სამარხვო ბლოგი

მე და მანტრა

12 Comments

ბოლო დროს ძირითადად ინდურ მანტრებს ვუსმენ. არ ვიცი, შეიძლება ვერ ვარ, მაგრამ არაფრის მოსმენა არ მსიამოვნებს ისე, როგორც სანსკრიტზე ათასჯერ გამეორებული ამ თითო ფრაზისაგან შემდგარი გაუგებარი ტექსტისა. აუმ, ნამაჰა შივაYა!!!აუმ, ნამაჰა შივაYა!!!აუმ, ნამაჰა შივაYა!!!აუმ, ნამაჰა შივაYა!!!

რედაქტორს შევჩივლე, რომ ამ მანტრების მოსმენის სემდეგ ბავსვივიტ მეძინება-მეთქი. ჩემდა გასაოცრად მითხრა, რომ ბუნებრივიაო. ამის მერე დავიწყე გუგლე ბიძიასთან ძებნა, რა იყო ეს მანტრები, რომელიც ჩემს თავაშვებულ ძილსაც კი მართავდა.


ჩემს ძილს რაც შეეხება, უკვე იმდენი ღამეა არ მძინებია, რომ სერიოზული ეჭვი მაქვს ჩემს ვამპირიზმთან დაკავშირებით. ამას მზის ალერგიაც დაერთო და ეხლა ველოდები, იქამდე როდის მივაღწევ რომ სარკეში აღარ გამოჩნდეს ჩემი ანარეკლი და ეშვები ამომივიდეს.

ჰო, მანტრებს დავუბრუნდეთ. გუგლე ბიძიამ განაცხადა,- „მანტრა (სანსკ. मन्त्र mantra ”საფიქრელი”) – ინდუისტური სალოცავი ფორმულა, ძირითადად მოკლე, რამდენიმე სიტყვის შემცველი გამონათქვამი სანსკრიტულ ენაზე. მანტრა მიმართულია რომელიმე ღვთაებისადმი და მის განსადიდებლად წარმოითქმის.
მანტრების უმეტესობა მარცვალი აუმ-ით იწყება, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანტრაა შივასადმი მიმართული:
aum namah shivaaya “აუმ, თაყვანისცემა შივას!” აი, რა ყოფილა.


მანტრა ინდურ ფილოსოფიაში, სულიერებაში და შინაგან ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს. მანდრა ღვთიური მადლით აღსავსე მარცვალია. თუ თქვენ ღრმა მედიტაციაში შესვლას ვერ ახერხებთ შინაგანი შფოთვის გამო, მაშინ მანტრა დაგეხმარებათ. თქვენ შეგიძლიათ იმეოროთ “Supreme” (“უზენაესი”) ან “AUM” (“აუმ”), ან “ღმერთო” რამოდენიმე წუთის განმავლობაში.

მანტრებიდან ყველაზე ძლიერია ,,აუმ”; ეს მანტრების დედაა. “აუმ” ეს ერთიანი განუყოფელი ბგერაა; ესაა უზენაესის ვიბრაცია. “აუმ” ეს არის მსოფლიოს ბგერა – დასაბამი, ვინაიდან ამ ბგერით ღმერთმა მოძრაობაში მოიყვანა თავისი ქმნილების პირველი ვიბრაცია. ყოველ წამს ღმერთი თავიდან ქმნის თავის თავს “აუმ”-ის შიგნით.

“აუმ” – დაბადების მიღმაა, “აუმ” – სიკვდილის მიღმაა. “აუმ” და არაფერი სხვა, არსებობდა, არსებობს და იარსებებს.
უმჯობესია ომ იმღერო ხმამაღლა, რათა ბგერამ (,”აუმ”) შესძლოს ვიბრირება თქვენს ყურებშიც კი და მთელი თქვენი სხეული განმსჭვალოს, ის დაარწმუნებს თქვენს გარე გონებას და მოგიტანთ უფრო დიდი, ძლიერი სიხარულის შეგრძნებას და განხორციელებას. ხმამაღლა აუმ-ის მღერისას ასო ბგერა ,,მ” სამჯერ მაინც მეტი ხანგრძლივობისა უნდა იყოს ვიდრე ბგერა ,,აუ”.

არსებობს მრავალი ხერხი იმღეროთ “აუმ”. როდესაც თქვენ მას ძლიერ ხმამაღლა მღერით, მაშინ გრძნობთ უზენაესის ყოვლისშემძლეობას, როდესაც დაბალ ხმაზე მღერით მას, თქვენ გრძნობთ უზენაესის აღტაცებას და როდესაც თქვენ მღერით ბგერას “აუმ” ხმაამოუღებლად შეიგრძნობთ უზენაესის სიმშვიდეს.

თუმცა, მანტრები რა თქმა უნდა მხოლოდ „აუმით“ არ შემოიფარგლება. მანტრები გვეხმარება შინაგანი ენერგიის აღდგენაში, ჩაკრების გაწმენდაში, დამშვიდებაში ან გონების გარკვეული მიმართულებით კონცენტრირებაში.

რით დაიწყო ჩემი ეს გატაცება… ჰო, მეგობარმა სკაიპით ერთი მანტრა გამომიგზავნა. იმის მერე ინტერნეტში მრავალ ეგზემპლარს მივაგენი. იმდენად ჩამითრია ამ ყველაფერმა, რომ ეჭვიც კი მაქვსდ, წინა ცხოვრებაში ვინმე ინდუსი გურუ ხომ არ ვიყავი-მეთქი.

საერთოდ, რეინკარნაციის არ მჯერა. მარტივი მიზეზის გამო. თუ ვიღაცასთან, ვინც ჩემამდე იყო არც ფიზიკური სხეული, არც გონება, არც მეხსიერება, არც ემოციური სამყარო და საერთოდ არაფერი არ მაკავშირებს, მაშინ როგორ შეიძლება ის მე ვიყო…

მაგრამ თუ მაინც ვინმე ვიყავი წინა ცხოვრებაში, ალბათ… სადმე, ნეპალის მიყრუებულ სოფელში დავიბადებოდი. მამაჩემი შრი ვიღაცა იყო. ინდუისტი ან ბუდისტი. მერე ბუდისტურ დაცანში (მონასტერში) გამამწესეს აღსაზრდელად. იქ მრავალ ხელოვნებას დავეუფლებოდი. მათ შორის, ჰაერში რომ იწევიან მედიტაციის დროს, იმასაც. მერე მეც შრი ვიღაცა გავხდი. ამის შემდეგ ერთ-ერთი ასეთი მედიტაციის დროს გარდავიცვლებოდი და ან დუმილის კოშკში მიუგდებდნენ ხორბუჯებს ჩემს ლეშს ან ისევ რომელიმე ბუდისტრ დაცანში ინახება ჩემი ნეშტი უხრწნელად. ასეა თუ ისე, მაინც ვინმე გურუს მაგვარი ვიქნებოდი და ალბათ, მანტრებსაც ხშირად ვბუტბუტებდი დაგუბებული ხმით. მემგონი, არც ისე სახალისო იქნებოდა. მოსასმენად მსიამოვნებს, მაგრამ ვინმემ მაგის გამეორება რომ დამაძალოს… ოხთ, მართლა კაი სასჯელი იქნება ჩემთვის 😀 .

რამდენი ვიტლიკინე. წავედი, დავიძინო.

Advertisements

12 thoughts on “მე და მანტრა

  1. 🙂 არადა,ბოლოს ისე წერ,აშკარად გჯერა რეინკარნაციის 🙂

    მანტრა არ ვიცი და თურქეთში ყოფნისას ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა მოლას ხმის მოსმენა იყო. ყველა ლოცვაზე აივანზე ვიყავი დარჭობილი და ფანატიკოსი მუსულმანივით ვნეტარებდი 🙂 ქუჩაშიც რამდენჯერ გავჩერდი მოლას გულისთვის. არის რაღაცა ჰიპნოტური ამ აღმოსავლურ ლოცვებში

    • ჰო, ეგეც მიყვარს, მაგრამ ინდუისტურ გალობებს მეტი მუსიკალურობა აქვს. ასე ერთი თვის წინ ვიყავი თბილისის მეჩეთში. ლამაზია სხვათაშორის და ხოჯა-მოლებიც თავაზიანები არიან. ეს მეორე ვიდეო ეხლა ჩავსვი, შეილა ჩანდრას შესრულებით. ნახე აბა 😉

  2. aum namah სამარხვო ბლოგს 🙂

  3. ხოდა ეგ ოომ არის კიდევ გამოსაყენებადი იოგის დროსაც

  4. 😛 😛 😛 😛 😛 😛 😛 😛 😛 😛 😛 😛 😛 😛 😛 😛

  5. აუმ ღმერთო :დ

    ოხ, ატმანს რა ვუთხარი, რამდენს აინტერესებს კრიშნა და მანტრები, კი არ ვიცოდი :დ

    • შენც გაინტერესებს? 🙂

      • როგორ გითხრა… ცნობისმოყვარეობა მკლავს და შესაბამისად, მაინტერესებს. მით უფრო რომ ინდური კულტურა მიზიდავს. (სხვათაშორის ერთი კარგი ბლოგია ინდოეთზე, ქართველი წერს)

        მაგრამ ფანატიზმისა და ბრმად გატაცების (რომელიც მერე კრიშნობამდე, ბუდისტობამდე ან ოშოს გაფეტიშებამდე მიდის) შემთხვევა არაა : )

  6. მეგონა ჩემი დაწერილი იყო..სიმღერებს ვეღარ ვუსმე რაც მანტრებმა შემითრიეს..
    ბავშვობიდან ვამბობდი ინდოელი ვარ-მეთქი..შემდეგ მივხვდი,ინდოელი არ ვარ,ვიყავი,წინა ცხოვრებაში ვიყავი : ))
    პ.ს.როგორი თბილები არიან,ამასწინათ აშრამში ვიყავი და ისეთი სითბო მოდიოდა მათგან.. ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s