავს, თორე…

  9. mishaze shen susi qeni nikolo, xom ar gagaxseno sad mushaobdi? 😀

    • 😦 რა ყველა ყველაფერს მე მახსენებს. ბერდზენისჰვილი, ნოგჰაიდელი, ალასანია, დავიტასჰვილი, ხიდაშელი… ყველა-ყველა ვისაც ეხლა მიშიკოს პოლიტიკა არ მოსწონს, სად მუშაობდნენ? ლოოოლზ! მოგიგეეე : ))))))))

  10. misha magariaa 😛 nu ra vici magaze uketessac ver vxedav shen vis shemogvtavazebdi saprezidento kandidatad?

  11. 😀
    მეც მომინდა შადრევანში გაგრილება..
    პ.ს.
    კეთილი იყოს ჩემი კომენტარი შენს ბლოგზე :))

  12. მეც გავრილდებოდი ახლა მანდ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s