სამარხვო ბლოგი

დაო დე ძინი, ანუ წიგნი გზისა და სათნოებისა

21 Comments

ყველა ხარობს, საზეიმოდ წვეულან თითქო. გაზაფხულის მოახლებას ზეიმობენ თითქო. მე უბრალო ვარ. მე ერთი ვარ მშვიდად და უჩინრად. მე არვინ მიხმობს. მე ყრმას ვგავარ: ვინცა ჯერაც არ მოვლენილა. ო, დამაშვრალო უალაგოვ! სად არს ალაგი განსასვენები!

ძველი ჩინური ფილოსოფიური თხზულება “დაო დე ძინი”, ანუ “წიგნი გზისა და სათნოებისა” პირველ ჩინურ პოეტურ ქმნილებად არის აღიარებული, ხოლო მისი შემოქმედი – ბრძენთაბრძენი ლაო ძი (ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნე)  – ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად მსოფლიო აზროვნების ისტორიაში.

სანამ დაოსა და დეს განვმარტავდეთ, ის უნდა ავღნიშნოთ რომ ლაო ძი და მისი მოძღვრება იყო პირველი, ვინც სიყვარული იქადაგა. “სიკეთე მიაგე მოძულეს შენსა” (LXIII 147);  “უფრო დიდი უბედურება არაფერია: გძულდეს მტერი შენი. მტრის სიძულვილი ვნებს დაოს” (LXIX 167).

ახლა კი თავად დაოსა და დეს შესახებ. ლაო ძის განმარტებით დაო არის სიცარიელე, არ არსებობა, რომელიც მშობელია ყოველგვარი არსებულისა.  “ოცდაათი მანა ერთ მორგვზე ბრუნავს. მაგრამ ბორბლის არსს: მორგვში მოქცეული სიცარიელე ქმნის”. აი, სწორედ ეს სიცარიელე არის დაო. მას არ აქვს არც დრო და არც ადგილმდებარეობა. იგი არსაიდან არ შობილა, მაგრამ ყოველივეს მშობელია. “დაოს მოძრაობა – ყოფიერში გარდაცლაა. ყოველი არსი ყოფიერმა შვა. ხოლო ყოფიერი – არყოფნამ”. ეს არის მარადიული წრებრუნვა ყოფნიდან არყოფნამდე და პირიქით. ამ იდეას, ალბათ ყველაზე ზუსტად ქართული სიტყვა “გარდაცვალება” გამოხატავს. თუმცა, ამ შემთხვევაში გარდაცვალება მხოლოდ ყოფნიდან არ ყოფნაში გადასვლის ნაცვლად, პირიქით არყოფნიდან ყოფნაში დაბრუნებასაც ნიშნავს. ეს არის დაოს უზენაესი კანონი. რაც შეეხება დეს, თუ დაო არის არ არსებული და ამავდროულად ყოველივე არსებულის მშობელი, რომელსაც არც დრო და არც ადგილი არ გააჩნია, მაშინ დე არის ყველაფერი დანარჩენი რაც არის დაოს მიღმა. დე არის დაოს მატერიალური გამოხატულება. დე დაოსაგან განსხვავებით წარმავალია. იგი უფრო კონკრეტულია, სახიერია.

მიუხედავად იმისა, რომ დაოსიზმი და კონფუციონიზმი ერთდროულად
ვითარდებოდა ეს ორი სრულებით საპირისპირო მოძვრვრებებს წარმოადგენს.
ლაო ძი უარყოფს ყოველგვარ რიტუალურს, უარყოფს მსხვერპლშეწირვას და მხოლოდ თვითშეცნობასაკენ მოგვიწოდებს. ის ქადაგებს ადამიანის სრულ პიროვნულ თავისუფლებას. ლაო ძი დედამიწის პირველ პაციფისტადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ “ო, ხელმწიფეო! უკეთუ შენი სამეფო პატარაა და ხალხმცირე და უკეთუ ფლობ დიდძალ იარაღს: ნუ მოიხმარ მას. დაე, ფლობდე ხომალებსა და ეტლებს: მაგრამ  საომრად ნუ დაძრავ მათ. დაე, გყავდეს ლაშქარი, მაგრამ ნუ ილაშქრებ” (LXXX 194).

დაო დე ძინის პათოსს ხშირად იმეორებენ გვიანდელი ფილოსოფიური მოძვრებანი თუ რელიგიური სისტემები. ეს იდეები სხვადასხვა დროსა და ერთიმეორისაგან მანძილით დაშორებულ კულტურებში აისახებოდა. თვით ბუდიზმიც კი ხშირად იმეორებს დაოსისტურ კოდექსს. გასაკვირი არც არის, ისინი ხომ ორივე ძველ ინდური სიბრძნით იკვებებოდნენ. დაოსიზმმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩინური ბუდიზმის განვითარებას და ამ ქვეყანაში ბუდისტური იდეების დამკვიდრებას. მითუმეტეს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ბუდისტური სწავლებანი ერთი-ერთზე ეთანხმებოდა დაოსიზმს. აგრეთვე ხშირია მსგავსება ლაო ძის მეტაფიზიკურ თუ რელიგიურ-ზნეობრივ იდეებსა და ძველ ბერძნულ ფილოსოფიურ იდეებს შორისაც. მნიშვნელოვანი ნათესავური კავშირები არსებობს ლაო ძის მოძღვრებასა და ქრისტიანულ მოძღვრებას შორის. რაიმე პირდაპირ ზეგავლენაზე ლაპარაკი ალბათ შეუძლებელია, მაგრამ “დაო დე ძინის” ცალკეულ მოტივებსა და სახარების იდეებს შორის რომ დიდი მსგავსებაა, ეს უდავოა.

ლაო ძის მოძღვრების ფუნდამენტურ ღირებულებებად შეგვიძლია მივიჩნიოთ
სამი იდეა, ესენია სიყვარული, ზომიერება და მორჩილება. ეს არის სამი უმთავრესი საყრდენი, რაზეც დგას მისი სწავლება. ეს წიგნი, არის პირველი აპოლოგია იმ ზნეობრივი ღირებულებების სიტემისა, რომლიც დღემდე უცვლელად შემოიანახა თანამედროვე ცივილიზებულმა სამყარომ. ალბათ სწორედ ასეთი მნიშვნელობის გამო, ერთ-ერთმა ჩინელმა იმპერატორმა (სახელს სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ) როდესაც დაწვა ყველა დაოსისტური წიგნი, თვით დაო დე ძინი ხელუხლებლად დატოვა.

დაოსურ მოძღვრებაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დუმილის ცნებას. “ბრძენი დუმს. უმეცარი ქადაგებს” ამბობს ლაო ძი. დუმილი იგივე უმოქმედობაა, ანუ ქმნადობა ჭვრეტასა და შინაგან განსჯაში. შედარებით გვიანდელი ჩინელი ფილოსოფოსი ჯუან ძი თავისი თხზულების ოცდამეორე თავში, რომელსაც “ცოდნის ჩრდილოური მოგზაურობა” ეწოდება, იგავის ფორმით, პოეტურად აგვიწერს უმოქმედობის არსსა და მნიშვნელობას. “ცოდნა, ჩრდილოეთში მდინარე შავი წყლის აღმა მგზავრობისას იდუმალი ბორცვის მთას რომ მიაღწია, იქ მდუმარე უმოქმედობას გადაეყარა. პირისპირ წარუდგა და ჰკითხა: ” მე სმურდა გამეგო შენგან: რანაირად ვიაზროვნო, რანაირად ვიფიქრო, რომ შევიმეცნო დაო? სად არის მისი ძირი, რანაირად ვიმოქმედო, რომ უშფოთველად მივწვდე დაოს? რას მივყვე, რა გზას დავადგე, რომ დავეუფლო დაოს? “ცოდნამ სამი შეკითხვა დასვა, მდუმარე უმოქმედობას არც ერთ მათგანზე არ უპასუხია. არათუ არ უპასუხია, არც კი უწყოდა რა ეპასუხა. პასუხი რომ ვერ მიიღო, ცოდნა მდინარე თეთრი წყლის სამხრეთ სანაპიროს აუყვა, იჭვის დასასრულის ბორცვს ააღწია და იქ აღმავალ შეშლილს შეეჩეხა. ცოდნამ მასაც იმავე კითხვებით მიმართა, რაზეც აღმავალმა შეშლილმა ბრძანა: ო! ეს მე ვიცი და ყოველივეს ახლავე მოგახსენებ!” ის იყო თქმა დააპირა, რომ დაავიწყდა რა უნდა ეთქვა. ვერაფერი რომ ვერ გაიგო,  ცოდნა ხელმწიფეთა სასახლეს დაუბრუნდა, ხუან დის წარუდგა და მასაც იმავე კითხვებით მიმართა. “არც იაზროვნო და არც იფიქრო – აი, დასაბამი დაოს შეცნობისა. ნურც ნურსად იქნები და ნურც ნურაფერში იგულმოდგინებ – ეს არის დასაბამი დაოს უშფოთველი წვდომისა. არაფერს მისდიო და არც გზას არ დაადგე – ეს არის დასაბამი დაოს ფლობისა”. მაშინ ცოდნამ ჰკითხა ხუან დის: ” მე და შენ ვუწყით ეს, მხოლოდ მათ ორმა არ უწყიან. მაშ ვინ არის მართალი?” ხუან დიმ უპასუხა,- ” ჭეშმარიტად მართალია  მდუმარე უმოქმედობა, აღმავალი შეშლილი კი უახლოვდება ჭეშმარიტებას, ხოლო მე და შენ ვერასდროს მივწვდებით ჭეშმარიტებას, “ბრძენი დუმს, უმეცარი ქადაგებს”.

დაო დე ძინიდან ციტატები და ნაწყვეტი  ჯუან ძის თხზულებიდან გადმოტანილია  “დაო დე ძინის” ქართული თარგმანიდან. მთარგმნელი ლერი ალიმონაკი. თბილისი 1983. წიგნის თხოვებისათვის მადლობა ანას.

Advertisements

21 thoughts on “დაო დე ძინი, ანუ წიგნი გზისა და სათნოებისა

  1. 3 თვე რომ კითხულობდი, ის წიგნია, ჰო? 🙂

  2. კარგი პოსტია… თავად წიგნას რაც შეეხება, ,,ჯერთ სიყმაწვილის ჟამს” ჩამივარდა ხელში და მაშინ ვცადე დაოს შეცნობა, მაგრამ ზედმეტად უცხო აღმოჩნდა ეს არყოფნა–უმოძრაობა–არფიქრის გაგება ჩემთვის და მადედან მოყოლებული, დაო დე ძინი უსიცოცხოლდ ასვენია ჩემს წიგნს თაროებზე. მხლოდ მტვერს თუ გადავწმენდ ხოლმე :დ

  3. ჩემი პატივისცემა ლაო ძის, მაგრამ, ვთვლი, რომ არყოფნა ვერ შობს ყოფას, არაფერი ვერ შობს რამეს, აარარსებული ვერ შობს არსებულს.

  4. “ბრძენი დუმს. უმეცარი ქადაგებს” ამბობს ლაო ძი.
    თვითონ რომელ კატეგორიას აკუთნებდა ნეტავი თავს 🙂 თუ, რასაც ამბობდა, ეს ქადაგება არ იყო?

    • ხუან დიმ უპასუხა,- ” ჭეშმარიტად მართალია მდუმარე უმოქმედობა, აღმავალი შეშლილი კი უახლოვდება ჭეშმარიტებას, ხოლო მე და შენ ვერასდროს მივწვდებით ჭეშმარიტებას

  5. “არც იაზროვნო და არც იფიქრო – აი, დასაბამი დაოს შეცნობისა. ნურც ნურსად იქნები და ნურც ნურაფერში იგულმოდგინებ – ეს არის დასაბამი დაოს უშფოთველი წვდომისა. არაფერს მისდიო და არც გზას არ დაადგე – ეს არის დასაბამი დაოს ფლობისა”.

    ვაიმე, ეს არის კოშმარი! 🙂

    • ჰო, ჯუან ძიზე დიდად არც მე ვგიჟდები, უბრალოდ მომეჩვენა, რომ ესთეტილურად ლამაზი ამბავი იყო. საერთოდ პოეტური ესთეტიკა მომწონს მაგ კაცის. ის ალბათ გეცოდინება, ჯუან ძის ესიზმრება , რომ პეპელაა, პეპელას ესიზმრება, რომ ჯიან ძია და ასე შემდეგ. რომელია ნამდვილი… მმმ…

  6. გამოხმაურება: დემოტივატორი « სამარხვო ბლოგი

  7. ძან კაი პოსტ იკო. (ჩინურად მინდოდა, გამომსვლოდა) :დ

  8. კარგია, გამიჩნდა მაგ წიგნის წაკითხვის სურვილი ^_^
    მაგრამ დაგიწერია ყველაფერი აქ და :დ

  9. კი წავიკითხავ მაინც…

  10. ჩემი დაო დე ძინი ერთს ვათხოვე წლების წინ და დაიკარგა… შესაბამისად, წიგნიც 😦
    თუ სადმე ელქტრონული ვერსია ნახო, დადე პლზ.. განსაკუთრებით კინდლის ვერსია 🙂 თუმდა პდფ-ზეც არ ვიტყვი უარს.
    ერთ-ერთისუაკუეთესო წიგნი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს… გმადლობ რომ გამახსენე.

  11. “მე რომ ცოდნას ვფლობდე:
    დიდ გზას ვივლიდი.
    დიდი გზა მზიანია:
    მაგრამ ხალხს ბილიკები უყვარს.
    მე მაშინებს მოქმედება
    და მოწყალებას შიშით გავცემ”

    მადლობა, ავტორო, ამ სტატიისთვის. ლაო ძი რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ყოველთვის რევოლუციას ახდენს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s