სამარხვო ბლოგი

სანამ ცოცხალია ნიკოლო

15 Comments


ერთი-ორი საათის წინ დამტაგა ქევანამ ამ თამაშში, მაგრამ ისე ძალიან მეოცნებება, უცბადვე ვწერ.

რა მინდა. აი ასეთ მწვანე, უსასრულო მინდორში მინდა ჩავეფლო. სრულ სიმყუდროვესა და სიმარტოვეში. უხალხობაში, უხმაურობაში და ბალახის სუნის გარდა არაფერი რომ არ არის ირგვლივ ისეთში. ლურჯი ცა მინდა მეფაროს თავზე და მზის შუქი თვალს მჭრიდეს.

ტყის პირას პატარა ქოხი მინდა, სადაც აუცილებლად წავალ, როცა ყველა აუცილებელ საქმეს განვასრულებ. ბევრი მტვრიანი ფურცლებგაცვეთილი წიგნი მექნება, ყავის მადუღარა, სანთლის შუქი და ბუხარი.

ვიმოგზაურებ აღმოსავლეთში. ირანში, არაბულ ქვეყნებში, ინდოეთში, ნეპალში და ტიბეტში.

აუცილებლად მეყოლება შვილი, რომელთან ერთადაც ვისეირნებ ზღვის სანაპიროზე.

სიცოცხლეში ერთხელ მაინც დავესწრები ჰოლის ფესტივალს ინდოეთში. თავითფეხებამდე მოვითხუპნები ნაირფერად და გავფრინდები. ნუუ, “გავფრინდებიში” თავისთავად ცხადია სიხარულისგან გაფრენას ვგულისხმობ.

ვისწავლი იტალიურს და იტალიურ ფილმებს ორიგინალში ვნახავ ყველას თავიდან.

ვსიო, მეყოფა დღეისათვის.

ვტაგავ marg0ritas, კნუტს, hotarunohakas, ჯესის და დიას

კეთილი სურვილებით თქვენი ნიკოლო!

Advertisements

15 thoughts on “სანამ ცოცხალია ნიკოლო

  1. მეორე სურვლი განსაკუთრებით მომეწონა..მეც იგივე მინდა…ქოხი ტყის პირას,ბევრი მტვრიანი ფურცლებგაცვეთილი წიგნი,ყავის მადუღარა,სანთლის შუქი და ბუხარი… 🙂

    • თუ შენ უფრო ადრე განასრულებ საქმეებს და უფრო მალე აისრულებ მაგ ოცნებას, გეწვევი, თუ მე დაგასწრებ, მაშინ მე გეპატიჟები ყავაზე ჩემს ტყისპირა ხის ქოხში.

  2. შევთანხმდით… :)გაიხარე..გეწვევი ყავაზე :)შენ მტვრიან კოლექციას კი ერთ ფურცელგაცვეთილ წიგნს მაინც შევმატებ:)ჩემი ქოხის კარიც ღია იქნება შენთვის 🙂

  3. მე მჯერა ნიკოლო დიიიდხანს იცოცხლებს და ყველა ოცნებას აიხდენს :X იმათაც აქ რომ არ წერია 😀 ისე ჰქმენ სიკეთე და ინდოეთში ან ნეპალში ან ტიბეტში თუ წახვალ გამაყოლე მეც ხელს რა 😀 რაც შეეხება ჰოლის, მახსოვს იგეგმებოდა “გადმოქართულება”, არა?!

  4. ოჰო, გადავხედე, ფრიად “ინწერესნო” გავეცნობი აუცილებლად :>

  5. ჰაჰააჰ, რა მაგარი ხარ რა :დ :*

    სიტყვები არ მყოფნის :დ

    პ.ს. იტალიურის სწავლა მეც მინდოდა, ხოდა ფასებს გადახედე, ნამეტანი ძვირია, ისევ თვითმასწავლებელი ჯობია :ყეს:

    • facebook-ზე აქვს ერთ ცენტრს ფეიჯი და მგონი 35 ლარად ასწავლიან ეგენი, პლიუს კინოებიც (იტალიური მხატვრული ფილმები)შედის

  6. მუსიკამ და შენმა აზრებმა ისე შემიყოლია, რომ წამიც და შენს მხარეზე გადმოვიდოდი, მაგრამ დროზე გამახსენდა ევროპელობა და დავატორმუზე :დ

  7. ეე… სულ წაიღე ჩემი ყველაფერი და მე რაზე დავწერო? 🙂 თუმცა, იმდენი იდეა მაქვს… 🙂

  8. rame axali xo ar sheemata shens ocnebebs… :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s