სამარხვო ბლოგი

ჰოლი – სიყვარულის, ფერებისა და გაზაფხულის დღესასწაული

15 Comments


ჰოლი (Holi) – ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალი ინდოეთსა და ნეპალში. იგივე ბენგალიური ახალი წელი. ჰოლი არის თავისუფლების ფესტივალი, თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა. ფესტივალი ტარდება პხალგინის თვის სავსემთვარეობაზე და თებერვალ-მარტში უწევს ხოლმე გრიგორიანული კალენდრით. ჰოლი როგორც გაზაფხულის ფესტივალი აღვსილია მზის შუქითა და ბუნების ფერებით. როგორც ჩანს ეს დღესასწაული უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე ლეგენდები ამბობენ მისი წარმოშობის შესახებ. მასში არის გაერთიანებული პირველყოფილი ორგიების ელემენტები, რომელიც გამრავლების ღვთაებებისადმი იყო მიძღვნილი. აღნიშნული ელემენტებით ის უახლოვდება დანარჩენი მსოფლიოს დღესასწაულებს, რომლებიც ამ მიზეზით აღინიშნებოდა.

ჰოლის წარმოშობის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთი მათგანის მიხედვით სახელწოდება ჰოლი წარმოიშვა დემონი ჰოლიკას სახელიდან. გოროზი მეფის ძე – პრახლადა თაყვანს სცემდა ვიშნას და ვერაფერი გადაარწმუნებდა ასე არ მოქცეულიყო. მაშინ ხელმწიფის დამ – დემონმა ჰოლიკამ, რომელიც როგორც ითვლებოდა ცეცხლში არ იწვებოდა, დაიყოლია პრახლადა კოცონში შესულიყო ღმერთის სახელით. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ჰოლიკა დაიწვა, პრახლადა კი ვიშნას მფარველობის წყალობით უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან. ამ მოვლენის საპატივცემულოდ ჰოლის პირველ დღეს ბოროტი ჰოლიკას გამოსახულებას წვავენ.

ამას გარდა, ჰოლის დღესასწაულს უკავშირებენ ამბავს იმის შესახებ, როგორ აქცია შივამ თავისი მესამე თვალით სიყვარულის ღმერთი კამა ფერფლად, რომელიც მის მედიტაციიდან გამოყვანას ცდილობდა, რის შემდეგაც ის უსხეულოდ დარჩა. მაგრამ შივას ცოლის პარვატისა და კამას ცოლის ქალღმერთ რატის თხოვნით შივამ კამას დაუბრუნა სხეული წელიწადში სამი თვით. როდესაც კამა იბრუნებს სხეულს ყველაფერი ფერადდება და აყვავდება, ბედნიერი ხალხი კი ზეიმობს ყველაზე მხიარულ სიყვარულის დღესასწაულს.

ჰოლის დღესასწაულს ასევე ხშირად აკავშირებენ  კრიშნას სახელთან და თამაშებთან, რომელსაც ის მწყემს ქალებთან აბამს. ყმაწვილისა და ახალგაზრდა ქალის შეთამაშება სადღესასწაულო ცეკვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. ყმაწვილი გამოიტყუებს ქალს, გაართობს მას, შემდეგ ქალი რამეზე გადაიატანს ყურადღებას, ამ დროს კი ბიჭი ფერადი პუდრით შეუღებავს სახეს ან გაფერადებულ წყალს გადაასხამს. გოგონა განაწყენდება, მამაკაცი მას პატიებას სთხოვს (ეს ყველაფერი მიდმინარეობის ცეკვებისა და ჟესტების ენით), გოგონა შეუნდობს მას და ისიც სამაგიეროდ გადაასხამს შეფერილ სითხეს. ეს საჯარო თავისუფლება იშვიათი ფუფუნებაა ახალგაზრდებისთვის საერთო ინდური მკაცრი მორალური შეზღუდვების ფონზე.

თუ კი დივალიზე ძირითადად ტკბილი ტონები შეინიშნება, ჰოლიზე ყველა სვამს ბჰანონგოს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მარიხუანის წვენი ან ფოთლები და რძის პროდუქტები.

ვინაიდან ეს არის საერთო სახალხო დღესასწაული, მასში მთელი ინდოეთი იღებს მონაწილეობას. ეს ფესტივალი ორ დღეს გრძელდება. აღნიშნავენ გაზაფხულის, ფერების, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღეს. თუ კი პირველ დღეს ბოროტი ჰოლიკას ფიტულს წვავენ, დღესასწაულის მეორე დღეს ისინი სეირნობენ, ფერად ფხვნილს აყრიან ერთმანეთს, უღებავენ ტანს ნაირფერი წყლით და მხიარულობენ. ამასთანავე რაც მეტად არის “მოთხუპნული” ადამიანი, ესე იგი მას უფრო მეტმა ადამიანმა უსურვა ბედნიერება.







Advertisements

15 thoughts on “ჰოლი – სიყვარულის, ფერებისა და გაზაფხულის დღესასწაული

  1. რა მხიარული დღესასწაულია :)) ფერადი საღებავები და მარიხუანა :))

  2. მეც .. მეც მინდა ერთხელ მაინც დავესწრო :დ

    ცეკვები მოამზადეთ :დ :დ
    საღბავები დამანახეთ :დ :დ :დ

  3. ერთხელ მაინც წავიდოდი ასეთ დღესასწაულზე დიდი სიამოვნებით … რამდენი ფერებიაააა ❤

  4. გავგიჟდი ფოტოებზე ისე მომეწონა! აჰა აქაც “მოგიწონე” პოსტი :D, ისე 20 მარტი ჩვენი კლიმატისთვის ადრე არაა? ცივა მაგ დროს კაცო :-j

    • მთლად წყალს ნუ შევასხამთ მერე ერთმანეთს.პ.ს. აქ ყველა ფოტო ვერ დავდე და მერე შემახსენე და თუ გინდა სკაიპში გიბოძებ.

  5. kai ramea eg dgesascauli

  6. mindaa aq wasvla vinme tu waxvalt gamagebinet ra mec wamoval : )

  7. არა ხალხნო, თქვენ ვერ გაიგებთ იმ გემოს რასაც ის გოგოები იმიტომ რომ თქვენთვის ურთიერთობა აკრძალული ხილი არაა… მართალია შორია და შეიძლება ვერ მოხვდეთ იქ, მაგრამ თუ გინდათ იგივე იგრძნოთ წლები დაიმალეთ-დაემალეთ და მერე მხარი შეახეთ მხარზე გვერდზე რომ ჩაუვლით. (ღამეა და ვბოდავ, მომიტევეთ)

  8. გამოხმაურება: პირველად ჰოლი ფესტივალი თბილისში [video] | ნიკა უხურგუნაშვილის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s