სამარხვო ბლოგი

FUCK, ანუ ზოგიერთი ლექსიკური თავისებურების შესახებ

4 Comments

აუცილებელია, რომ ყველაზე  უხერხული სიტყებიც კი იყოს განხილული და შესწავლილი. უილიამ შექსპირი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ translate.google.com-ზე სიტყვა fuck-ის ქართული ექვივალენტის მოძებნა ვცადე. (მაინც რა არის ეს ჭეშმარიტი სამეცნიერო ინტერესი). თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მივიღები? translate.google.com ყველა ენაზე გვთავაზობს ამ სიტყვის თარგმანს ქართულის გარდა. მიზეზი შეიძლება ნაირგვარი იყოს. მოკლედ, ყველამ ვიცით მაინც ამ სიტყვის მნიშვნელობა, ამიტომ გრძელი განმარტებით არ შეგაწუხებთ.

ყველა საზოგადოება აწესებს, ალბათ, გარკვეულ საგნებზე ცენზურას. საზოგადოების განვითარების საფეხურების მიხედვით კი ეს ცენზურის დონეებიც და მასში მოყოლილი საგნების რაოდენობაც განსხვავებულია. საერთოდ, ცენზურაზე ყოველთვის იმარჯვებს ამ ცენზურის ობიექტი. ეს ამ საზოგადოების ცვლილებათა ტემპებზეა დამოკიდებული. ანუ, საზოგადოების მიმღეობაზე ახალი ელემენტისა. რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, მით უფრო მეტ რამეს იტევს თავის თავში. ახდენს მოვლენათა დიფერენცირებას და ლეგიტიმურობას ანიჭებს ისეთ ობიექტებს, რომლებიც სხვა, განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი საზოგადოებებისთვის შეიძლება კატეგორიულად მიუღებელი იყოს.

FUCK – ეს ინგლისური სიტყვა პირველად ბეჭდური სახით 1475 წელს გამოჩნდა.  ინგლისური ენის ზოგიერთი მკვლევარის აზრით ის აბრევიატურაა და იშიფრება როგორც ,,ვიბრძვი მეფის ბრძანებით“. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ის იშიფრება ასე,- ,,წარვსდგები მეფის სამსჯავროს წინაშე“, ასევე გავრცელებულ მოსაზრებებს შორისაა,– მეფის მიერ ნებადართული სექსი დაუქორწინებელ წყვილებს შორის და ა შ. ამ ვერსიის მხარდამწრები მიიჩენევენ, რომ ომს მოწყურებულ მეფეს სურდა მეომართა რიცხვის გაზრდა თავის ამალაში. რაც რასაკვირველია Fuck-ის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, ეს უკანასკნელი ვერსია მცდარია, რადგან ის პირველად ჟურნალმა ,,ფლეიბოიმ“ გამოიყენა ამ მნიშვნელობით 1970 წელს .

რატომ გაურბის ამ სიტყვას ქართული საზოგადოება და რატომ ხუჭავს თვალს ყველაფერზე ეს ცალკე განხილვის თემაა და ამის ახსნა ბევრად მეტ დროს, ძალისხმევას და კომპეტენციის დონეს მოითხოვს. ჩვენ კი translate.google.com-ისგან განსხვავებით უკვე ამ სიტყვის წარმომავლობა მაინც ვიცით 😉

Advertisements

4 thoughts on “FUCK, ანუ ზოგიერთი ლექსიკური თავისებურების შესახებ

  1. sabchota kavshirshi sexi rom ar qondat magis bralia yvelaferi 😀

    • საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკების ენებზე რომ თარგმნის გუგლე დეიდა? რაღა ჩვენ დავრჩით საბჭოთა კავშირში :/

  2. sxvata shoris axla targmnis googli jer wers mdebar mere rom daawvebi mag sityvas iq gamodis :D:D targmani

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s