სამარხვო ბლოგი

გიგანტური ციგნის ბავშვის ამბავი, ანუ ჩემი ტელევიზორის ანიმიზმი

8 Comments

ადრე ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც ოცნებობდა ლიფტში გაეუპატიურებინათ. რატომ მაინც და მაინც ლიფტში არ ვიცი, ალბათ დიდ ფსიქოანალიტიკოსად ვერ გამოვდგები, მაგრამ ფაქტია რომ უნდოდა. ამ ამბის შესახებ მარტო მე ვიცოდი და იქიდან გამომდინარე, რომ არა თუ ფსიქოანალიტოკოსად, ჯეროვან მოძალადედაც ვერ ვივარგებ, მისი ეს ოცნება აუხდენელი დარჩა.

ეს ამბავი იმაზე გამახსენდა, რომ სანამ ონლაინ საქართველოში გადმოვინაცვლებდი, ანუ, სანამ ჩემთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო ონლაინ მედია, ფეისბუქი, ტვიტერი, ბლოგები და სვადასხვა ინტერნეტგამოცემები გახდებოდა რა თქმა უნდა ინფორმაციის მონიპოლისტი ყველასთვის კარგად ნაცნობი მაგიური ანტენიანი ყუთი იყო, სახელად – ტელევიზორი. ერთ ჩვეულებრივ დღეს მივხვდი, რომ ეს რქიანი მოლაყბე მაჯლაჯუნა მორალურად მაუპატიურებდა, ისე როგორც იმ ჩემს მეგობარს უნდოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს აქტი ჩემი სურვილების ადეკვატური ნამდვილად არ ყოფილა.

ბორის ვიანის ერთ ნაკლებად ცნობილ პიესაში „გენერლების სამხარი“ გენერალი დიუბონი ამბობს ერთ ასეთ ფრაზას: „სხვათა შორის, ჩვენს დროში, როდესაც ყველანი ღრმად აზროვნებენ, სისულელეების ჩმახვა ერთადერთი საშუალებაა იმის დასამტკიცებლად, რომ კაცს თავისუფალი და დამოუკიდებელი ჭკუა-გონება გაქვს“. ვერ გეტყვით, იმ მაგიური ყუთიდან მომზირალი ადამიანები მაინცდამაინც „თავისუფალი და დამოუკიდებელი ჭკუა-გონებით“ გამოირჩეოდნენ-მეთქი, მაგრამ აი, სისულელეებს კი ნამდვილად ბლომად ჩმახავდნენ.

ხშირად მექმნებოდა შთაბეჭდილება. რომ ამ ყუთში მოქცეული ადამიანები ჩემგან განსხვავებულ დროსა და სიცრცეში მოღვაწეობდნენ, იმდენად განსხვავებული იყო მათი აღქმა და რიტორიკა იმისაგან, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა. ისინი რაღაც გამარჯვებებზე საუბრობდნენ, ახალ-ახალ მილიტარისტულ გეგმებს სახავდნენ,  მათთან ეკონომიკა ყვაოდა, კეთილი პოლიციელები იყვნენ, მედია დამოუკიდებელი იყო, ადამიანის უფლებები წმინდათაწმინდა და ხელშეუხებელი, მათ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი იკიდებდა ფეხს, ქართველები ყველაზე ტოლერანტი ერი ვიყავით, საზოგადოება სოლიდარული იყო, სახელწიფო სოციალურად დაუცველებზე, უნარშეზღუდულ ადამიანებზე. დევნილებზე ზრუნავდა და ა შ და ა შ…

ჩემი ტელევიზორის კიდევ ერთ თავისებურებას რომ შევეხო, ის არის, რომ სანამ მას საბოლოოდ დავსჯიდი და კუთხეში დავაყენებდი (როგორც გადატანითი ასევე პირდაპირი მნიშვნელობითაც) ერთგვარი გასულიერება განიცადა. ამას, ანუ სხვადასხვა საგნების გასულიერებას ჭკვიანი მეცნიერები და თვითონ ამ ყუთში მობინადრე სათვალიანი და თეთრპერანგიანი ტიპები მგონი ანიმიზმს უწოდებენ. მოკლედ, საქმე ის არის. რომ ჩემი ტელევიზორი ელექტრო მოწყობილობიდან „გიგანტურ ციგნის ბავშვად“ გადაიქცა. ერთნი რეალითი შოუში მხარდასაჭერად დახმარებას მთხოვდნენ, მეორენი შთამაგონებელი ხმით მამულიშვილურ საქმეში ჩემი წვლილის შეტანისკენ მომიწოდებდნენ. ასე მთელი დღე ბეჯითად ხან რისთვის და ხანაც რისთვის ითხოვდა ფულს. ჰო და,  ეს რეკეტი იქამდე არ შეწყვიტა, სანამ საბოლოოდ არ გავაჩუმე. ახლა იდგეს კუთხეში!

Advertisements

8 thoughts on “გიგანტური ციგნის ბავშვის ამბავი, ანუ ჩემი ტელევიზორის ანიმიზმი

  1. კაი იყო მმ : )) პირველი ფოტო გამიხარდა..(მაგრამ რა შუაშია?!)

  2. ძალიან კარგი პოსტია.
    მე კუთხეში არ დამიყენებია, მაგრამ ხმაგამორთულად კი ვაქციე.
    ვეღარ ვიტან ტელევიზორს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s