სამარხვო ბლოგი

ნეპალი – სამოთხე ჩინეთსა და ინდოეთს შორის

28 Comments


ნეპალი – ქვეყანა, სადაც სიცოცხლის დარჩენილ, ალბათ, არც ისე ცოტა წელს, სიამოვნებით გავატარევდი. ნეპალი, როგორც სათაურშივე გამცნეთ, ორ დიდ სახემწფოს შორისაა ჩაჩეხილი დაბურულ მთათა სისტემაში. თვითონ ნეპალი საკმაოდ პატარა სახელმწიოა, ტერიტირიული ფართობით, დაახოლვებით, საქართველოს ხელა, თუმცა მოსახლეობის რაოდენობით, ალბათ, ათჯერ მაინც აჭარბებს მას.

ეს ქვეყანა ერთiს მხრივ, ძალიან კონსერვატიულად შეიძლება მოგეჩვენოთ. ბოლოს და ბოლოს მეფეც ჰყავთ და სამეფო კარიც, თუმცა პროგრესულად მოაზროვნე მონარქმა იგი ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკად აქცია. სხვათა შორის ნეპალის ამჟამინდელ მეფეს იტონისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების განათლება აქვს.

ახლა კი თავად ქვეყნის შესახებ. ნეპალiს ერთ–ერთ მთავარ ღირსებად შეიძლება მისი კულტურული მრავალფეროვნება ჩავუთვალოთ. მისი დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი ცასა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად, მის ერთ ნაწილში მრავალქმრინობაა მიღებული. ანუ, ორ ძმას ერთი ცოლი ჰყავს,  ამასთანავე ასეთ შემთთხვევაში შვილებიც საერთოა. ანუ, ორივე ძმა თანაბრად ინაწილებს პასუხიმგებლობას, თორემ ორივე ერთდროულად ყველას ბიოლოგიუირი მამა ხომ ვერ იქნება. ეს ძირითადად ფინანსურუი რესურსების დაზოგვითაა განპირობებული. ძალა ერთობაშიაო, როგორც ჩვენი გერბის ქვეშ არსებული წარწერა იტყოდა. ეს მრავაქმრიანობას რაც შეეხება, მის სხვა მეორე ნაწილში კი მრავალცოლიანობა გვხვდება. თუმცა, ასეთი ფუფუნების უფლებას თავს მხოლოს ფინანსურად ძალზედ მყარი ტიპები აძლევენ თავს. რამდენიმე ცოლის შენახვა ხომ არც ისე იოლია.

ახლა რელიგიის ამბავზეც ვთქვათ. აქ ძირითადად ინდუიზმი და ბუდიზმია გავრცელებული. ორივე რელიგია საოცრად მშვიდობიან თანაცხოვრებას ეწევა ამ ქვეყანაში. თუმცა ამ ორი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის პარალელურად სხვა კონფესიებიც ჰარმონიულად თანაარსობენ ამ მიწაზე.

კრიმინოგენულ ვითარებას რაც შეეხება აქაც შესაშური მდგომარეობა გვაქვს. ნეპალში თუ რამეს დაკარგავ, ნივთის პირველივე მპოვნელი აუცილებლად მოგძებნის, მოგაგნებს და დაგიბრუბენს დანაკარგს. ხომ ვამბობდი სამოთხეა–მეთქი.

ნეპალის ხსენებისას, არ შეიძლება ავცდეთ კუმარის თემას.  კუმარი ადგილობრივი ქალღმერთია. ქალღმერთი ეძახე შენ თორემ , ისე რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ბავშვია. კუმარის შესახებ მრავალი ლეგენდაა, რომლებიც ძირითადად ცოდვილ მეფეებსა და რა თქმა უნდა ნამდვილ ქალღმერთებს ეხება. მოკლედ ასეა თუ ისე, კუმარი მაინც ჩვეულებრივი ბავშვია, რომელიც დიიიდ სასახლეში ცხოვრობს, რთული საქმეებით არის დაკავებული და იქ მანამდე დარჩება, სანამ პირველი მენსტრუაცია  ექნება, ანუ სანამ დაქალდება. კუმარად გოგონას არჩევა საკმაოდ რთულ პერიპეტიებთან არის დაკავშირებული, სანამ ,,ჟიური” დარწმუნდება, რომ ის ნამდვილად ქალღმერთ ტალეჯუს რეინკარნაციაა. გაქალღმერთების შემდეგ ის უბრალო მოკვდავთათვის მხოლოდ დღესასწაულებზე ჩნდება. მის სადიდებლად ყოველდღე აღავლენს ლოცვას ადგილობრივი მღვდელმთავარი. მონაწილეობს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეებში და ა შ და ა შ.

ნეპალში ასევე მთავარ სიმდიდრს წარმოადგენს მსოფლიოს შვიდი უმაღლესი მწვერვალი, აქედან რა თქმა უნდა მთავარი ევერესტია. ნეპალში ყველგან მთებია, თანაც იმ სიმაღლე რომ ამ დაჭმუჭნულ საქართველოსაც რომ შეშურდება. თვითონ ნეპალელები საკმაოდ გულღია, თბილი, კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხია. ალბათ, სწორედ ამ უკანასკნელმა განაპირობა ქვეყანაში ტურიზმის ასე განვითარება. ნეპალის ბიუჯეტის მთავარ შემოსავალს ხომ სწორედ ტურიზმიდან შემოსული თანხები წარმოადგენს.  ნეპალი ქვეყანაა, რომელზეც შეიძლება უსასრულოდ ვწერო. თუმცა მეტს მაინც აღარ გავაგრძელებ, ჯობია ფოტოებიდან დატკბეთ მისი სილამაზით.

Advertisements

28 thoughts on “ნეპალი – სამოთხე ჩინეთსა და ინდოეთს შორის

  1. ნეპალზე შეყვარებული ჩემი ნიკოლო ❤

  2. წავიდოდი 🙂 და ერთადერთი დისკომფორტი აბანო იქნებოდა 😀 😀 😀 სურათებს თუ დავაკვირდებით აშკარაა წლის გაყვანილობა არ აქვთ 🙂 ხოდა ის ბავშვი მერე ოჯახში ბრუნდება და განაგრძობს სხვების მსგავსად ცხოვრეაბას?

    • არა, ეგ ყველგან გრე ხომ არაა. აქ ერთი ფოტოც არის მდიდრული კვარტლის. თანაც, შენ როგორსაც გინდა, ისეთ სახლს აიშენებ. დემოკრატიული ქვეყანაა, არავინ არაფერს გიშლის. წამოდი რა 😐

  3. ჰო, ბრუნდება და განაგრძობს, თუმცა საკმაოდ დიდი ფულს და სიმდიდრეს ატანენ. სიცოცხლის ბოლომდე ფინანსურად უზრუნველყოფილია. თუ უფრო წვრილად გაინტერესებს, ფსიქეს ბლოგზე მიწერია სტუმარ–პოსტი ამ თემაზე და ნახე იქ 🙂

  4. მდიდრული მათთვის და ჩვენთვის ნორმალური 🙂 მოკლედ მაგას რა აზრი აქვს 🙂 ანუ მაცხოვრებლების ორი ფენა აქვთ ესეიგი, წამოვალ კაცო მაგრამ უსაქმურად რომ ვიყოთ? 😐 ყველაზე დიდი 4 თვე გაძლო უსაქმურად . ექიმები მაინც ვიყოთ 😐

    • მანდ ცხოვრების არც ისე დაბალი დონეა შენ როგორც წარმოგიდგენია. ეს სახელმწიფო ეკონომიკურად ბევრად განვითარებულია, ვiდრე ის, სადაც ახლა ცხოვრობ. ნუუ, მდიდრები და ღარიბები ყველგან არიან. პოსტშიც ხომ მიწერია, ვისაც ბევრი ფული აქვს რამდენიმე ცოლი მოყავს, ღარიბებს კი, ფულის დაზოგვის მიზნით საერთო ცოლი და შვილები ჰყავთ. მოკლედ, ძალზედ უცნაური და ლამაზი ქვეყანაა. თანაც ამ საქართველოს სუსურუ–საგან განსხვავებით ყველაფერი ფერადია (ალბათ ფოტოებიდანაც შეამჩნიე). ფერები, ფერები, ყველგან ფერებია. ხალხი ლაღი და ღიმილიანი. გინდა ქუჩაში იცეკვე, გინდა ყირაზე დადექი, გიჟად არავინ ჩაგთვლის. მინდა :ს

  5. სანამ ამ პოსტს წავიკითხავ, შენი ნებართვითა და თვითგაბლატავებით, ვიტყვი, რომ ნეპალი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არაოთხკუთხედი დროშა აქვს :))

  6. როგორც ვფიქრობდი, უმაგრესი პოსტია. ჩემი სტილი ამართლებს, რააა :)))
    ჰოდა პირველ სურათზე ხომ ტიბეტია გამოსახული? უცებ გამახსენდა “7 წელი ტიბეტში” და იქაური ხალხის სტუმართმოყვარეობა 🙂

    • დანამდვილებით ვერ გეტყვი ის სურათი ტიბეტიდან არის გადაღებული თუ ნეპალიდან. ორივე მხრიდან ჩანს ევერესტი და ასასვლელიც ორივე მხრიდან არის, თუმცა რამდენადაც მახსოვს ნეპალიდან ასასვლელი ბილიკი უფრო უსაფრთხო უნდა იყოს 🙂

  7. გამოხმაურება: რაღაცნაირი ბლოგერები და მათი დახასიათება | for me, for you

  8. გამოხმაურება: რაღაცნაირი ბლოგერები და მათი დახასიათება «

  9. ვაიმე, მაგარი პოსტია, მაგრამ შეშინებულიც დავრჩი…. :X ერთი ნეპალელი ბიჭი მწერს, ჩამოსვლას აპირებს და ცოლობაც მთხოვა. ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ეს რომ წავიკითხე, დავშინდი :D. ძმებს საერთო ცოლი ჰყავთო… :X ვაიმე, არ გავთხოვდები ნეპალში. მორჩა. :D:D:D :X

  10. დიიიიიიიიიიიდი სიამოვნებით წავნეპალდებოდი!

  11. სულ ვოცნებობდი ამ იდუმალ , უცნაურ და ულამაზეს ნეპალში წასვლაზე:)) ამ პოსტის მერე კიდევ უფრო მეტად მინდაა….კარგი ფოტოაპარატი , კარგი მეწყვილე და ეგ არის რა;) პრინციპში მაწყვილის გარეშე უფრო ექსტრემალური იქნებოდა:დ;დ;

  12. კარგი ერთი-ორი წელი დამელოდე, ფულს ვიშოვი და წავედით:))) ოღონდ ჩემი მეწყვილეც უნდა აკმაყოფილებდეს რაღაც კრიტერიუმებს, ბევრი თავგადასავალი უნდა იცოდეს, თუნდაც სულელური და გიტარაზე დაკვრა უნდა იცოდეს, ნირვანას ჰანგებს ჰიმალაის ძირში სულ სხვა მუღამი ექნება:)))

  13. ჯერ 2 წელი გაქვს წინ, გიტარაზე დაკვრას კი არა რას არ ისწავლი:))

  14. saintereso statiaa 🙂 wasasvlelad motivaciis kidev erti donit asamaglebeli ☮

  15. ჰიპები რომელ მხარეს არიან?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s