სამარხვო ბლოგი

მიყვარს

9 Comments

მიყვარს…

თბიილისი ქარში, თბილისი წვიმაში, თბილისი მზეში, თბილსი თოვლში…
თბილისი, მეტეხის აღმართზე, პურის მოედანზე, ღვინის აღმართზე, თბილისი ნარიყალაზე, კალაზე, თათრის მეიდანზე, ჰარფუხში, ვარაზზე, ზემო ვერაზე…

თბილისი ყავით, თბილისი ჩაით, თბილისი ლუდით, თბილის ნამცხვრით, თბილისი თბილ ლოგინში, თბილისი დახუთულ ჰაერში…

თბილისი ხიდის ჯებირზე ჩამოსკუპებული კახპებით, პირდაუბანელი ბოზებით, მტკვარში მოსროლილი ცარიელი ბოთლებით, კონკის თელილ გზაზე მოზუზუნე ავტომობილებით, ცხელ ასფალტზე გართხმული საღეჭი რეზინით, ქარში მოხრიგინე სიგარეტის დაჭმუჭნული ყუთით. ზამთარში აბუზული ბეღურებით, ქვაშვეთის გუმბათზე შემორჩენილი ძმათათვის ნასროლი ტყვიის ნამსჭვალით, რეიბანიანი შავებში ჩაცმული ტიპებით, ნარდის მოთამაშე ღიპიანი ბიძებით, გადაჭედილი ყვითელი ავტობუსებით… კონტროლიერებით… არა, ეგენი არ მევასება

თბილისი სევდიანი თვალებით, სასტუმრო ივერიით, ვარანცოვით, კოლმეურნეობის მოედნით, ლენინის მოედნით, ზემელით, ალექსანდრეს ბაღით, კიროვის ბაღით, გორკის კლუბით, პესკებით, პიონერთა სასახლით, რუსული იმპერიული წასრსულით, საბწოთა წარსულით, წარსულით…

Advertisements

9 thoughts on “მიყვარს

  1. მ ი ყ ვ ა რ ს!! ^^
    მ ი ყ ვ ა რ ს!! ^^
    მ ი ყ ვ ა რ ს!! ^^
    მ ი ყ ვ ა რ ს!! ^^
    მ ი ყ ვ ა რ ს!! ^^
    მ ი ყ ვ ა რ ს!! ^^

  2. ნახევრამდე რომ ჩავიკითხე, კომენტარს ვწერდი, ალბათ ბლოგერებმა კარგად წერა დაგავიწყეს-მეთქი. დამთავრებამ “გადაგარჩინა” ამ კომენტარისგან. მიყვარხარ

  3. მიყვარს სიყვარულის ახსნა!!!

  4. თბილოსობას გილოცავთ, დაიწყო მგონი, ეს სამი დღე ტაშ–ფანდური იქნება :დ

  5. მეც მიყვარს Tბილისი ^_^

  6. “მიყვარს თბილისო მე შენი გაღიმება” ეს სიმღერა გამახსენდა შენს პოსტზე… სულ მაინტერესებს როგორ იღიმის თბილისი?:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s