სამარხვო ბლოგი

კაცი, რომლის ნოველების გავლენითაც იქმნება თანამედროვე ქართული ლიტერატურა

7 Comments

ჩაკ (ჩარლზ მაიკლ) პალანიკი (ინგ. Charles Michael “Chuck” Palahniuk [ˈpɑːlənɪk]) დაიბადა ვაშინგტონში 1962 წლის 21 თებერვალს. წარმოშობით უკრაინელია. ჩაკი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ნოველისტია. განათლებით ჟურნალისტი, რომელსაც ამ პროფესიით თითქმის არ უმუშავია. ამის ნაცვლად ის გაწევრიანდა მეაბმოხე, კაკაფონისტურ საზოგადოებაში და სისტემატურად ესწრება მათ ღონისძიებებს, მათ შორის ცნობილ “Santa Rampage”-ს. ფლეშ მობებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილება შემდგომში მის ნოველებზეც აისახა, მათ შორის “მებრძოლთა კლუბზე”-ც. პალანიკს საკმაოდ მრვალფეროვანი ბიოგრაფია აქვს, ის ერთ დროს მტვირთავადაც კი მუშაობდა.

როდესაც მომავალი მწერალი და მისი და მშობლებმა ბებია-ბაბუის საფლავზე წაიყვანეს ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საფლავის ქვებზე წარწერამ. ჩაკმა და მისმა დამ წაიკითხეს წინაპრების სახელები – Paula და Nick- რის შემდეგაც ისინი ერთობ გამხიარულდნენ და თავიანთ გვარს სწორედ ასე წარმოსთქვამდნენ – Palahniuk.

პალანიკმა წერა ოცდათ წელს გადაცილებუულმა დაიწყო. თავიდან გამომცელმები ერიდებოდნენ მისი ნოველების პუბლიკაციას მათი ზედმეტად პროვოკაციული შინაარსის გამო. მას პირცელი წარმატება მოუტანა ნოველამ ,,მებრძოლთა კლუბი”, უფრო ზუსტად კი ამ ნოველის მიხედვით შექმნილმა ფილმმა. ამის შემდეგ კი გამოცემლები უკვე დაწუნებული ნამუშევრების გამოცემასაც კი დაყაბულდნენ.

პალანიკი დღევანდელ საქართველოშიც ერთ-ერთი უპოპულარულესი მწერალია. მისი ნოველების გავლენას შეამჩნევთ ახალგაზრდა ქართველი მწერლების შემოქმედებაში. საერთოდათ, მთელი თანამედროვე ქართული მწერლობა, ალბათ, მთლიანად ამ მწერლის გავლენითაა შექმნილი, მათ შორის ყველაზე სკანდალური მოთხრობებიც კი.

მისი შემოქმედების გაცნობა კი (თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ) ქართულადაც შეგიძლიათ. ქართულად მისი ორი ძალიან საინტერესო ნამუშევარია თარგმნილი, – ნაწლავები და ესკორტი.

Advertisements

7 thoughts on “კაცი, რომლის ნოველების გავლენითაც იქმნება თანამედროვე ქართული ლიტერატურა

  1. მაგარია ჩაკი. ნაწლავების ქართული თარგმანი არ მომეწონა. რუსულიდანაა ნათარგმნი (მგონი ) და არ ვარგა. სჯობს ინგლისურად დაგუგლონ და ისე წაიკითხონ.

    ესკორტი არ მინახავს ჯერ.

  2. “nawlavebi” cavikitxe amascinat da didad ar gavgijebulvar 😐

  3. გამოხმაურება: ვის გავლენას განიცის თანამედროვე ლიტერატურა და რამდენად “პიდარასტულია” ვისკონტის ფილმები | vlogge

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s