სამარხვო ბლოგი

მორჩილი სტუდენტების გამო

2 Comments

ყველაფერი იცვლება. დიახ, ყველაფერი იცვლება, თუმცა ფრაზა „ჩვენს დროს სულ სხვანაირად იყო“ რჩება. უფროსი თაობა ყოველთვის წუწუნებს, იმის გამო, რომ ეს ახალგაზრდები ისეთები აღარ არიან. უფროსი და უმცროსი თაობის ადამიანები ამ თაობათა ბრძოლაში კომპრომატებს უფრიალებენ ერთმანეთს და მანტრასავით იმეორებენ „ჩვენი დრო ჯობდაო“. ამას წინათ სწორედ ამგვარ ფიქრში დავიჭირე მეც ჩემი თავი და მერე შემეშინდა… ვითომ, მეც დავბერდი?! ეგ არ ვიცი, მაგრამ მგონი საღი განსჯის უნარი მაინც არ დამიკარგავს და თუ თვლი, რომ ეხლანდელი 14,15,16 წლის ბავშვები უფრო თავისუფლები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით ამავე ასაკში, მგონი ობიექტური რეალობა უნდა იყოს.

არა, ამ სიტყვაში მხოლოდ სექსუალურ თავისუფლებას არ ვგულისხმობ. უბრალოდ მგონია, რომ როცა ეს ბავშვები სტუდენტები გახდებიან, ისინი მართლა „სტუდენტები“ იქნებიან და არა ცხვრის ფარა, როგორც ეს აქამდე იყო. ვინმეს გინახავთ ქართველი სტუდენტის მიერ ჩამსხვრეული მაღაზიის ვიტრინები დემონსტრაციის დროს? ამოყირავებული პოლიციის მანქანა? არა, მორჩილი სტუდენტობის მე არ მჯერა! სტუდენტი მეამბოხეა. რომელი რევოლუცია მომხდარა სტუდენტობის გარეშე? ქართველ სტუდენტებს მეოამბოხე სულის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება აკლიათ სრულფასოვნებისთვის. ამ რამდენიმე თვის წინ როდესაც პარიზში მასობრივი გამოსვლები დაიწყო საპენსიო ასაკის შემცირების წინააღმდეგ, იქაც სტუდენტური ძალა დომინირებდა. ის ახალგაზრდები ფიქრობენ თავიანთ მომავალზე. აი, რა აკლიათ ქართველ სტუდენტებს, ფიქრი მომავალზე. არა, ჭკუის დამრიგებლური ტონით ლაპარაკი საერთოდ არ მჩვევია, თანაც ჩემი სტუდენტობიდან არც ისე დიდი დროა გასული. პირველ რიგში, ალბათ, ვისაც ვსაყვედურობ, ისევ ჩემ თავს.

ამაზე Lord Vaderის „შავი კოლგოტების ქალაქი“ გამახსენდა:ამერიკაში ჯინსის გამოგონების დღეს ზეიმობენ. ჰოთდოგის დღეს აღნიშნავენ. თიხის დღესასწაულიც აქვთ. საფრანგეთში წაბლის დღე აღინიშნება. პომიდვრებით და ფორთოხლებით ბრძოლის ბატალიები ესპანეთში იმართება
სანამ ჩვენ ნაბიჯის გადავდგამთ, ჯერ იმას ვიძიებთ, “ქართლის ცხოვრებაშითუა რამე ეგეთი აღწერილი და ჩვენ მამაპაპებს თუ უსვრიათ ვინმესთვის ფორთოხალიხომ შეიძლება მოხდეს რაღაც ღრმა აზრისა და ლოცვაკურთხევის გარეშე?
გურამ რჩეულიშვილი გამოვიდა ერთხელ ლენინის (მაშინ ასე რქვა) მოედანზე დაბელადისძეგლს თოფი ესროლა. არვისთვის უკითხავს, ისე. ჩვენ ფორთოხალიც ვერ გვისვრია.

Advertisements

2 thoughts on “მორჩილი სტუდენტების გამო

  1. კარგი ხარ კარგი 😉
    სიმართლეს ღაღადებ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s