სამარხვო ბლოგი

კრიზისი

15 Comments

,,კრიზისი ბერძნული სიტყვაა და გარდატეხის მომენტს, სიტუაციის გამწვავებას, არამდგრად მდომარეობას ნიშნავს”.

მაშ ასე, ამ სიტყვის მნიშვნელობა უკვე გავარკვიეთ და ვიცით, რომ ის რაღაც უბედურება, დეპრესია და სუიციდისწინა მდგომარეობა კი არა, ასეთი კეთილშობილი სიტყვა ყოფილა. ისე, სანამ ამ სიტყვის მნიშვნელობას შემთხვევით წავაწყდებოდი ლექსიკონში მეც ეგ მეგონა.  ამ სიტყვას ხომ ძირითადად ახსენებენ შემდეგ შემთხვევებში, მაგალითად როცა 1962 წელს კარიბის კრიზისის დროს აშშ-მ და სსრკ-მ ლამის მესამე მსოფლიო ომის რომ დაიწყეს ცივი ომის პიკზე. ჰო, მსოფლიოს ფინანსური კრიზისი არ დაგვავიწყდეს. მითუმეტეს რომ ბოლო ორი წელია ის ყველაზე პოპულარული საგანია. ჰო, კიდევ ვიცით ფსიქოლოგიური კრიზისის შეახებაც, თუმცა ამას ამ სახელით ნაკლებად თუ მოიხსენიებენ  და ჩემი მეგობრები “მოფერებით” ძირითადად, დეპრესიას ეძახიან ხოლმე. თუმცა ეს ასე არ არის. ეს ორი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული მდგომარეობებია.

მოკლედ, ეს სავსებით ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკის რეაქციაა, როდესაც აუცილებელია შეცვლა. არსებული მდგომარეობის ჩანაცვლება ახლით, რაც ადეკვატური იქნება ინდივიდის განვთარების ამ ეტაპზე. ცვლილებები კი დამეთანხმებით, აუცილებელია. თუმცა, ვერც იმაზე ვიდავებთ, რომ ეს შეიძლება მტკივნეული იყოს. მაგრამ, ალბათ გველისთვისაც მტკივნეული იქნება კანის გამოცვლა. ტკივილი კი გველს მაინც არ აშინებს.

ცვლილება აუცილებელია ცხოვრების გზის გასაგრძელებლად. ადამიანი
სიცოცხლის განმავლობაში რამნდენჯერმე ცვლის თავის მდგომარეობას, გადადის ახალ საფეხურზე. მოკლედ, შევთანხმდით, რომ როცა დრო მოვა ყველანი უნდა შევიცვალოთ ხოლმე, უნდა ვუპასუხოთ ჩვენს წინ მდგარ ახალ გამოწვევებს, რომელსაც ცხოვრება დროგამოშვებით გვიმზადებს ხოლმე.

ახლა ცოტა უფრო მასშტაბურ ჭრილში რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, სწორედ ამ კრიზისის დაუძლევლობის ბრალი მგონია, რომ საქართველო ვერა და ვერ დაიბადა, უფრო სწორედ ქართველი (ქართველი არა ეთნიკური, არამედ საზოგადიებრივ-მოქალაქეობრივი მნიშვნელობით). ახლა ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენ განვითარებისთვის, ქართული კულტურის შექმნისთვის და ა შ და ა შ არეალი და დრო არ გვქონია. მოდი, გერმანელები გავიხსენოთ. ვინ იყვნენ გერმანელები რომაელებთან შედარებით? მათ ჰქონდათ განვითათარების შესაძლობლობა? რომის იმპერიის არსებობის მანძილზე არათუ გერმანელებს, მსოფლიოს ბარე ორი ძლევამოსილი იმპერიაც ვერ შეედრებოდა რომაელებს ვერც საბრძოლო რესურსიებთ და ვერც კულტურით. თუმცა გერმანელებმა მოახერხეს მიეღწიათ ზემოთხსენებული უწყინარი სიტყვისთვის, კრიზისისთვის, შეცვლილიყვნენ, ახლიდან შობილიყვნენ და ჰა, მეოცე საუკუნეში ლამის ორჯერ დაიპყრეს მსოფლიო. არა,  მსოფლიოს დაპყრობა თავისთავად დადებით მოვლენად არ მიმაჩნია, უბრალოდ ეს როგორც სიძლიერის ინდიკატორი ისე გამოვიყენე.

მე ვფიქრობ ქართველებს ღრმად დაფიქრება სჭირდებათ ყველაფერზე. სანამ არ მიხვდებიან რა უნდათ. რისთვის არიან მზად და რა შეუძლიათ. ისე, ამ ბოლო აბზაცში ისეთი აზრები გამოვთქვი თითქოს რაიმე ჯერ არ თქმული დამეწეროსო, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა იმისაკენ რომ სიცოცხლისუნარიანობა არ დაკარგოს ქვეყანამ.

Advertisements

15 thoughts on “კრიზისი

  1. რა საინტერესო ბლოგი გაქვს და მე მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე 🙂

  2. სამოქალაქო საზოგადოება გვესაჭიროება,იდეის ერთგულება და არა მონობა ფულის!
    დემოკრატიულად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ ნიკა და ყველაფერი გამოგვივა.

    ყველამ ჩვენი წილი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გავიაზროთ და მერე ნაღდად გვეშველება 🙂

    • იცი, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების ყველაზე დიდი მტერი, ყპველთვის ეგ არის,- რომელიმე კონკრეტულ იდეოლოგიაში გამოკეტვა. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კეთილსობილი და უწყინარი იდეოლოგიებიც კი (მაგალითად კომუნიზმი) ჯოჯოხეთად იქცევა ხოლმე, იგივე შეიძლება ითქვას ქართული ქრისტიანობის მაგალითზეც და სამომავლოდ ალბათ ფსევდო ლიბერალიზმი გვაჩვენებს თავის ბნელ მხარეებსაც. მოკლედ, “წინ საყოველთაო კეთიდრეობისაკენ!” – არის ფრაზა, რომელსაც ყველაზე დიდი მტრობა შეუძლია გაუწიოს საზოგადოებას.

  3. პროცენტული წილები განსაზღვრეთ, ხალხ. რადგან არ არსებობს სუფთა სახის დემოკრატია. მე ვისურვებდი 60-65%იან დემოკრატიას :დ

    • მე დემოკრატოას არ ვითხოვ. მე კონსრევატიული ღირებულებების დანგრევას, ცვლილებებს, კონფორმიზმის მოსპობას ვითხოვ. სხვაგვარად ცვლილებები ვერ განხორციელედება. ცვლილებების გარეშე კი განვითარებაც არ შეიძლება. ოღონდ ეს ცვცლილებები უნდა იყოს ადეკვატური იმ ობიექტურ რეალობასთან, რასაც დღევანდელი მსოფლიო გვთავაზობს და არა ხელოვნურად შეთითხნილი. ცვლილება არა ცვლილებისათვის, არამედ აუცილელობლისათვის.

      • იაპ, ეგ აზრი მეც მომწონს, ვაშლუკ 🙂 ცვლილებას უნდა განაპირობებდეს ვითარება (საჭიროება)

  4. ისევ კრიზისი?
    კვდები ?
    რით ვეღარ მოკვდი?

  5. გამოხმაურება: yeah… « Phantom

  6. კრიზისის უპირველესი მნიშვნელობებია: გაყოფა, განსხვავება, გადაწყვეტილება, შეჯიბრი; შენ მიერ ჩამოთვლილნი კრიზისის მეთორმეტე მნიშვნელობანია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s