სამარხვო ბლოგი

ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში, ანუ ბლოგერებო მიყვარხართ

12 Comments

მმმ… კაი ხნის წინ greenmar-იმ დამტაგა ამ თამაშში და ეხლა ძალიან მიხარია, რომ ზუსტად დღეს ვწერ ამას და შემიძლია გითხრათ რომ მიყვარხართ. ბლოგერებო, ეხლა ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან კარგები ხართ. მეტს არაფერს არ გეტყვით, თორე მერე თავში აგივარდებათ.

ცოტას გუშინდელი ექსკურსიის შესახებაც მოვყვები. ტრადუციულად, როგორც ყოველ ორ კვირაში ერთხელ ხდება ხოლმე, გუშინაც (უკვე გუშინწინ) ექსკურსიაზე ვიყავით. ამჯერად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში. იყო კოცონი, ღვინო, მწვადი, ტყე, კარგი ჰაერი, ლამაზი გარემო, კარგი ხალხი. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულად კარგი :).  მე, გაბომ, ლეონსიომ, დოინ.ჯიმ და ხერგიანმა ცოტა ვიბოდიალეთ ტყეში. მერე ვითამაშეთ კიდეც. „მე არასდროს“, -ამ თამაშის წესების თანახმად, ერთი ამბობს რაც არასდროს გაუკეთებია, ხოლო თუ ვინმეს ეს კონკრეტული საქციელი ჩაუდენია, სვამს. ჰოდა, ამ თამაშის დროს, დევიდმა თქვა მე არასდროს ამდგომია ლანდიშაზეო, მე კი ღვინის ბოთლს ხელი დავავლე და დალევა დავაპირე, როცა მივხვდი, რომ… უპს… ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ 😀 მიუხედავა იმისა, რომ ლანდიშაზე ნამდვილად არ მიდგება, მაინც დავლიე, სხვა რაღა გზა იყო 😀

მერე, ბორჯომის პარკში წამოვედით, რაც ნამდვილად არ მინდოდა, იმიტომ რომ ტყე ჯობია. მაგრამ, არც ის პარკია ცუდი.

აი, სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, სათაურით,- „ყველაზე კარგი ჩემს ცხევრებაში“.

პ.ს. ვინც ჩემი დილანდელი პოსტი წაიკითხა, სანამ წავშლიდი, რომ არც ისე კარგი იყო ყველაფერი. ასე თავმდაბლად ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს.  იმის მიზეზი, რომ ასე მეფიქრა იყო, მხოლოდ ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელიც გუშინ მოხდა. თუმცა, ერთ-ერთ „ამ საქმეში ჩახედულმა“ ბლოგერმა მითხრა, რომ იმ მოვლენას თავისი საფუძვლები აქვს და შესაბამისად არსებობის უფლებაც.

Advertisements

12 thoughts on “ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში, ანუ ბლოგერებო მიყვარხართ

  1. თუმცა, ერთ-ერთ „ამ საქმეში ჩახედულმა“ ბლოგერმა მითხრა, რომ იმ მოვლენას თავისი საფუძვლები აქვს და შესაბამისად არსებობის უფლებაც… HMmm…

    ისა.. კი არაფერი, მაგრამ… ტყე თბილისთან ახლოსაც გვაქვს! 🙂

    • რა მოვლენაზეა ლაპარაკი?

      • აქ ხომ არ დავწერ მაგ მოვლენას. მერე გეტყვი, თორემ ასე საჯაროდ რომ გითხრა, მერე ხალხი იტყვის,- რა საშინელი ადამიანები ყოფილან ეს ბოგერებიო. აბააა!

  2. კომენტარის პირველ ნაწილს რაც შეეხება, ის ადამიანი ბევრად უკეთესად იცნობს, მეგობრობენ და შესაბამისად მისი აზრი უფრო კომპეტენტურია, ვიდრე ჩემი გუშინდელი შთაბეჭდილება. არ ვიცი დი, მაგრამ იქნებ უარესიც ყოფილიყო გუშინ რომ გაჩმახება დამეწყო. ამითი მაინც ვერაფერს შევცვლიდი, ალბათ და მაქსიმუმ ძველი ბიჭის იმიჯისთვის მიმეღწია.ადამიანთა უმრავლესობა კი, მიიჩნევს, რომ ამას საფუძველი ჰქონდა.

    ეხლა კომენტარის მეორე ნაწილს მივხედოთ, ნუ მემრისხანები რა. მაიმც მიყვარხარ.

  3. ვნანობ, გუილ მტკივა და დედაჩემთან დღესაც გაბუტული ვარ, რომ არ გამომიშვა… 😐

  4. საშინლები და აუტანლებიო 🙂 არ ვართ, თუ? მე განსაკუთრებით!

    მეც მიყვარხარ! :*

    • ვახთ, შემოდიხარ აქ, მეჩხუბები და გადიხარ :)))))) მე კიდევ კარის დაკეტვა სულ მავიწყდება, წადი შენს ბლოგზე, ბლოგი არ გაქვს?! ვახთ! დი, ხომ ვიტანთ ხოლმე ყველანი ერთმანეთს, ძალიან აუტანლებიც არ ვართ…მგონი.არც მე ვარ დიდი ადვილად ასატანი, მაგრამ მიძლებთ.

  5. ყოველთვის როცა ბლოგერების ექსკურსიის პოსტებს ვკითხულობ საშინელი შური მიპყობს ხოლმე. ბოროტი არა ოღონდ 😀 მეც როგორ მინდა ტქვენთან ერთად წამოსვლა და თუნდაც რაღაც ისე არ იყოს როგორც მეგონა.
    მეც მიყვარან ბლოგერები = )0

  6. mec miyvarxart blogerebi yvela ❤ (yvela ra, titqmis yvela)
    da kidev dzalian minda im saqmeshi chaxeduli megobris gacnoba 🙂 saintereso adamiani iqneba da cudia rom ar vicnob :s

    • აი, გზაში მოვდიოდი და ვიცოდი, რომ ამ პოსტზე ეს დამხვდებოდა. ეს აკლდა ამ იდილიით მოცულ კომენტარებს, დიას კომენტარით დაწყებული, გრინმარითი გაგრძელებული და შენით დამთავრევული. :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s