სამარხვო ბლოგი

დავახასიათე ბლოგერი

21 Comments

გამარჯობა ჩემო უჩემოდ დარჩენილო მკითხველო. აი, ისევ ცოცხალი ვარ, თითქოსდა ეს რამეს ნიშნავდესო და ვწერ. დრაფტებში, ანუ გამოუქვეყნებელ პოსტებად შენახული მაქვს უამრავი თითქმის დამთავრებული მასალა, თუმცა ამჯერად ტეგ თამაშის პოსტს დავწერ, რომელშიც უხსოვარ დროს ბექამ დამტაგა. კიდევ ერთ ტეგ თამაშში დამტაგა მარგორიტამ, მაგრამ მაინც ბლოგერებს დავახასიათებ. ოღონდ, მხოლოდ იმათ, ვისზეც ვფიქრობ რომ ასე თუ ისე, ღრმად ვიცნობ. მას აშე:

ყველაზე კარგად, გაგიკვირდებათ და კნუტს ვიცნობ. ბევჯერ მიფიქრია, რატომ ვმეგობრობთ მე და კნუტი. ეს მხოლოდ იმ გარემოებების დამსახურებაა, რამაც ჩვენი მეგობრობა განაპირობა, თუ გარემოებები არაფერ შუაშია და უბრალოდ ორივეს გვაქვს ის, რაც კარგ მეგობრობას სჭირდება. სულ უფრო ხშირად ვფიქრბ, რომ მეორე.  მის გარეშე, ალბათ, ვერ გავძლებ. იქიდან გამოდინარე, რომ სულ სამ ადამიანს მივიჩნევ ნამდვილ მეგობრად და აქედან ერთი კნუტია,- ესე იგი ის კარგი მეგობარია. ნუუ, მისი იმედი შეგიძლია გქონდეს ყოველსემთხვევაში. ხშირად, მიჩნდება აზრი, რომ უსამართლოდ მსაყვედურობს ხოლმე. ისეთ რაღაცებზე, რაზეც სხვა მეგობრებს არ უსაყვედურებდა,  არ ვიცი რისი ბრალია, იმის რომ მათზე მეტს მოითხოვს ჩემგან, თუ უბრალოდ ის ადამიანი ვარ, ვინც უსამართლო ჯაჯღანსაც კი აიტანს მისგან, მაგრამ ფაქტია, ვიტან.

ბექა: ეს ახალგაზრდა ყმაწვილი ექსკურსიაზე გავიცანი. არის ბექაში ის რაღაც, რაც სხვა ბლოგერებში ვერ დავინახე და ამიტომაც ვახასიათებ მას მათზე წინ. ბექას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული პრინციპები და ზნეობრივი ღირებულებების სიტემა. აი, სორედ ამის გამო მივიჩნევ ბექას მეგობრად. ბექას არ სცხვენია თავისი სისუტეეების. შეუძლია გითხრას რომ ძმაკაცურად უყვარხარ და ეს გულწრფელი იქნება. აი, საქმეც სწორედ ეს არის, რომ ბექა გულწრფელია. რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მასაც აქვს თავისი ნიღაბი, თუმცა როცა გულწრფელია, იმდენად კარგია რომ ღირს იმ ბლოგერების მრავალრიცხოვანი სიიდან ამოიყვანო და ბექაზე თქვა რომ ამის გამო ის შენი მეგობარია.

ჯერი ალუკარდზე მიდგა და ალუკარდი ის ადამიანია, რომელიც კომბლებს თლის და ჭერში აწყობს კი არა და ყველაზე კეთილი ბლოგერია. საიმედო, რომელიც არასდროს არ გადაგაგდებს და პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვს. იმ მრავალრიცხოვანი ბლოგერებიდან, ვისაც ვიცნობ, ალუკარდზე შემიძლია ვთქვა, რომ სავარაუდოდ მასთან ღრმა სიბერეშიც ვიმეგობრებ.

ფსიქე :ზოგჯერ საყვარელი, ზოგჯერ საძაგელი. ჩაფიქრებული, უი, აქ ხართ? როგორ ხართ? არა, ეს ფსიქეს ხმით უნდა მოისმინოთ. ცოტა უპასუხესმგებოა და  მაბრაზებს ხოლმე. არა, ცოტა არა. ზედმეტად უპასუხისმგებლოა. მაგრამ ძალიან საყვარელია და… უნდა აპატიო, მაინც სხვა რა გზა გაქვს.

ეკუსი: მმმ… ფსიქეზე და მის უპასუხისმგებლობაზე ვსაუბრობდი და ეკუსიზეც იმავეს ვიტყვი. ეკუსი თუ გეტყვით, რომ დღეს 3 საათზე აუცილებლად გნახავთ, ტყუილად ნუ დაელოდებით. საუკეთესო შემთხვევაში ერთი კვირის შემდეგ შეიძლება მოიცალოს. თუმცა, ის კარგი თვისება აქვს, რომ ტელეფონს პასუხობს ხოლმე ფსიქესაგან განსხვავებით. უი, ისე რას გადავეკიდე ამ ფსიქეს.  ჰო, ეკუსის ვახასიათებდი. კარგი ჟურნალისტი იქნებოდა რომ მუშაობდეს (დაასაქმეთ ვინმემ ეს ბავშვი რა!). ისე დაგაფქვევინებს ყველაფერს, შინ მოსულმა შეიძლება მიხვდე, რომ ზედმეტი მოგივიდა. არა, ერთი-ერთზე არ დარჩეთ ამ გოგოსთან!

ადო: ადოზე ადრე ვთქვი და ახლაც იმავე აზრს გავიმეორებ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა კარგი მეგობარია, ვფიქრობ რომ თუ დასჭირდა შეიძლება თქვას,- ნიკა? ვინ ნიკა? არა, ასეთს არავის ვიცნობ! იმედი მაქვს ჩემი და მისი ურთიერთობა ასეთი გამოცდის წინაშე არასდროს დადგება. ნუუ, მამლის სამჯერ ყივილამდე მაინც.

დუდი: არა, მისი გაცნობა არც ისე ადვილია. სულ თავქარიანი იდიოტი მეგონა და აღმოჩნდა რომ საკმაოდ კარგი მასტია. მეგონა უემოციო და ცარიელი იყო, მაგრამ როგორ გამიხარდა რომ ასე არ აღმოჩნდა. დუდი, ჩემი სულ ბოლო აღმოჩენაა.

ზურიუსი: მმმ… მძიმე თემაა. ზოგჯერ ვბრაზდები. არა, ზურიუსს აქვს ნაკლი… ები. ამას ვერ უარყოფ, თუ დაევასე გაგიმართლა, თუმცა არამგონია მისი კეთილგანწყობა რაიმე რაციონალურ საფუძველზე იდგეს. ალბათ,  ჩემთვის შეუცნობელი პრიორიტეტები აქვს მას. შეუცნობელ არს გზანი ზურიუსისანი. უსტვინე ისევ, ეგ ყველაზე კარგად გამოგდის თუ წერას არ ჩავთვლით.

ლეონსიო: ამას ტყუპებთან ჰქონდა სექსი.

გაბო: თბილი ტიპია. თუმცა, ალბათ მას შემდეგ გაიგებ ამას, როცა შენ თვითონაც ანახებ რომ ადამიანი ხარ მთელი შენი ნაკლებით,  პრობლემებით, კეთილი მხარეებით, სისუტეებით. მოკლედ თუ გაიხსნები ნამდვილ და კარგ გაბოს დაინახავ.

მგონი მეყოფა, ვინც არ დაგახასიათეთ არ გეწყინოთ. შესაძლოა უბრალოდ გამორჩა.

Advertisements

21 thoughts on “დავახასიათე ბლოგერი

  1. Kai daxasiatebebi iyo (sun) doodys da gabosi yvelaze metad momewona (nod)

  2. მე ვის ვახსოვარ კი არა და ალუკარდის დახასიათება მომეწონა ძალიან. 😀 ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ბლოგერია. სხვა ბლოგერების დახასიათებაში არ ემთხვევა ჩემი აზრი შენსას. ესე იგი ალუკადი ყველასთვის ერთნაირად ალუკარდია 🙂

  3. დამასაქმეთ !!!!!!! ‎:D:D:D:D:D:D
    კარგი რა ახლა შენს გულახდილობას მე ნუ მაბრალებ ‎ ‎
    ყველაზე საყვარელი დახასიათებაა ვისიც კი მინახავს 😀
    განსაკუთრებით მომეწონა ლეონსიოზე და ცოტა გამიკვირდა ადოზე

  4. იმიტომ გეჯაჯღანები, რომ მაინც შეიმრიგდები ბოლოს და ვინმეს ხომ უნდა ვეჯაჯღანო? 😀
    ტან, სხვები მაგრად მკიდია და არ მაინტერესებს იმათ როგორ აქვთ ის, რასაც შენ გისწორებ ^^
    იმიტომ რომ სხვებზე მეტად მიყვარხარ ^_^

  5. ასეთი პოსტები საიდუმლო სირობად უნდა დარჩეს. ნუდისტ ბუდისტებზეც დაწერე, რა

  6. იცი დუდში ეგ მაღიზიანებს რომ არ არის ცარიელი და უნდა რომ ეგეთი გამოჩნდეს 😐

  7. ლეონსიოს დახასიათება მომეწონა ძალიან 😀 😀 😀

    სულაც არ მწყინს :)))))) :***

  8. ჰაჰა, რა ხალხი, რა ხალხი :დ

    ყველას ნახვის ბედნიერება მქონია, ერთის გარდა…

    ხოდა, ასე რომ ვეთანხმები დახასიათებებს, მეტწილად ეგრეა :დ

  9. alukardi ar megona aseti sayvareli tu iyo, blogis tematikdan gamomdinare sxvanairad vfirqobdi:S dudis daxasiatebashi zustad getanxmebi, imitom rom pirvelive danaxvistanave mivxvdi iyo mashi ragac, da tanac sakmaod bevri ragac :))))ai leonsios daxasiatebaze shegidzlia miamato, chanchqertanac qonda seqsitqo(nu varaudis doneze)

    • ჩანჩქერის ამბავი პირადად უნდა მოვისმინო. ასე ვერ გენდობი. თუ რა თქმა უნდა, რაიმე მყარი კომპრომატი არ გაქვს :))))

      • გადამოწმება კარგი იქნებოდა თავად ლეონსიოსთან, მით უმეტეს, ეს ტყუპები მოძველდა უკვე და დროა ჩანჩქერის თემა გახდეს აქტუალური ფართო წრეებში :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s