სამარხვო ბლოგი

როცა დავბერდები

35 Comments

2011 წელი! წელს 24 წლის გავხდები. ისე უცბად გავიზარდე ვერც გავიგე. მხატვრულ ფილმებში როდესაც რომელიმე ზრდასრული და წარმატებული პერსონაჟის ასაკს გავიგებ, რომელიც ჩემი ტოლი აღმოჩნდება, გაოცებისაგან თვალები მიფართოვდება. ისინი სერიოზული, თეთრპერანგიანი

და ჰალსტუხიანი, ზედმიწევნით გულმოდგინედ გადავარცხნილი ქოჩრით. მე… მე მაგიდაზე საპნის ბუშტების გასაშვები პატარა კონტეინერი მიდევს. ჩემი ოცნება – ამ დაბადების დღეზე სათამაშო კრაკაძილ გენა მაჩუქონ (წინა დაბადების დღიდან ჩიბურშკა მყავს უკვე).

საათის ისრები ისე სწრაფად ბზრიალებენ, მათი შემყურე თავბრუ მეხვევა. და ყოველ წელს უფრო და უფრო სწრაფად გადის დრო. ეს ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობის დროს შევამჩნიე, რომ ყოველ წელს სასწავლო წელი თითქოს უფრო და უფრო მალე მთავრდებოდა.  დრო ისე გავიდა… ისე სწრაფად.

რა იქნება როდესაც დავბერდები.  როცა დავბერდები სახსრების ტკივილი შემაწუხებს. მხედველობა გამიუარესდება. ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ავადმყოფობის სკივრად იქცევა ჩემი სხეული. ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად მივუახლოვდები მაგიურ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. უფრო და უფრო ნაკლები ადამიანისთვის ვიქნები საჭირო. სახე დამინაოჭდება. კანი გამიყვითლდება და ხელებიც ცვილისგან უშნოდ შეთხიპნილ ჯოხებს დაემსგავსება. შარდის შეკავებას ვეღარ შევძლებ და ამიტომ სულ შარდის სუნი ამივა. დრო და დრო უფრო და უფრო ხშირად ვიფიქრებ სიკვდილზე და უფრო მეტად შემეშინდება მისი. სიცოცხლის ყოველ წამს ისე ჩავეჭიდები, როგორც დამშეული პირუტყვი უკანასკნელ ლუკმას. წარსული იქნება კეკლუც, სახეშეფაკლულ გოგოებთან არშიყი. უბანში მოგუნდავე ბავშვები აღარ მესვრიან თოვლის გუნდას. ვეღარ გავეკიდები სამარშრუტო ტაქსს, ალბათ აღარც წასასვლელი აღარსად მექნება და შესაბამისად აღარც არსად დამაგვიანდება. ვეღარ ვიტყვი მომავალ წელს გავაკეთებ-მეთქი ამას, იმიტომ რომ დანამდვილებით აღარ მეცოდინება მომავალი წელი იქნება თუ არა ჩემთვის. ყოველ წელს უფრო მეტად შემეშინდება 31 დეკემრის 12 საათზე რომ ხდება იმის და 12 აგვისტოს იმავე დროს.

Advertisements

35 thoughts on “როცა დავბერდები

  1. რა საშინელებაა , ნიკა… კარგი რა 😐

    პ.ს. გპირდები გენასაც გაჩუქებ წელს..

  2. ძალიან პესიმისტურადაც ნუ იქნები განწყობილი 🙂 ზოგი ისეთი მოხუცი მინახავს ახლა გვაჯობებს მეც, შენც და კიდევ უფრო პატარებსაც. მთავარია შინაგანად იყო ყოველთვის ახალგაზრდა და ლაღი! 🙂 :****

  3. როცა ქუჩაში სიბერისაგან დაჩაჩანაკებული და გაუბედურებული ადამიანები დამინახავს მაშინაც კი არ მიგვრძნია ასე მძაფრად სიბერის საშინელება:))
    ისე კი სიბერე ცუდი არაა, ცუდი და საშიში რამაც ასე შეძრა შენი პოსტი სიბერესთან დაძმობილებული სიკვდილია, თორემ კი ვნახეთ რაც დაემართა მარად ახალგაზრდა დორიან გრეის..:)

  4. აუ ნიკა კარგი რა :\
    არ მინდა სიბერე არააა :(((
    რა საშინელი რაღაც დაგიწერია 😦

  5. სიკვდილი სხვა სამყაროში გადასვლაა, სხვა კარს აღებ, სხვა ოთახში შედიხარ… არ მთავრდება სიკვდილით არაფერი, უბრალოდ იწყება.. ის სხვა იწყება 🙂

  6. ხო, პარანოაია მართლა გაქვს, სიბერე იდეალური მდგომარეობა სულაც არ არის, მაგრამ ყველა ასაკს აქვს თავისი სილამაზე და თუ კარგად იცხოვრებ სიბერემდე, შეიძლება თავი მშვენივრადაც კი იგრძნო.
    არც 24 წლის ასაკში წარმატებულობაა მაინცდამაინც სავალდებულო, უბრალოდ, უფრო სასურველია 🙂

  7. სხვა უამრავის არ იყოს, ახალგაზრდობაც ფარდობითია 😉 მთავარია თანამედროვეებს არ გაუსწრო ან ჩამორჩე, თორემ ვინ არ დაბერებულა :))) დორიან გრეისაც მაგისი კომპლექსი ჰქონდა, აბა ყველა უკვდავი ყოფილიყო, თუ შეაწუხებდა .. 😀

    ძაან რაღაცნაირი პოსტია, რატომ წერ ასე (?!) :/

  8. აი ასე, მინიმუმ პესიმისტურად და მაქსიმუმ სუიციდისკენ მიზანმიმართულად 😀 😐 მოხუცს ვეღარ უნდა გავუსწორო თვალი ამის მერე :/

    პს. ვაღიარებ, ამ პოსტმა მოგიპოვა ჩემი ყურადღება და სიმპათია 🙂 (ანუ ჩემი კომენტარი არ არის კრიტიკა :P)

    • გმადლობ და მე და ჩემს ბლოგს გვიხარია, რომ შენი ყურადღება დავიმსახურეთ. წერის მანერას ან და თემატიკას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ყველა პოსტი ასეთია-მეთქი. უბრალოდ სიბერე მეჩვენება ასეთად. თუ არ გეზარება სხვა პოსტებს გადაავლე თვალი, ან თუ გინდა მე დაგილინკავ სხვაგვარ რაღაცებს.

  9. ნუ შეწუხდები, ვნახე უკვე რაღაცები, ფილოსოფიური ნაწილით მოვიხიბლე, საერთო ჯამში კარგი ბლოგია, წარმატებებს გისურვებ(თ) :))

  10. უცნაური განცდა მეუფლება სიბერეზე რომ მელაპარაკებიან, ამ დროს თითქოს განვიცდი, რომ წლების შემდეგ ახალგაზრდა აღარ ვიქნები, მაგრამ გულის სიღრმეს ვერასდროს სწვდება მსგავსი საუბრები… სამაგიეროდ, სიღრმისეულად აღქმა სიბერის, როგორც გარდაუვალი მოვლენის, მაშინ მეუფლება მოხუცებს რომ ვხედავ… შვილიშვილების კისკისში გართული ბებიის დანახვისას კი არა, წინდას რომ ქსოვს უდარდელად, ან ბაბუის დანახვისას, რომელიც პატარა ბავშვებთან ერთად ჩხირკედელაობს ან ხისგან უთლის მათ სათამაშოებს, არა… იმ მოხუცი კაცის დანახვისას მტკივა გული ჩემს უბანში რომ მიათრევს მძიმე ურიკას და ბოთლებს იბარებს; მტკივა მისი დაშაშრული ხელები, მისი ცრემლნარევი მზერა მტკივა… მტკივა აქვე, სადარბაზოში, კიბეებთან ჩამომჯდარი მოხუცი, რომელიც მზერიმზირას ყიდის; მტკივა დაჩაჩანაკებული კაცი, რომელსაც ხელში იები უჭირავს ჯერ კიდევ სუსხიან ზამთარში და გამვლელ-გამომვლელს სევდიანი თვალებით სთხოვს მათ ყიდვას… ბაზარში მდგარი მოხუცი მტკივა, ქუჩის ბინძურ კუთხეში მწოლიარე, მეტროსთან აკანკალებული ხელებით მდგომი… ღმერთო, როგორ მეცოდებიან! ამ დროს მეტირება, საშინლად მეტირება და შიში მიპყრობს მეც ასე არ დამემართოს. სიბერე არაა საშიში, როდესაც შენი საქმე გაქვს გაკეთებული, როდესაც შენი სიხარული სხვასაც უხარია, შენი ტკივილი სხვას სტკივა, მაგრამ თუ მარტო ხარ და სიკვდილს მიტანებულს გიწევს იმათხოვრო ან შენი ჯანმრთელობისა და ასაკისთვის შეუფერებელი საქმე აკეთო იმისათვის რომ შიმშილით არ ამოგხდეს სული, აი მაშინ კი…

  11. ჩემი პოსტი წაგიშლია უკვე? რა იყო სიმართლე არ მოგეწონა თუ?

  12. აბა როგორ ხარ? 2015 წელია უკვე 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s