სამარხვო ბლოგი

კარპე დიო

23 Comments

carpe diem- ალბათ, ყველას გაგიგიათ, ხო? ლათინური გამოთქმა,-დაიჭირე წამი. რატომ უნდა დაიჭირო წამი? მე მართლა მდომებია ბევრჯერ იმ წამის დაჭერა და არსად გაშვება. არა, ეს მერე კი არა, როცა იმ წამს მომდევნო წამი შეცვლიდა, არამედ ყოველთვის მაშინვე ვხვდები რომ ეს დასაჭერი წამია და მინდა ხოლმე შევინახო. ასეთი წამები ხომ ხშირად არ მოდიან, დიდი-დიდი ორ-სამ წელიწადში, ისიც სხვადასხვა ფორმით. როცა მართლა გრძნობ აი ბედნიერებისაგან სადაცაა გული გაგისკდება. უჩვეულო შეგრძნებაა, არ იცი

რა ქნა. როგორ „დაასეივო“, მაგრამ გული ხომ ყველაფერს ინახავს. თავისით… არც გეკითხება. უბრალოდ უნდა და ასე იქცევა. მერე იმ წამს სხვა ცვლის,
წვიმას – წვიმა მოყვება, გაზაფხულს გაზაფხული და შემდეგ ისევ დაზამთრდება.


… და სწორედ მაშინ. აი, როცა დაზამთრდება, იღვიძებს ის წამი და გათბობს. გათბობს ისეთივე სიმხურვალით, როგორც მაშინ როცა ეს მოხდა. მაშინ, როცა შენს გულში შეინახე. მერე რა რომ ეს უკვე იყო, მერე რა, რომ დამთავრდა. ის წამი ხომ შენახული გაქვს, სადღაც იქ კუნჭულში, სადაც შენს გარდა ვერავინ მიეკარება. და ისევ, როცა ის იღვიძებს, მაშინდელივით გაფრენა გინდება. მაშინდელივით იწევი თითის წვერებზე და გულწრფელად გჯერა, რომ სადაცაა და მოწყდები მიწას, გადაუფრენ ამ ოხრა ფერის ბებერ მიწას, გადაევლები ყველა ღობეს, თითის წვერებზე გადაირბენ ყველა ხიდს და შლი ხელებს… ოღონდ, დამატებით ხელებს, ის ორი ხელი ხომ ამ დროს ვინმეზე მყარად არის ჩახუტებული. ვინმზე კი არა და იმ წამზე, რომელიც დაჭერილი გყავს და არაფრის დიდებით არ უშვებ.

რამდენია ასეთი წამი? არა, არც ისე ბევრი. ბოლოს ერთი-ორი კვირის წინ შევინახე და ახლაც მათბობს. მათბობს როგორც მაშინ.

არავინ თქვას ასეთი გადასარჩენი არაფერი მაქვსო. ხომ შესულხარ ზამთრის გაყინული კორიდორიდან თბილ ოთახში. შეხვედი და უცებ ძალიან დაგცხა. სინამდვილეში კი იმ ოთახში ცივა. ვინც იქ დაგხვდა გათოშილები ერთმანეთს ეკვრიან, შენ კი გცხელა, იმიტომ რომ იქ, გარეთ უფრო ცივოდა და უცებ იგრძენი ეს სითბო. აი, ამ სითბოზე გეუბნები, აი, ამიტომ არ უნდა თქვა რომ გადასარჩენი წამი არ გაქვს. იმიტომ რომ გაყინულ კორიდორებში ბოდიალის შემდეგ ყველანი შევსულვართ თბილ ოთახში და იმ ყინვასთან შედარებით ეს ნამდვილი სამოთხე ყოფილა.

ამ პოსტს ისე დავაპაბლიშებ, არც კი გადავხედავ, რედაქტირებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკიც. ვიცი, მერე მოსაწყენად სენტიმენტალურად მომეჩვენება. უბრალოდ ის წამი გამახსენდა და თქვენც გიამბეთ.

p.s. საერთოდ,  არასდროს მდომებია რაიმე სახის ტეგთამაშის წამოწყება და არც ახლა მინდა. უბრალოდ მინდა, რომ ამ ადამიანებმა დაწერონ თავიანთი დაჭერილი წამების შესახებ. მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო და იმის გამო, რომ ვფიქრობ, საინტერესოდ დაწერენ. მოკლედ, გტაგავთ ზურიუსს, ალუკარდს (მიუხედავად იმისა, რომ არამგონია დაწეროს), სიყვარულოვნას, კნუტსა და წყაროს .

Advertisements

23 thoughts on “კარპე დიო

  1. აუ შენი პოსტი მომეწონა ძალიან. აი ძალიან ძალიან 😐
    მაგრამ თან ინტრიგაში ჩამაგდე, რადგან არ დაკონკრეტდი რომელი წამი იყო :))
    დავწერ, ოღონდ არამგონია ესეთი მაგარი გამოვიდეს 😦

    • რა, ვიცი, არ მინდოდა იმ წამის დაწერა. ხომ ვთქვი შენახული მაქვს და ვერავინ მიეკარება-მეთქი. სამაგიეროდ, თქვენ გამოგაფენინებთ შენახულ წამებს. :ბოროტი და ცნობისმოყვარე სმაილი:

  2. momecona.
    dzalian sainteresoa.

    exla vedzeb im camebs…
    ra vqna rom bevria? an ufro scorad arc ise cota da titoeulis gaxsenebaze cremli madgeba.

    rom vixseneb im camebs….
    verc ki agvcer ra shegrdznebaa

  3. კარგი იქნება თუ წამი წუთად, საათად ან სულაც წელიწადათ გადაიქცევა, ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ ვიმსახურებთ, ჩვენ ვგრძნობთ, მაგრამ ცუდია წამი მაინც წამად რომ რჩება ხშირ შემთხვევაში

  4. მეც რო შევინახო ეგ წამი ჩემთვის ხო ჩეიშალა თამაში : ))

  5. ნწუ, შენ გვითხარი ეგ წამები :პ

  6. ეეხ, კაკ ტი მენია ნე ზნაეშ! დავწერამ :*

  7. “შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ”

    მუსიკაზე დამბურძგლა, უცებ მეგონა გვახარიას გადაცემა დაიწყო თქო :დ

    • ვაიჰ, როგორ გამიხარდა აუდიოფაილის დადების მერე რო ნახე პოსტი. რამდენიმე წუთის წინ ჩავამაგრე და პოსტი კიდევ გუშინ მქონდა დადებული. აღარ მქონდა იმედი თუ ვინმე პირველად ამ საუნდტრეკით ნახავდა პოსტს.

  8. ,, თუ, სიყვარულით ცხოვრობ,ყოველი წამი სიყვარულითაა სავსე…ყველაფრისთვის მადლობ უფალს და ყოველ წამს შეგიძლია თქვა,,შეჩერდი წამო!რა მშვენიერი ხარ!”(happy)

  9. gadasarevia nika >>>> da es musikis nawyveti “ertxel amerikashi”-dan aris?

    • გმადლობ, გამახარე ძალიან. თუმცა საუნდტრეკი არ არის მანდედან. ვერ ვიტან მაგ ფილმს. ეს „წითელი კარავი“-დან არის. ნათლიმამა, ერთხელ ამერიკაში, დათა თუთაშხია და მსგავსი კრიმინალური ფილმები შორს ჩემგან 😀

  10. არ დავწერ. რაც ჩენია, ჩემია.
    ის ჩემი წამებია..

    და საერთოდაც, მხოლოდ ცუდი წამები გამახსენდა 😐

  11. გამოხმაურება: Carpe Diem ანუ დაიჭირე “როცა” | Zurriuss.Ge

  12. გამოხმაურება: დრაფტომანია – ზარმაცას წუწუნი « კნუტის ბლოგი

  13. გამარჯობა
    შეგიძლია ეს მელოდია გამომიგზავნო?ვერ ვიპოვე ეს ვერსია ნეტში :((((((((
    ძალია ძალიან გთხოვ 🙂
    მადლობა წინასწარ
    ან ფბ-ზე მომძებნე მაცაცო ობგაძეთი…

  14. რო დავითაგო თავი გეწყინება? 😀 კაი საპოსტე მასალაა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s