სამარხვო ბლოგი

თბილისის სინაგოგა

6 Comments

რამდენიმე დღის წინ პოსტი გამოვაქვეყნე თბილისში არსებულიერთადერთი  მეჩეთის შესახებ. დღეს კი გთავაზობთ იუდეველთა სალოცავი ადგილის,- სინაგოგის შესახებ პოსტსა და ფოტოებს.

უდაიზმი (ებრ. יהדות – იაჰადუთ) ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმანურ რელიგიათა საფუძვლებისა.

უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როცა მათ თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.

ქართველ და ებრაელ ერს ერთმანეთთან 26 საუკუნოვანი მჭიდრო კულტურული ურთიერთობა აკავშირებს. თბილისში ებრაელები ქალაქის დაარსებიდანვე სახლობდნენ. მათ სამოსახლო არეალს, ძირითადად, ქვემო კალა წარმოადგენდა. XII საუკუნეში, იუდეველთა და მათი რწმენისადმი პატივისცემის ნიშნად, მეფე დავით აღმაშენებლის ბრძანებით ამ უბანში ღორის დაკვლა აკრძალული იყო. ებრაელებს კლდისუბანში სინაგოგაც ჰქონიათ, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.

დღესდღეობით, მოქმედი სინაგოგა 1910 წელსაა აგებული და ლ. ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს. იქვე ახლოს, ტყავის ჩიხში მეორე მოქმედი სინაგოგაა. თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, მესამე სინაგოგაცაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აიგო. მასში 1932 წლიდან მოყოლებული საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული.

ქვემოთ გთავაზობთ თბილისის ერთ-ერთი სინაგოგის ჩემს გადაღებულ ფოტოებს. ფოტოკამერით უზრუნველყოფისთვის მადლობა თამარს.

Advertisements

6 thoughts on “თბილისის სინაგოგა

  1. არაფერს!!!! მიხარია რომ დადე პოსტი ამის შესახებ!!! :)))

  2. pikolo, mshvenieri ram dagiwerams. ratom amaze ar gikomentarebaven? asetebi were

  3. აქ მეც ვიყავი, უპრობლემოდ შეგვიშვეს, მაგრამ ზევით ასვლის უფლება არ მოგვცეს, არადა ზედა სართულები აშკარად დამაინტრიგებლად საინტერესოა 🙂

  4. იქ ეგ სიონისტები ჭეშმარიტ მამულიშვილებს ამწყვდევენ ხოლმე და მაგიტომ

  5. მეორე დღეა ვათვალიერებ შენს ბლოგს. უკან წავედი, და გადავაწყდი ამ პოსტს. გამეღიმა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s