სამარხვო ბლოგი

“ნათელი ბნელში” – ახმეტელის თეატრის სცენაზე

8 Comments

“ეს არის ჩემი და ჩემი მასწავავლებლის ისტორია”,- ამ სიტყვებით იწყებს ელენი მცირე მონოლოგს. რამდენი ოკეანეა დედამიწაზე? არა, ოთხი არა. ელენისთვის წყლის ყოველი წვეთი ოკეანეა. ეს სპექტაკლი არის პატარა, მეოცნებე გოგონას ტრაგიკული ამბავი, რომელმაც მხედველობა და სმენა ორი წლის ასაკში დაკარგა.  ელენის როლს განსაცვიფრებელი ოსტატობით ასრულებს მსახიობი გვანცა კანდელაკი.
როდესაც ელენის მშობლებს მისი გამოჯენმრთელების ყოველგვარი იმედი გაუქრებათ და მამა მის ფსიქიატრიულ კლინიკაში განთავსებას გადაწყვეტს, სწორედ ამ დროს გამოჩნდება ელენის მომავალი მასწავლებელი. მასწალებელს, მსახიობ – აკაკი ხიდაშელს ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავს ელენიცა და მთელი დარბაზიც. სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობების გვანცა კანდელაკისა და აკაკი ხიდაშელის ტანდემი სულგანაბულ მაყურებელს ართმევს თავიანთი ემოციების მართვის უფლებას და სპექტაკლის მიმდინარეობისას კეტავს იმ მაგიურ სივრცეში, სადაც ემოციების დუღილი პიკს აღწევს.

სპექტაკლს აკომპანირებას უწევს მუსიკალური სამყაროს ორი გენიალური ქმნილება,- კორსიკული პოლიფონიური სიმღერა, რომლის ქართული მრავახმიანობისაგან გარჩევა რთული იქნებოდა, რომ არა ლექსიკური განსხვავებები ამ ორ ენას შორის და აფრიკული ჰანგები საოცრად სათუთი შესრულებით.

მასწავლებელი ლუკა სიყვარულის მაგიური ძალით მოახერხებს დაუბრუნოს ელენს სრულფასოვანი ადამიანისთვის დამახასათებელი ჩვევები. ლუკაზე ვერ ვიტყვით, რომ მისი პერსონა მასწავლებლის ჩვენთვის ნაცნობ სახეს რაიმეთი მაინც ჰგავს. ეს არის ექსცენტრიული, ირაციონალური, დიონისიური კაცი. წრფელი სიყვარულით მოცული მასწავლებელი, სწორედ ის, ვინც ელენს სჭირდება. ლუკა მოწაფეს შეასწავლის წერას, ბრაილის შრიფტით კითხვას, დაუბრუნებს მეტყველების უნარს და რაც მთავარია უნარს უყვარდეს ყოველი არსი, რაც კი მის წყვდიადით მოცულ სამყაროში ფერად ლამპიონებად აკიაფდებიან მასწავლებლის გამოჩენის შემდეგ.

ვერ ვიტყვით, რომ ეს სურპრიზი არ იყო. მოსწავლეს ლუკა მასწავლებელი შეუყვარდება, თუმცა სპექტაკლის დანარჩენი მიმდინარეობიდან იმდენად მოულოდნელად ხდება ეს, რომ მაყურებელი განცვიფრებული შეჰყურებს სცენაზე ნათლით მოცულ ორ სილუეტს. დიახ, ეს ჩინებული პიესაა კონგენიალური შესრულებით! აქ ყველაზე წარმოუდგენელი მოვლენებიც რეალობად იქცევა. ლუკა რა თქმა უნდა მოწაფის გრძნობებს ვერ გაიზიარებს მასწავლებლური ეთიკიდან გამოდინარე. ის დგას მძიმე დილემის წინაშე, ან გულითადი თხოვნა შეუსრულოს კოცნის სახით სასოწარკვეთილ ელენს, ან მასწავლების ღირსება შეინარჩუნოს. ბოლო წამს, როდესაც პედაგოგიური კოდექსის მორალს გამოეთხოვება მასწავლებელი, გაშმაგებული გარბის სახლიდან.

აწი ელენს მოუწევს რთული გზის  ლუკას გარეშე გაგრძელება. ის მასწავლებლის იმედებს გაამართლებს, კოლეჯის დამთავების შემდეგ ბაკალავრის ხარიხსაც მიიღებს, ახლა ელენი უკვე განათლებული ახალგაზრდა ქალია. დედა და ელენი ეკლესიიდან შინ ბრუნდებიან. სწორედ ამ დროს შეამჩნევს გზაზე ელენის დედა ძონძებში გახვეულ შვილის აღმზრდელს. მათ ლუკა შინ მოჰყავთ. თუმცა, მძიმეა ექიმის “განაჩენი”. მასწავლებელი უკურნებელი დაავადებით არის  სნეული. მისი გონება ახალშობილის ტვინივით სუფთაა. მოულოდნელად მას ისტერიული რეაქცია ეწყება და ელენის მამა სწორედ იმავე თოკით აბამს საწოლთან, რითიც ერთ დროს ელენს. ჩემს გვერდით მჯდარი გოგონა, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში სლუკუნებდა და ღვარღვარით ჩამოსდიოდა ცრემლები, ტირილს წყვეტს. სკამის საზურგიდან წინ იწევა და სუნთქვაშეკრული შესცქერის სცენას. ვგრძნობ როგორ იზრდება ჩემს ყელში გიგანტური ბურთი და სუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევს. დარბაზი ერთიან ორგანიზმად არის ქცეული. ირგვლივ ვათვალიერებ მაყურებლებს. მონუსხულები, შეშლილი მზერით შესცქერიან ლუკას.

სიყვარული უკვე მეორედ  ამარცხებს სნეულებას სპექტაკლის ფინალურ ნაწილში. ლუკა იხსენებს ელენს და დარბაზი უკვე მეორედ ერთიანდება სფეროსებრ მაგიურ სივრცეში. ამ დროს ცრემლების შეკავება ძალზედ სართულო საქმეა. “ნათელი ბნელში” არის სპექტაკლი, რომელიც შოკში ჩააგდებს ყველაზე გულქვა მაყურებელსაც კი.

სცენური ვერსიის ავტორი: უ.გიბსონი, ს.ლილა
დამდგმელი რეჟისორი: ნინო შოთაძე
მხატვარი: აივენგო ჭელიძე
მუსიკალური გაფორმება: ლექსო ტურაშვილი
რეჟისორის თანაშემწე: რუსუდან შოშიტაშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი

მასწავლებელი: აკაკი ხიდაშელი
ელენი: გვანცა კანდელაკი
დედა: მარინა ხარჩილავა, ნელი ბადალაშვილი
მამა: ვაჟა ციცილოშვილი

teatri.ge JANUARY 30, 2011

პოსტის ავტორი: ნიკა უხურგუნაშვილი

Advertisements

8 thoughts on ““ნათელი ბნელში” – ახმეტელის თეატრის სცენაზე

  1. პირველად თეატრი.გე–ზე წავიკითხე 🙂

    მეფისტოფელზე დაწერე უკვე? წავალ ვნახავ

  2. აშკარად ძალიან ძლიერი სპექტაკლი იყო იმიტომ რომ პოსტშიც იმხელა ემოცია იდო თვალი ვერ მოვწყვიტე კითხვისას, ერთი ამოსუნთქვით “წავიდა”, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მეც იმ დარბაზში ვიჯექი მეც ისევე მოვექეცი იმ “სფეროსებ მაგიურ სივრცეში” როგორც თითოეული იქ მყოფი, საოცარია, ნამდვილად ძლიერი ემოცია იყო, რა დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ სპექტაკლს და დავწერდი რამეს 😮

    • მართლა ძალიან კარგი სპექტაკლია. პრინციპში, საუკეთესო რაც აქამდე მინახავს. ახმეტელის თეატრს ძალიან კარგი დასი ჰყავს.

  3. dzaalian gtxovt gvitxrat im simgerebis saxelebi romlebmac gaijgera speqtaklshi…….winaswar madlobt

    • კორსიკული სიმღერის სახელი არ ვიცი, თუმცა ამ სიმღრის მოძებნა შეგიძლიათ avoe.ge-ზე, ძებნაში მიუთითეთ korsikuli simgerebi ლათინური ანბანით. აფრიკულ სიმღერას რაც შეეხება, მირიამ მაკებას “ხალუეზა” იყო, რამდენადაც მახსოვს. ამ სიმღერის ლინკი youtube.com-ზე http://www.youtube.com/watch?v=V74f9eIi9c0

  4. ძალიან კარგი იყო დღეს ვიყავი ამ სპექტაკლზე და დამიჯერეთ რომ მთელი თეატრი ტიროდა…. ძალიან კარგი იყო…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s