სამარხვო ბლოგი

ის, რაც მინახავს

18 Comments

ახლა ვაპირებ ერთი თეგ-თამაშის პოსტის დაწერას, სახელად, – “ის, რაც მინახავს”. ყოველთვის ძალიან მიხარია, როდესაც რომელიმე მსგავს თამაშში მთაგავენ. ალბათ, იმის გამო რომ ყურადღება მიხარია, როდესაც ვინმეს ვახსენდები.  ამ თამაშში ჯერ marg0rita-მ დამთაგა, მერე კნუტმა. დათაგვამდე ჯერ მომწერა marg0rita-მ, ამიტომ მორალური მზადყოფნა მქონდა ამ პოსტისთვის. რამდენიმე დღე გავიდა და ვერა და ვერ მოვიფიქრე რა დავწერო. რა მინახავს, რაც მოსაყოლად ღირდეს.

ცა მინახავს, მტრედისფერი ცა. სუფთა, ლიცლიცა. უღრუბლო და სიცარილეში ამოვლებული.

აალებული მზე. ცეცხლის ენები მალაყზე, რომ გადადიან. ამ დროს გრძნობ, როგორ დუღს სამყარო შენს გარშემო და შენში. ამ დროს შენში ანთია მზე, მისი სიმხურვალე კოსმოსის ერთი კიდედან მეორე ბოლომდე სტყორცნის აალებულ სიცოცხლეს.

მინახავს ბავშვის თვალები, სუფთა და უდარდელი. სამყაროს ბოროტების შესახებ ჯერ რომ არაფერი გაეგება. ამ თვალების წინ ჯერ არცერთი კარი არ მიხურულა. არცერთი მარცხი რომ არ უგრძვნია. მისი თვალები ბედნიერია და სიყვარულით განათებული.

მოხუცის დარდიანი მზერა მინახავს. შვილმკვდარი დედის თვალები მინახავს. სრულებით უიმედო, უტყვი მზერა, რომელიც აღარაფერს აღარ გეუბნება. დარდით დაღლილი თვალები, რომლებიც სამუდამო მოსვენებას მისცემიან.

ლამაზი ქალის  ნუშისფერი ბარძაყები.  მარცვალ-მარცვალ დასაკოცნი ტანი. სველი რჩხია თვალები. ლამაზი ქალის მგზნებარე მზერა. მინახავს მორცხვად დახრილი თვალები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავდრის შემდეგ კიდით-კიდემდე გადატყორცნი ცისარტყელა, ნათელი და ფერადი. ცაში გაშვებული ფერადი ბუშტები. ჭრელი აფრიალებული კაბა. ქარის მოტაცებული ბამბის ნაყინი.

ახლა ეს გამახსენდა. ალბათ რაც ჩამოვთვალე სწორედ ესენი იყო ყველაზე შთამბეჭდავი. როდესაც კიდევ ვნახავ რაიმე ახალს, აუცილებლად გეტყვით. დღეს ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა, ნინო ჩაგანავამ მომწერა რამე ახალი დაწერე, ცუდ განწყობაზე ვარო. პოსტის წერაც სწორედ ახლა ამის გამო დავიწყე, რამე უფრო პოზიტიურის დაწერა მინდოდა მის გასახარებლად, თუმცა მგონი არც ისე ეფექტური პოსტი იქნება ცუდი განწყობის სამკურნალოდ.

Advertisements

18 thoughts on “ის, რაც მინახავს

  1. აუ ნიკა,.. ასე შენი არც ერთი პოსტი არ მომწონებია…

  2. ბავშვის უდარდელი თვალები ❤

    ხო, მართლაც ყველაზე კაი პოსტია

    • კარგი, ჰა. ორი ადამიანი რომ გეტყვის ჩაიდანი ხარო და ისა. მაგრამ შენ წაკითხული გქონდა ის ორი პოსტი მე რომლებიც მომწონს და რადგან თვლი, რომ ეს ჯობია, მაშინ ჰა, გავჩუმდები.

      • ავტორმა ყოველთვის უკეთ იცის, რომელი სჯობს… მკითხველმა მხოლოდ ის იცის, რომელი ურჩევნია…

      • ვაი, დი, ეხლა შევნიშნე, რომ აქამდე შენი ბლოგის ლინკი არ მქონდა ჩასმულუ მეგობარ ბლოგებში. პ.ს. გამოსწორებულია

  3. შუა მონაკვეთში ამეტირა… ცრემლი მომდის.

  4. ჩემი რომანტიკოსი… ❤ :*

  5. კაი, ნიკუშ, გეკადრება? მე საერთოდ არა მაქვს ეგ ვიდგეთი : ))) მერე რა 🙂 :*

  6. მომეწონა ძალიან :)))) ^^

  7. …მაგრამ შენ პოზიტივი ხარ 😉

  8. ნიკოლოო, ნამდვილად კარგი ვქენი რომ დაგთაგეე ❤ ჰმ ახალი პოსტების ნაკლებობას უჩივი ჩემსავით, ხომ არ წაუდეპრესიებ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s