სამარხვო ბლოგი

ბოტანიკური ბაღი – სამეფო ბაღები სასახლის ბინადართათვის

12 Comments

სტატია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოვაქყვეყნე ახალ 7 დღეში

თბილისის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესთაგანია მსოფლიოში. მისი ისტორია 1636 წელს იწყება. მან საუკენეთა განმავლობაში განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. თბილისის ბოტანიკური ბაღი სოლოლაკის ქედის სამხრეთით მდინარე წავკისის წყლის, ანუ ლეღვთახევის, ხეობაში მდებარეობს.

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ამ ადგილას სამეფო ბაღები იყო გაშენებული. ადრე ეს მცირე ფართობი წარმოადგენდა დასასვენებელ პარკს, შემდეგ კი გაშენდა სამი პატარა ბაღი, ძირითადად, სამკურნალო მცენარეებით.

1845 წელს, გრაფ ვორონცოვის ბრძანებით, ამ ტერიტორიას ბოტანიკური ბაღი ეწოდა. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ქართველ ბოტანიკოსებთან ერთად მუშაობდნენ რუსი და გერმანელი სპეციალისტები. 1932-1958 წლებში ბაღი გაფართოვდა. მას მიემატა მუსლიმანური სასაფალაო. აქ შემორჩენილია მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე, ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის, მირზა ფათალი ახუნდოვის, საფლავი. როგორც ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა გვითხრეს, დანარჩენი საფლავების ადგილას რამდენიმე წლის წინ ნარგავები გააშენეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ეს კანონის სრული დაცვით მოხდა. ალბათ, მაინც გაუმართლებლად შეიძლება მივიჩნიოთ ეს ფაქტი. მით უმეტეს, რომ ბაღში არ დგას ნიშნული, რომელიც იქ სასაფლაოს არსებობაზე მიანიშნებდა. როგორც ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებმა განაცხადეს, აბრა რამდენჯერმე დაიდგა, მაგრამ ბაღის სტუმრებმა დააზიანეს. სხვაგვარად კი, თუ არ გაგიმართლა და შემთხვევით ისეთ პირს არ გადააწყდი, ვინც ახუნდოვის საფლავისკენ მიმავალ გზას გასწავლის, შეუძლებელია, მას მიაგნო.

ამჟამად თბილისის ბოტანიკურ ბაღში ფლორის 3500-მდე ნაირსახეობაა წარმოდგენილი. მათ შორისაა საქართველოს ენდემური, იშვიათი და გადაშენებული სახეობები. ასევე – მცენარეეები მსოფლიოს მრავალი კუთხიდან, ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან… აქ შეგიძლიათ იხილოთ მცენარეთა სახეობები, რომლებიც ბუნებაში აღარ გვხვდება, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნუკალურს ხდის.

ბაღში სტუმრობა განსაკუთრებით ზაფხულის ხვატშია საამური. თუმცა, ბოტანიკური ბაღის დაცვის თანამშრომლები სტუმრებს მის ზოგიერთ ნაწილში ყოფნას უკრძალავენ. როგორც ერთ-ერთ ასეთ დამსვენებელს დაცვის წევრმა განუმარტა, ტერიტორია, სადაც იგი იმყოფებოდა, ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის, სასახლესთან ახლოს იყო და სასახლის ბინადრებს არ სიამოვნებთ ბაღის სტუმრების ხილვა. დაცვის თანამშრომელმა ისიც აღნიშნა, რომ თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და ბიძინა ივანიშვილის სასახელს საერთო დაცვის სისტემა აქვთ. როგორც შემდგომ გაირკვა, თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოველწლიურად იღებს დაფინანსებას ბიზნესმენისაგან, რაც ამ ბაღის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა. ბაღის თანამშრომლებს ხელფასს სწორედ ამ თანხიდან უხდიან. ალბათ, ამითაა განპირობებული ბაღის დაცვის სამსახურის დამოკიდებულებაც ბიზნესმენის სასახლისა და მისი ბინადრებისადმი. გარდა ამისა, თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და ბიზნესმენის სასახლეს შორის გამყოფი ღობე არ არსებობს.

თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, შალვა სიხარულიძე, კატეგორიულად უარყოფს, რომ სტუმრებს ბაღის გარკვეულ მონაკვეთებში ყოფნა ეკრძალებოდეთ. იგი ივანიშვილის სასახლესთან საერთო დაცვის სისტემის არსებობის ფაქტსაც დეზინფორმაციად აფასებს. სტუმრების გამოძევების ფაქტს კი დაცვის სამსახურის წევრის თავნებობას მიაწერს.

Advertisements

12 thoughts on “ბოტანიკური ბაღი – სამეფო ბაღები სასახლის ბინადართათვის

  1. ზუსტად გუშინ ვიყავი ბოტანიკურ ბაღში 🙂

  2. ისე ზოგი სტუმარი სულ არ არის მანდ შესაშვები 😛

  3. ჩემი და ნიკოლოს საყვარელი ადგილი ❤

  4. ისე მაგარი საზასაო ადგილია 🙂

  5. ეს პირველი ფოტო ბათუმის ბოტანიკურშია გადაღებული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s