სამარხვო ბლოგი

თბილისის მეჩეთი

13 Comments

თბილისში პირველი მეჩეთი შაჰ-სულეიმანმა 1522 წელს მტკვრის პირას ააგო. მომდევნო პერიოდში ქართლის მუსულმანი მეფის როსტომის ბრძანებით აიგო XVII საუკუნეში კიდევ რამდენიმე მეჩეთი. მათ შორის ერთ-ერთი მთელს ახლო აღმოსავლეთსი უმნიშვნელოვანეს მუსულმანურ სამლოცველოდ ითვლებოდა.

აბანოთუბანში მდებარე დღევანდელი ნაგებობა ძველი სუნიტური მეჩეთის ნაცვლად XIX საუკუნის დასასრულს აიგო. როგორც ამ მეჩეთის ერთ-ერთმა მსახურმა მითხრა, დღეს აქ სუნიტებთან ერთად შიიტებიც ლოცულობენ. მეჩეთის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ოღონდ შესასვლელში ფეხსაცმლის გახდა არ დაივიწყოთ.

მეჩეთში ფოტოგრაფირება არ იკრძალება. აქ გთავაზობთ ჩემს გადაღებულ რადენიმე ფოტოსაც. უფრო სწორად, ინტერიერი ჩემია, მეჩეთის ექსტერიერის ფოტოები კი ელეს ეკუთვნის.

Advertisements

13 thoughts on “თბილისის მეჩეთი

  1. მგონი ეგ ერთადერთი მეჩეთია მსოფლიოში, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ, უნიკალური მოვლენაა 🙂

  2. აარაფერი შეგეშალოს, ექსტერიეერის ფოტოები ჩემიგადაღებულია. ეგ კოკა და შენი კეტებოც ჩემი გადაღებულია და საერთდოაც ჩემი იდეა იყო რა 😐

  3. ნამდვილად იშვიათი გამონაკლისია. შიიტებს და სუნიტებს მთელ მსოფლიოში გაჩაღებული ომი აქვთ, აქ კიდევ ერთად ლოცულობენ. ფოტოები ძალიან მომეწონა. მეჩეთში არ ვარ ნამყოფი. თუმცა მოლასთან მჭირდებოდა გასაუბრება და მეჩეთის გვერდზე პატარა ოთახი იყო და იქ შემიყვანეს. ერთადერთი რაც იმ ოტახში დამამახსოვრდა ქონის მძაფრი სუნი იყო. 🙂

  4. არ მსიამოვნებს ძველ თბილისსში მეჩეთი!

  5. ზოგადად თბილისსზე არ მაქვს საუბარი და არც იმაზე რომ თბილისში მეჩეთი არ უნდა იყოს, მაგრამ ძველი თბილისი არის საქართველოს და თბილისის ისტორიული ადგილი,მხარე სადაც ვიტარდებოდა და იწერებოდა ჩვენი ისტორია,ჩვენი წარსული. ბაზარი არაა ეს ის ადგილია სადაც უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები და ჩვენი ისტორიის რაღაც პროცენტი მათი შექმნილია. მაგრამ ცხოვრობდნენ მანდ იმიტომ, რომ თბილისი სულ ეგ იყო ტავის დროზე, შესაბამისად იმის მოტანა მიზეზედად რომ ძველი თბილისი ყოველთვის მრავაეროვანი იყო აფსურდია. მე პატივს ვცემ ყველა რელიგიას და მათ დაწესებულებებს, მაგრამ როგორც ერთ–ერთ რიგირთ თბილისელს და თბილისის მოტრფიალეს არ მსიამოვნებს როდესაც ძველ თბილისში სააც უამრავი რამ ხდებოდა და რამაც უამრავი რამ გააიტანა სხვა ხალხის ტაძარი თუ რაც არის იდგეს. სხვაგან ბაზარი არაა.

  6. პ.ს დღეს არ დამაცადეთ ლაპარაკი უმცირესობაში ხარო, ხო და ესეც ვრცელი კომენტარი =))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s