სამარხვო ბლოგი

ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია

70 Comments

ყურადღება! პოსტში გამოთქმელი მოსაზრებები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს თქვენს რელიგიურ შეხედულებებს. ამიტომ, რელიგიურ ფანატიკოსებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს უმორჩილესად ვთხოვ თავი შეიკავონ მასალის გაცნობისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და მსგავსი რამეების შესახებ იგნორირებული იქნება.

ამასთანავე, პოსტი წარმოადგენს ჩემს პირად შეხედულებებს ცხოვრებასა  და ღმერთზე. არ მაქვს ამბიცია, რომ ეს იყოს რაიმე სახის საყოველთაო ჭეშმარირება და არც იმის  ამბიცია მაქვს, რომ ეს სამეცნიერო სტატიად  გამოვაცხადო და სხვა.

ვაგრძელებ ლათინურ გამოთქმებზე აგებული პოსტების ციკლს და ამჯერად გთავაზობთ შემდეგს,– homo homini deus est. ანუ, ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია.

სხვადასხვა დროის ფილოსოფოსები ცდილობდნენ ღმერთის დაბადების ახსნას. ნიცშე მას ზეკაცში ეძებდა, მას მიანიჭა ღმერთისათვის დამახასიათებელი სულიერი და ფიზიკური სრულყოფილების კატეგორიები. ამის შემდეგ მან ღმერთის სიკვდილი გამოაცხადა, თუმცა მისი მკვლევარების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ღმერთის ადამიანში სიკვდილს გულისხმობდა. ყოველგვარი ღვთაებრივის გაქრობას ადამის შვილში.

ჰეგელის მოსაზრებით, ადამიანმდა ღმერთს გადასცა თავისთვის მიუწვდომელი ოთხი ძირითადი კატეგორია. ის (ღმერთი) არის: 1.ბრძენი;  2.უკვდავი; 3.ყოვლისშემძლე; 4. კეთილი.

თუმცა ქრისტიანულ სწავლებას თუ დავეყრდნობით, ადამიანი ღვთის სახედ და ხატად არის შექმნილი. ამრიგად,  ის თავის თავში ატარებს ყოველგვარი ღვთაებრივის იმპულსს ტრასცენდენტურად. (იხ. ტრანსცენდენტური და ტრასნცენდენტალური). პოტენციალს, რომელიც უბრალო მოკვადავს ღვთეაბრივობის მიწვდომის შესაძლებლობას აძლევს.

აღმოსავლური სიბრძნე ოდნავ სხვაგვარად უდგება ამ საკითხს. თუ გავიხსენებთ ერთ ასეთ აღმოსავლურ ამბავს:  “ერთი ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სთხოვდა ღმერთს, რომ გამოცხადებოდა. თუმცა, ღმერთმა ერთხელაც არ ისურვა მისთვის ხილული გამხდარიყო. გარდაცვალების შემდეგ, როცა ამ კაცმა ღმერთი იხილა, უსაყვედურა ამის გამო. ღმერთმა კი უპასუხა, რომ ის ღმერთს ყოველ წამს ხედავდა,– ხეში, რომელსაც ჭრიდა; ცოლში, რომელსაც–ცემდა და ა შ და ა შ.

და მაინც სად არის ღმერთი, თუ საერთოდ არსებობს იგი. მორწმუნეები ხშირად ხედავენ ეკლესიების თუ სხვადასხვა შენობა–ნაგებობების კედლებზე გამოსახულებებს, რომელსაც შემდეგ გამოცხადებას არქმევენ. ასეთი მეც მრავალი მინახავს, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ღვთისმშობლის გამოსახულების ნაცვლად ჰამბურგერი შემიცვნია მათში. ჯვარცმული მაცხოვრის ადგილას კი დალის სტილში შესრულებული სურეალისტური ქმნილება, რომელიც ნაზარეველს ვერაფრით მივამსგავსე.

საზოგადოების განვითარების ადრეულ ეტაპებზე, როდესაც არც კანენმდებლობა არსებობდა (და თუ არსებობდა, ის მეტად სუსტი იყო) და სხვადასხვა დანაშაულის გამოძიების არც არანაირი საშუალება იყო, ღმერთს და რელიგიების მიერ მოწოდებულ ზნეობრივ ღირებულებათა სისტემას მართლაც გადამწტვეტი როლი ეკისრებოდა სამართლიანი საზოგადოების არსებობის საქმეში. ერთის მხრივ  ის გვაძლებდა მეტანაკლებად სრულფასოვან მორალირ ჩარჩოებს, რაც დღევანდელი სამოქალაქო კანონმდებლობის ერთგვარ ალტერნატივად შეიზლება მივიჩნიოთ და მერორეს მხრივ ეფექტურ სადამსჯელო მისიას ასრულებდა სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობა. ანუ, იყო ვიღაც ზეციური არბიტრი და თუ შენი ესა თუ ის კრიმინალური ქმედება მიწიერ დონეზე თუ დაუსჯელი დარჩებოდა, ქვეცნობიერში ამოტივტივდებოდა ზეციური სასჯელ აღსრულების დაწესებულება, რომელიც ერთგვარი აღვირის როლს ასრულებდა იმისათვის რომ შეეჩერებინა ქაოსი დედამიწაზე.

მოვედით უღმერთონი. ადამიანები რომლებიც ყველაფრის გამართლებას ვცდილობთ. აქ მახსენდება გოეთეს ცნობილი ფრაზა,– “მე ადამიანი ვარ და შეაბამისად არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის”. დავიჯერეთ ჩვენი არა თუ არასრულყოფილების, არასრულფასოვნების მითიც კი და ამით ჩვენი სულმდაბლობისა და ამორალურობის გამართლებას ვცდილობთ. წავშალეთ ყოველგვარი რელიგიების მიერ მოწოდებული ზნებრივი ღირებულებების სისტემები და დავიწყეთ ცხოვრება ჩვენივე შექმნილი შინაგანი კონსტიტუციებით, რომელიც ჩვენსავე მსგავსად არასრულფასოვანია იმისათვის რომ მას მივანდოთ რთული მორალური ამოცანების ახსნა და გადაჭრა.

თუმცა საკანონმდებლო ბაზა მაინც გაიმართა დროთა განმავლობაში. ჩვენი შინაგანი კანონების გვერდით გაჩნდა სხვა უფრო დახვეწილი, მრავალი ადამიანის ნაფიქრ–ნააზრი წესები, რმელიც სწორად ცხოვრებას გვასწავლია. ახლა , როცა ეს ყველაფერი გვაქვს  და ღვთის მიერ ბოძებული მცნებებისა და  ზეციური სადამსჯელო ორგანიზაციების როლიც შესუსტდა, სჭირდება კი კაცობრიობას ღმერთი? ალბათ ფუნქციების შეკვეცამ მისი როლიც და საჭიროებაც შეასუსტა და საზოგადოებაშიც გავჩნდით ადამიანები, რომლებსაც ათეისტების სახელით გვიცნობენ.

მაგრამ არის კიდევ ერთი ნიუანსი. საილუსტრაციოდ ამჯერად მოვიხმობ ადამიანს, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, ანუ ჩემს თავს. მიუხედავად ჩემი დაუღალავი მტკიცებისა, რომ ღმერთი არ არსებობს, მაინც ვატარებ ნათლობის ჯვარს, რომელიც არასდროს მომიხსნია გულიდან. ფეისბუქის ინფოშიც სრულიად გაუაზრებლად ჩავწერე სიტყვა “ქრისტიანი”. რატომ ვარ მე ქრისტიანი. ეს ერთი კონკრეტული ადამიანის მაგალითია, თუმცა ჩენს ირგვლივ ასეთები მრავლად არიან. ვიცნობ ისეთებსაც, რომლებიც ჩემგან განსხვავებით, გამუდმებულ კონსტანტაციას უკეთებენ თავიანთ რელიგიურობას, ხოლო მათივე რწმენის ვერც მიზეზსა და ვერც წყაროს ვერ გეტყვიან. იქნებ ადამიანს მაინც სჭირდება ღმერთი და მათი დიდი ნაწილი თავს ირწმუნებს მის არსებობაში. ასეთ სემთხვევაში ჩნდება კითხვა, რად უნდა ადამიანს ღმერთი? იქნებ იმისთვის, რომ სჭირდება ვიღაც არაამქვეყბიური მშველელი ხელი. არის შემთხვევები, როცა ვერც ერთი მოკვდავი გარკვეულ საკითხში ვერ დაგეხმარება. უბრალოდ უძლურია და მაშინ ვაღვიძებთ იმ ყოვლისშემძლეს, ყოვლისმცოდნეს, უკვდავსა და კეთილს, რომელიც მუდამ მზად არის ჩვენს დასახმარებლად. ღმერთი საჭიროა წმინდა უტილიტარული თვალსაზრისით (უტილიტარიზმი– ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის თანახმადაც, “რაც სასარგებლოა,– ის ჭეშმარიტია”).

ალბათ, ადამიანი დაიღალა უფლის ძებნით. უბრალოდ იცის რომ სჭირდება და ათეისტების გვერდით გაჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც თავს გნოსტიკოსებსა თუ აგონსტიკოსებს უწოდებენ. გამოაცხადეს– “შეუცნობელ არს გზანი უფლისანი” და შეწყვიტეს მისი კვალის ძებნა.

პ.ს. ხშირად მეუფლება დაუძლეველი სურვილი რწმენისა, ძალიან მინდება ხოლმე მეც ვინმე ისეთის არსებიბა დავიჯერო, ვინც ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება. თუ ვინმე, სადმე, ან ავლილს, ან ჩავლილს (კლკდეზე გადაჩეხილი არ მაძლევს ხელს) დაინახავთ, არ დაგავიწყდეთ მაცნობოთ მეც ამის შესახებ დაუყოვნებლივ.

Advertisements

70 thoughts on “ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია

  1. vaax pirveli var 🙂 🙂 🙂 es adrec gaqvs ise chemtan natqvami magram agar gavagrdzelet 🙂 kaamati mezareboda da mezareba saertod amastan dakavshirebit rogorc shen 🙂

    • არა და eერთობ საკამოთოა. აქაც ვთქვი და საერთოდაც არ ვფიქრობ, რომ ეს ჭეშმარიტებაა. ჯერ არაფერი ვიცი. ხვალ შესაძლოა სულ სხვაგვარად მეთქვა

  2. adamianebi ar icvlebian magram shexedulebebi ecvlebat 🙂 ra tqma unda shenc adamiani xar 😀 da ra gasakviria xval azri shegecvalos kaco.

  3. “ამის შემდეგ მან ღმერთის სიკვდილი გამოაცხადა”

    ამასწინ მეც ეს აზრი მომივიდა თავში, ცოტა ხანი ვიწრიალე და მივედი იმ დასკვნამდე რომ თუ ოდესმე ღმერთი არსებობდა, იგი ეხლა, აუცილებლად მკვდარი უნდა იყოს.

  4. mkidia.

    მე მაქვს ჩემი რწმენა. არ განვიხილავ აქ არაფერს.
    მომეწონა პოსტი, მართლა.

  5. რელიგია რომ გვერდზე გადავდოთ კარგი ნამუშევარია.
    რწმენა იმისაა რომ ბრმად უნდა ირწმუნო :)) ასე, რომ ნუ დაელოდები სასწაულს რათა ირწმუნო 🙂

    • რომ ამბობენ სასწაულები არსებობსო და თქვე უმადურებო მაინც რატომ არ გჯერათო? აი, მე ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი რიტორიკა მესმის. ნუუ, ყველაზე ხშირად მართლმადიდებლები მაინც იმ ცეცხლის გადმოსვლით აპელირებენ ხოლმე

    • ბრმად რო ენდობიან და წამთ მაგიტომ ვართ კაი დღეში

  6. “მიუხედავად ჩემი დაუღალავი მტკიცებისა, რომ ღმერთი არ არსებობს, მაინც ვატარებ ნათლობის ჯვარს, რომელიც არასდროს მომიხსნია გულიდან. ფეისბუქის ინფოშიც სრულიად გაუაზრებლად ჩავწერე სიტყვა “ქრისტიანი”. რატომ ვარ მე ქრისტიანი.?”

    ფეისბუქის ინფოს ადვილად მიეხედება შენ რომ სურვილი გაგაჩნდეს, მაგრამ მაინც ტოვებ ნაწერს რომ ხარ ქრისტიანი ხარ.
    რატომ ხარ შენ ქრისტიანი?
    დაიბადე საქართველოში შექმნილ ქართულ ოჯახში, რაც იმას ნიშნავს რომ:
    ბევრი რომ არ ვწერო ახსნა-განმარტებები, კარგად იცი თვითონაც საქართველოში თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაა სიტყვებს – ქართველსა და მართლმადიდებელს შორის. ეს სიტყვები ერთმანეთს “უნდა” ემთხვეოდეს.
    დაიბადე ამ სახელმწიფოში და ქრისტიანად მოგნათლეს მანამ, ვიდრე შენ საკუთარი ცნობიერებით მიხვიდოდი სარწმუნოებამდე. “გაგხადეს ქრისტიანი” თავისივე სურვილით.

    სვამ კითხვას: რატომ ვარ მე ქრისტიანიო? არ ხარ შენ ქრისტიანი, მაგრამ ჯვარს ატარებ, ეკლესიაშიც დადიხარ, პირჯვარს იწერ და დარწმუნებული ვარ სანთლებსაც ანთებ (ალბათ) საჭიროების შემთხვევაში.
    ამ ყველაფერს კი აკეთებ იმიტომ, რომ არ იქცე მარგინალად.
    სხვა შემთხვევაში შესაძლოა რამე უხერხულობა შეგექმნას. გარემო შემოგხედავს როგორც “სხვანაირი” (არ თქვა არ მაინტერესებსო სხვების აზრი)

    “-შეგნება მაქვს გაორებული, მოძღვარო, შეგნება! ათეიზმს ვქადაგებ, ამავე დროს ჯვარსაც ვატარებ. იქნებ ამიტომ აირია ჩემი ცხოვრება?
    -სწორედ,კლუბში ათეიზმის ქადაგების შემდეგაა მიზანშეწონილი ეკლესიაში სიარული და ცოდვების მონანიება.” (ფილმიდან “მონანიება”)

    პატივისცემით მე

    • უიჰ, არა. აქ შევცდით. გულზე ჯვარი და ფეიბუქის ინფოში ქრისტიანი ქვეცნობიერ დონეზეა. აი, ეკლესიაში სიარულს რაც შეეხება, მანდ სრულებით გააზრებულად ვუცხადებ ბოიკოტს. აღონდ ამას ფიგურალურად არ ვამბობ. თუმცა, ბოიკოტს ვუცხადებ არა ზოგადად ეკლესიას, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. ჩემს მარგინალიაზაციას რაც შეეხება, აქაც ცდები. ნამდვილად სრულიად მარგინალური ვარ. სხვა 233 ადამიანთან ერთად ჩემზეც თქვა საპატრიარქოს პრესმიდავანმა, –ესენი საზოგადოების წევრები არ არიანო (ვგულისხმობ მიმართვის ტექსტს, რომელიც დაახლოვებით ერთი წლისს წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა.
      ისიც უნდა დავამატო, რომ ფესბუქის ინფოშიც ხაზგასმით მიწერია არა ქრისტიანი–მართლმადიდებელი, არამედ ქრისტიანი ეკუნმენისტურად განწყობილი(რელიგია: Christian; Ecumenical-minded). ასე, რომ რისი რისი და დისკრედიტაციისა და მარგინალიზაციის ნამდვილად არ მეშინია. ალბათ, ეს ჩემი ბლოგის ტიტულსაც ეტყობა. 🙂

      • კეთილი mwvanevashli, პრინციპში გასაგებია ყველაფერი.
        მე მხოლოდ მოგიწონებ თუ მარგინალიზაციის არ გეშინია.
        ოღონდ საკუთარი თავის მარგინალიზება არ უნდა იყოს თვითმიზანი,
        არამედ საკუთარი მარგინალიზება უნდა დეკლარირებდეს არსებული მარაზმში გადასული დოგმა-სტერეოტიპების წინააღმდეგ გამოთქმულ და გამოხატულ საღ, დასაბუითებულ აზრს.

  7. კეთილი. ფეისბუქზე თუ დამემატები, გამიხარდება 🙂 მოძებნა რთული არ იქნება, ჩემი გვერდის ემბლემა ამავე ბლოგის ოდნავ ზედა მხარესაა.

  8. “ხშირად მეუფლება დაუძლეველი სურვილი რწმენისა, ძალიან მინდება ხოლმე მეც ვინმე ისეთის არსებიბა დავიჯერო, ვინც ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება.”
    ამაზე გული ამიჩუყდა თავისებურად.

  9. “რასაკვირველია შენც ადამიანი ხარ” და რა საოცარი იქნებოდა ეს ასე რომ არ იყოს 🙂 ))))))))) ” kargi pasuxi iyo 🙂 nikoloseuli 😀 chemsas jobda 😀

  10. მოვბობღდი კომპამდე :დ დილას რა კარგი აზრები მქონდა და სულ შემომეფანტა 😦 :დ

    მე ქრისტიანი ვარ. მჯერა რომ ღმერთი არსებობს.
    და ყველაში, ყველგან და ყოველთვის ვხედავ ღმერთს, ვის თვალებში იქნება, ვის საქციელში, რა მოვლენაში. უბრალოდ, ხდება ხოლმე რომ ადამიანი თვითონ ასახიჩრებს ღმერთის ხატებას თავის თავში.

    მე მჯერა რომ ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი უფალთან და ამიტომ არ მიყვარს ეს ჭკუის სწავლებები.
    კარგია როცა კითხვები ჩნდება. ყოველთვის მიხაროდა (და არა მარტო მე, ჩემს ლექტორებსაც :დ), როცა კითხვა მიჩნდებოდა იმიტომ, რომ მერე ვიწყებდი პასუხების ძიებას და არ ვისვენებდი სანამ რაიმე პასუხს არ ვიპოვიდი.

    თუ ადამიანი დაიღლება, დაე შეისვენოს და მერე ისევ გააგრძელოს. ყველანი ვიწყებთ საიდანღაც და მივდივართ სადღაც…

    ხო, კითხვა იყო დასმული 😛
    ღმერთი გვჭირდება ჩვენ და იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია :დ

    რაც შეეხება კანონებს. ყველაფერი მაინც ინდივიდუალურამდე დადის. იმდენად მრავალფეროვანია ეს ცხოვრება, იმდენად არასრულყოფილი ეს კანონები, რომ ზოგჯერ ძნელია ასე ერთი ხელის მოსმით გაავლო ზღვარი. თვით ზნეობრივი კანონებიც კი.

    პ.ს. მუსიკას კარგად არჩევ 🙂

    • შენის ნებართვით რამეებს გეტყვი რეპლიკების სახით.
      1. ამბობ: “ხდება ხოლმე რომ ადამიანი თვითონ ასახიჩრებს ღმერთის ხატებას თავის თავში.”
      -კარგი, მაგრამ ის რომ ღმერთის არსებობას უშვებს ადამიანი ამასაც ხომ თვითონ აკეთებს თავის თავში. რწმენა სწორედ რომ დაშვებაზეა აგებული. ვთქვათ: მეხის ჩამოვარდნა შეიძლება ვინმემ ღვთის ნიშნად, ღვთის გაფრთხილებად ან სასწაულადაც კი მიიღოს, მეორე დღეს მოყვეს რომ ტყის პირას ცეცხლის სახით ღმერთი გამოეცხადა. მაგრამ ამავე დროს სხვა ვინმემ ეს ფაქტი (მეხის ჩამოვარდნა) ჩვეულებრივ, მორიგ ბუნებრივ მოვლენად აღიქვას და საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
      2. გიწერია: “ღმერთი გვჭირდება ჩვენ და იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია”.
      -ვინ თქვა რომ ღმერთი არის სიყვარული? სახარებებში წერია? (მე არ გეკამათები უბრალოდ, ვცდილობ, რაციონალურად ვიმსჯელოთ)
      ჩვენ ღმერთი გვჭირდება თუ სიყვარული?
      ისე, იმას თუ დაუკვირდი რომ სიყვარული ყველაზე ძლიერი და ყველაზე მეტად დადებითი ემოციების მატარებელი და დადებითი განცდების გამომწვევი გრძნობაა და ღმერთის გაიგივებაც სწორედ ამ გრძნობასთან ხდება.
      პატივისცემით მე

  11. ადამიანი ძალით და მოჩვენებით მორწმუნე არ უნდა იყოს.

  12. ”ღმერთი რომ არ არსებულიყო, ხალხი მას აუცილებლად გამოიგონებდა” – ვიღაცამ თქვა მაგრამ არ მახსოვს ზუსტად ვინ. კარგი სტატია იყო, მთელი გულით წავიკითხე. ადამიანი შეიძლება ღმერთის შეცდომაა, ან იქნებ ღმერთია ადამიანების შეცდომა.. ესეც ნიცშესია.

  13. ძლივას დავჯექი კომპთანა :დ

    @ნიქსოლოგ
    რა პრობლემაა, გიპასუხებთ 🙂

    1)ცხადია,თავის თავში თუ არ დაუშვა,ისე ძნელია. მაგრამ განა ეგ ღმერთის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს? აი, კაცი მოდის, უცბად რიყის ქვაზე ფეხი წამოკრა და ჯიუტად იძახის არ არის აქ რიყის ქვაო (კიდეც ამიტომ წამოვიდა ანდაზა: კაცს თუ არ უნდა, რიყის ქვას ვერ დაანახებო :დ). რასელით აღფრთოვანებული, მეც ასე გეტყვით: შენ რომ შენს წინ ხედავ მაგიდას, დახუჭავ თვალებს და აღარ ჩანს. ნიშნავს ეს კი იმას რომ არ არსებობს მაგიდა, რომელიც წუთის წინ დაინახე? ის რაც არ გვინახავს (ან არ გვინახავს იმიტომ რომ არ დავკვირვებივართ, არის საკმაო საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ არსებობს? (ნებისმიერ რამეს ვგულისხმობ, ანუ ზოგადად ვამბობ)

    2) სახარებაში არა, მაგრამ მოციქულის წერილებში კი. თუ არ მეშლება, პავლე მოციქული ამბობს. მაგრამ მე რაზე მეცინება, იცით? მორწმუნეების გარკვეულ (სავარაუდოდ დიდ) კატეგორიას ღმერთი ჰგონია მოხუცი, ბაბუა, რომელიც ზეცაში ზის ტახტზე. პრინციპში, რაშია საქმე, მე არ ვუარყოფ ღმერთის გაპიროვნებას, მაგრამ არც მის აბსტრაგირებულ სახესაც ვუარყოფ. ღმერთს შეუძლია ყველა ფორმის მიღება (მათ შორის მოხუცის), მაგრამ რატომ არ შეიძლება ღმერთი სიყვარული იყოს? თუ რახან სიყვარული აბსტრაგირებული ცნებაა და ღმერთი კიდევ პიროვნება, ამიტომ შეუძლებელია გავაიგივოთ?

    ხოდა, როცა თქვით ჩვენ ღმერთი გვჭირდება თუ სიყვარულიო, მივხვდი, თქვენთვის ეს ორი განსხვავებული ცნებაა :დ

    @მოიაში
    დუმბაძესთან ხომ არ შეგხვდა? ისიდორეს მონოლოგში?

    • 1.”ცხადია,თავის თავში თუ არ დაუშვა,ისე ძნელია. მაგრამ განა ეგ ღმერთის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს?”
      – როგორ არ აყენებს 🙂
      მე რომ გითხრა, მარტყოფის ტყეში წმინდა გიორგი გამომეცხადა მეთქი დაიჯერებ? მიპასუხე ძალიან მაინტერესებს…
      2.”მაგრამ მე რაზე მეცინება, იცით? მორწმუნეების გარკვეულ (სავარაუდოდ დიდ) კატეგორიას ღმერთი ჰგონია მოხუცი, ბაბუა, რომელიც ზეცაში ზის ტახტზე.”
      -რატო გეცინება მაგაზე ვერ ვხვდები… სასაცილო რაა ამაში?
      3.”რატომ არ შეიძლება ღმერთი სიყვარული იყოს?”
      -რატომ გინდა რომ სიყვარული მოაქციო ღმერთში? (ღმერთი სიყვარულიაო, ამას არ ვგულისხმობ)
      მაშინ ღმერთი რისთვის გვჭირდება თუ სიყვარული გვექნება?
      4.”შენ რომ შენს წინ ხედავ მაგიდას, დახუჭავ თვალებს და აღარ ჩანს. ნიშნავს ეს კი იმას რომ არ არსებობს მაგიდა, რომელიც წუთის წინ დაინახე? ის რაც არ გვინახავს (ან არ გვინახავს იმიტომ რომ არ დავკვირვებივართ, არის საკმაო საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ არსებობს? (ნებისმიერ რამეს ვგულისხმობ, ანუ ზოგადად ვამბობ)”
      -პირველი: მე ღმერთი არასოდეს მინახავს, ძალიან მინდა ეს მოხდეს.
      -მერე მეორე: რა გინდა მითხრა რომ ღმერთს “ნი ვიჟუს” ვუკეთებ? ძალიან დაკვირვებული ვარ, მართლა.
      5.”ხოდა, როცა თქვით ჩვენ ღმერთი გვჭირდება თუ სიყვარულიო, მივხვდი, თქვენთვის ეს ორი განსხვავებული ცნებაა :დ”
      -და თუ ღმერთია ამქვეყნად სადმე, სიყვარულია თავად ის ღმერთიც 😀

      პატივისცემით მე

  14. @ kevana @ moiashi ვოლტერის სიტყვებია ეგ ,,Если бы Бога не было, его надо было бы выдумать”.

    ქევან, იცი, რაღაცებში მეც ვერ დაგეთანხმები. ის წარმოდგენები რაც გვაქვს ღმერთზე, ისიც ხომ ჩვენს მიერაა შექმნილი. ეს ხომ არ არის ობიექტური რეალობა. ჩვენს მიერ არის შექმნილი–მეთქი, როცა ვამბობ არ ვგულისხმობ თითოეული ჩვენგანის პირად წარმოდგენებს. ქრისტიანებს ის წარმოდგენები აქვთ ღმერთზე, რაც მათ მოსემ და სხვა მსგავსმა სულიერმა ლიდერებმა მიაწოდეს. მუსულმანებს მუჰამედმა მისცა ეს წარმოდგენები. იუდეველებს დავითმა. ბუდისტებს გაუტამა ბუდამ. ასე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიღაცის სიტყვას ვენდობით, რომ ეს არის ღმერთი, ასეთია ის. ჭაღარა წვერი აქვს, კეთილია, თეთრი პერანგი აცვია, უკვდავია, ძლიერია და ა შ და ა შ. სინამდვილეში… ჩემთან ის არ მოსულა და არ ვიცი, როგორრია იგი სინამდვილეში. რატომ უნდა ვერწმუნე მოსეს, აბრაამის, ელიას ან სხვათა სიტყვებს? იქნებ არც მათ უნახავთ?

    ერთი იაპონური მოკლე ამბავია, რომელიღაც ფილმში იყო, ზუსტად არ მახსოვს. სამი პეპელა მსჯელობდა ცეცხლის ძალაზე. ერთი ახლოს მიფრინდა ცეცხლთან და თქვა, –ცეცხლი ანათებსო. მეორე ლამპის კედელთან მიფრინდა და თქვა,– ცეცხლი ცხელიაო. მესამე შიგნით შეფრინდა და გაიგო, თუმცა ამბის გამოტანა ვეღარ შესძლო. როცა, გავიგებ, ვერც მე შევძლებ გიპასუხოთ, სამწუხაროდ. თუმცა, ოდესმე ყველანი გავიგებთ სიმართლეს მის შესახებ. სხვა რა დაგვრჩენია, თუ არა ლოდინი ;). არც ისე დიდი დროა იქამდე სამწუხაროდ 😦

    • ნუ დამეთანხმები მერე :დ

      აი ეს კარგ საკითხს შეეხე: ობიექტური რეალობა. მაინტერესებს გავიგო რა არის ობიექტური რეალობა 🙂

      • მაგას გაიგებ, ოღონდ გვიან. თუ ღმერთი არსებობს, ეგეც ღმერთის ნება იქნება ადრე გაიგებ თუ გვიან 😉 რა სულსწრაფები ხართ ეს ადამიანები, ძეედა!

  15. საინტერესო პოსტი იყო. ძალიან ბევრ რამეს სწორედ ასე ვხედავ ასე ვფიქრობ, როგორც გიწერია. ხშირად მაწუხებს უპასუხო შეკითხვები. ბევრი შეკითხვები. უფრო ქართულ-მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე. არ მჯერა ადამიანების შეთხზული დოგმების და აკრძალვების. მე მჯერა, რომ კეთილსინდისიერი მუსულმანიც და სულ უღმერთოც სამოთხეში მოხვდება, განა მარტო უცოდველი მართლმადიდებლები. და სამოთხე ვერ დაემსგავსება მრავალსართულიან ბინას, სხვადასხვა სართულზე სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი მორწმუნეებისა და უცოდველებისთვის.
    რეინკარნაციაც მჯერა როგორღაც.. მოკლედ, დომხალი მაქვს თავში, მაგრამ ღმერთის არსებობა ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, ვგრძნობდი და ვგრძნობ. სიყვარულიცაა და სიკეთეც. ეს არის ენერგია, დადებითი ენერგია. და ეს არ არის თეთრწვერა მოხუცი ღრუბლებზე რომ ზის, არც ის მჯერა, რომ ღმერთი ყველას საქმეში ერევა და ყველაფრის საქმის კურსში სურს იყოს. ღმერთმა შექმნა სამყარო და მოგცა არჩევანის შესაძლებლობა. დანარჩენი აპ თუ იუ 🙂
    ქევანას ისე კარგად უწერია….აზრი არ აქვს ახლა იგივე სხვა სიტყვებით გადმოვცე.. აი, ქევანას აზრს ვეთანხმები.

  16. არ არის ადამიანი ადამიანისთვის ღმერთი 😦 მგელია, ნაღდად მგელია. ეტყობა ძა;იან უდარდელი და ბედნიერი ახალგაზრდა ხარ, თუ კი ჯერ ადამიანის მგლური ეშვის გემო არ გიწვნევია. ეს კარგია 🙂

    • არა, მე იმ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ ადამიანი ადამიანისთვის მხოლოდ ადამიანი უნდა იყოს. ღმერთი საერთოდ არ არსებობს და შესაბამისად ვერც ადამიანი იქნება ის და მგელს რაც შეეხება… თუ ღმერთი არსებობს, ის მგელიც მაგისი შექმნილი იქნება, ანუ კეთილი საწყისი აქვს მგელსაც. :)ვოოოტ!

  17. ძირითადად მეზარება ხოლმე ლაპარაკი, მარა მაინც დავწერ…

    თემა ისეთია ყველა წამოეგება.
    პოსტი ნორმალურია. 🙂

    :d როგორ უყვართ ადამიანებს ფილოსოფოსობა.

    მითუმეტეს ქართველებს.

    20 კაციდან – 17 პოლიტიკოსია, 20 ფილოსოფოსი.

    რაც შეეხება ღმერთს: რა თქმა უნდა არსებობს და იარსებებს, რაც არ უნდა დაგმო. :mo:

    ღმერთს მაგარი იუმორი აქვს. აბა ისე არავის არ შეგვქმნიდა. :givi: :))

    ძირითადად ადამიანები საკუთარ თავში ღმერთს იმიტომ კლავენ, რომ თავის-უფლები გახდნენ. :sa: :givi:

    ღმერთით მანიპულირებენ, რადგან ადამიანებს რაღაცის რწმენა ჩაუსახონ, იმედი და ათასგვარი სისულელე……
    შიში ჩაუსახონ, იმის რომ მათი საქციელისთვის ოდესმე ვიღაც პასუხს აგებინებთ და ჯოჯოხეთის “ქარცეცხლში” “დაიწვებიან”. :givi:
    ღმერთი რომ არ “გამოეგონათ”, ადამიანები აღვირახსნილობას მიეცემოდნენ და ამ ბინძურ სამყაროში უარესი ქაოსი დაისადგურებდა.

    (ჰომმმ ერთ-ერთი ყველაზე სადაო მწერალი….)
    ნიცშეზე ბევრი საუბარი არ მიყვარს, უმჯობესია ჩემთვის შევინახო ჩემი დასკვნები, მაგრამ ამას მაინც დავწერ. :sa:

    “ღმერთი მოკვდა.” ამ სიტყვებს ყველა იცნობს, მაგრამ რაც მათ უკან მოჰყვება იშვიათად თუ ამატებენ და იციან. ძირითადად მაგას მხოლოდ დილეტანტები წერენ, ისინი ვისთვისაც მხოლოდ ნიცშეს ფრაზებია ცნობილი. (მეზარება იმის დაწერა, სად და რატომ მოკვდა ღმერთი ნიცშეს შემოქმედებაში. გეცოდინებათ ვინმეს.) : )

    გუშინ ეშმაკს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ ღმერთი მოკვდა.
    ადამიანებისადმი სიბრალულმა მოკლა იგი 🙂 😦

    ნიცშე- ადამიანი, რომელიც ღმერთს ეძებდა
    და
    მოკვდავი, რომელსაც ღმერთი სწყუროდა. :givi:

    P.S სწამდა, ყველაზე მაგრად სწამდა ამ კაცს, მა რა. (nod)
    არაჰ, ყველაზე ხმამაღლა სწამდა იმ ადამიანთა შორის ვინც კი დაბადებულა.

    ra mniSvneloba aqvs vin gwams budda, qriste, krishna, vishnu, mahatma, alahi, tu sxva romelime sheni gamogonili gmerti? mtavaria gwmas ragac. :givi:

    ღმერთმანი რამდენი სისულელე დავწერე :mo:
    მომიტევეთ ბოდვანი ჩემნი. :)) :boli:

    Naoki sama. 🙂 :mo:

    • ნიკი კარგი გაქვს, მაგრამ… აი, რომ გითხრა ნამდვილად მართლმორწმუნე ქრისტიანი იყო–მეთქი… ნიცშე ქრისტიანობის არც ერთ პრინციპს არ იზირებდა, ისეთებსაც კი, რასაც მე სრულებით უვნებლად მივიჩნევ. რა ვიცი, ინცესტი არამგონია რომელიმე დროში გაამართლოს ამ რელიგიამ. მაინც გაჯობე ნაზარეველო! ისე, ყველანი ნიცშეს რო ახსენებს და მარტო მის შესახებ წერთ კომენტარს, აქ უფრო დიდი ადგილი ჰეგელს დავუთმე… რას ერჩით მაგ კაცს, დავიჯერო არ იცნობთ? 😀

    • ისე ერთი შეკითხვა მექნებოდა:
      -რატომაა მთავარი რომ რომელიმე რეიგიის გწამს?

  18. პ.ს. ისე მართლა რატომაა მთავარი რომ მორწმუნე იყო?

  19. 😀 :D:D nicSeze xom isedac viciT. :D:D:D:D

  20. ” mtavaria gwmas ragac. :givi: ”

    ragac da ara romelime religia.
    tu rwmenas kargav cxovrebas azri ekargeba.
    (sheidzleba) arc aqvs azri cxovrebas, magram mainc edzeb da gwams RAGACIS.
    hamm

    • ჰეჰ, არაფერიც არ ეკარგება. აი, მე არ მწამს, მაგრამ არ დაკარგვია. ისე, ათეისტები უფრო მეტად ვაფასებთ სოცოცხლეს, ჩვენ თქვენგან განსხვავებით არც სამოთხის გვჯერა და არც რეინკარნაციის. ასე რომ ვიცით, ბახ და ვსიო, დამთავრდება ყველაფერი, შესაბამისად ვცდილობთ უფრო მეტი სიამოვნება მივიღოთ ამქვეყნიური ცხოვრებისაგან 🙂 აპააა

      • ხამმ მე არაფრისტი ვარ, მწამს ჩემი გამოგონილი ღმერთის ესაა და ეს.

        “უფრო მეტად ვაფასებთ სოცოცხლეს, ჩვენ თქვენგან განსხვავებით არც სამოთხის გვჯერა და არც რეინკარნაციის. ასე რომ ვიცით, ბახ და ვსიო, დამთავრდება ყველაფერი, შესაბამისად ვცდილობთ უფრო მეტი სიამოვნება მივიღოთ ამქვეყნიური ცხოვრებისაგან აპააა”

        დიახაც, დიახაც, დიახაც. :d 🙂

      • და რომ მოკვდები მერე? რას დატოვებ სიკვდილის მერე? 🙂

    • naoki sama – ძვირფასო ნაოკი სამა, შენ იცი რომ არაფრის რწმენაც რწმენაა?
      ამიტომ მცდარად ფიქრობ

  21. @naoki sama ანუ, ათეისტი არ იყო?

  22. @ kevana მე მეკითხები თუ სამას?

  23. შენ, გრინ აპლ, შენ 😀

    • რა უნდა დავტოვო? რა ვიცი, ბლოგი დარჩება, ფბ–ს ექაუნთი, ჩემი დიპლომი, გამოქვეყნებული სტატიები, ჩემი ფოტოები, ჩემი სათამაშო ჩებურაშკა, საპნის ბუშტების გასაშვები კონტეინერი, ჩემი წიგნები და მოგონებები ჩემზე 🙂

  24. ყველაფერში გეთანხმები.
    კარგადაა დაწერილი და ზუსტია.
    პ.ს._ს რაც შეეხება,ძალიან ჩემია.

  25. “-ათეისტები მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ.”

    :d 😀 😀 (wasntme) 😀

  26. შენ გყავდა გვერდით ადამიანი მაგრამ არ იცი დაფასება და დაკარგე და ყოველთვის მარტო იქნები. უნდა დააფასო ის რაც უკვე გაქვს . . .

    • :/ მგონი სხვაგან მოხვდით. ვწუხვარ

      • ა ვიპოვე ) მშვენიერია. შენ ვინ ხარ არ ვიცი მაგრამ ეს იმას ეხება ვისი facebook-იც აქ არის მითითებული 😉 სხვაგან არა იქ ვარ სადაც უნდა დამეწერა 😉

  27. პ.ს. ათეისტები საკმაოდ საინტერესო პიროვნებები არიან.

    • ჩემი ფეისბუქია მითითებული. ეგ მე ვარ :დ მაგრამ შენს კომენტარს მაინც ვერ ვაკავშირებ ჩემს თავთან. სავსებით ვარ დარწმუნებული რომ გეშლები

  28. ნამდვილად არ მეშლები 😉 საკმაოდ დიდი ხანია უკვე გიცნობ! და არ მეშლები )) თუმცა ივიწყებ წარსულს, წარსული მუდამ ჩრდილად დაგყვება! წარმატებები ნიკა.მომეწონა ეს საიტი და გისურვებ წარმატებებს)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s