სამარხვო ბლოგი

დიახ, ფარაჯანოვი

11 Comments

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია.  სიმართლე, ვთქვა სათქმელიც არაფერი მქონდა.  ახლა მაქვს! სამი დღეა გახარებული დავდივარ. თვალები მიბრწყინავს. ყველაფერს მოგიყვებით რა და როგორ იყო, თქვენ ყური დამიგდეთ.

სამი დღის წინ ფეისბუქზე ერთმა უცნობმა სერბმა დამამატა.  ჯერ მადლობა გადამიხადა რომ დავიმატე. შემდეგ მითხრა, ძალიან მიყვარს საქართველოვო და დაამატა ფარაჯანოვიო.  ეს რომ არ ეთქვა არ ვიცი ჩვენი საუბარი რამდენად საინტერესოდ გაგრძელდებოდა ან საერთოდ გაგრძელდებოდა თუ არა. მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი უკვე, ხან გუგლი თრანსლეითს ვიშველიებდი, ხან კნუტს იმისთვის, რომ მასთან საუბარი გამეგრძელებინა. მოვყევით ამ მთისას, იმ ბარისას, საქართველოსას, სერბეთისას, შვედეთისას (როგორც აღმოჩნდა, ეს ბიჭი გეია და შვედი ბოიფრებდი ჰყავს, რომელთან ერთადაც თაფლობის თვის გატარებას აპირებს საქართველოში,- ფარაჯანოვის სამშობლოში).

…და რა მინდოდა მეთქვა. სწორედ ფარაჯანოვით უნდა იცნობდეს მსოფლიო საქართველოს. არა სტალინით, არა სააკაშვილით, არა 2008 წლის ომით, არა მედეათი, არა ზღვიანი ბათუმით (ზღვა სხვებსაც აქვთ,- ფარაჯანოვი კი მხოლოდ თბლილისს ჰყავს), არა შეღებილი სიღნაღით, არა მართლაც არქიტექტურული სასწაულით – მცხეთით (რომელიც, მართლაც მშვენიერია, თუმცა მშვენიერი ადგილები მსოფლიოს დანარჩენ წერტილებშიც მრავლადაა. ისევ ვიმეორებ, ფარაჯანოვი კი მხოლოდ ერთია). დიახ, ფარაჯანოვი.

გააცანით მსოფლიოს საქართველო ფარაჯანოვით, მხოლოდ ფარაჯანოვით!

Advertisements

11 thoughts on “დიახ, ფარაჯანოვი

  1. მე ვაპირებ ფარაჯანოვზე პოსტის დაწერას. იმედია, თავს მოვაბამ, ცოტა სახლაფურთო მაქვს რაღაცები.
    დიახ, ფარაჯანოვი!

  2. სქართველოში თაფლობისთის გასატარელად ჩამოდიან ჰა ჰა ჰა…..

  3. ფარაჯანოვი ვინაა?

  4. რატომ ერთარდერთი იოსელიანს რას უწუნებთ, ანდა თენგიზ აბულაძეს?!, საბედნიეროდ ერთადერთი არა ფარაჯანოვი, თუმცა ძალიან თვითმყოფადია მისი არტი და ვერავის შევადარებ 🙂

    • იოსელიანი ფრანგი რეჟისორია. ფარაჯანოვი იმიტომაა ქართველი, რომ საქართველოში მუშაობდა. ქართულ კინს ქმნიდა, იოსელიანის შემოქმედება კი ფრანგულია. გვარი არაფერს წყვეტს. თორემ ასე თუ ვიმსჯელებთ კალატოზოვიც (კალატოზიშვილი) ქართველია და დანელიაც.

  5. მეც უზომოდ გამიხარდა ,იმ სერბის მთავარი ქართული სიყვარული ფარაჯანოვი რომაა .მაგ კაცს აქ არ აფასებენ სათანადდ და არ ველოდი 🙂 ალბათ,ორიენტაციამაც ითამაშა თავისი როლი,სულ-სულ პატარა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s