სამარხვო ბლოგი

მე და ფერები: მე ვარ დიდი მწვანე მინდორი

4 Comments

მე ვარ დიდი მწვანე მინდორი, რომელსაც ქარი ტალღებად აღელვებს. როცა მცივა მზე მათბობს. წვიმა წყურვილს მიკლავს. მიწა მკვებავს. ქარი ქოჩორს მივარცხნის.

ადამიანის ხელი ჯერ არ შემხებია. არ ვიცი რა არის ტკივილი და გაზონის საჭრელი მანქანა. საუკუნეებია ვბიბინებ ამ უკაცრიელ კუნძულზე, რომელზეც ჯერ კაცს ფეხიც არ დაუდგამს. მე ვარ უსარგებლო სარეველა ბალახი, რომელიც არც არავის დაურგავს და არც არავინ მოიმკის არასდროს მის ნაყოფს. მე თვით მიწამ, მზემ და წყალმა შემქმნეს. ქარი ჩემს სისხლძარღვებს ეფერება ცივი ენებით და ტანზე მიღიტინებს.

მე არც დავბადებულვარ და არც მოვკვდები. არც დასაწყისი მაქვს და არც დასასრული. არ მაქვს ბილიკები, რომლებითაც ადამიანები ისარგებლებდნენ. მე არ მაქცს კიდეები, საიდან სადამდეც გამზომავდნენ. მე არ მაქვს ღირებულება, რითიც შემაფასენდნენ.

შორიდან ზღვის ტალღების ხმა მესმის. ჩემს თავზე არხეინად დანავარდობენ დიდფრთიანი ჩიტები. ჩემში დახტიან და ფუთვუთებენ მწვანე კალიები. მე მათ საზრდოს ვაძლევ. ისინი არიან, ვისაც ვჭირდები. თავზე დამფარფატებენ ჭრელფრთიანი პეპლები. ცეკვავენ და ირაოს კრავენ ჩემი ღეროების მაღლა.

მე ვარ ვეებერთელა მწვანე მინდორი…

ეს არის ტეგთამაში “საყვარელი ფერები”, რომელშციც სოფომ დამტაგა. მე კი ტრიბუნას ვუთმობ ბექას და ქევანას.

Advertisements

4 thoughts on “მე და ფერები: მე ვარ დიდი მწვანე მინდორი

  1. ვაიმე, ფერების თემა 🙂
    რა დავწერო ვფიქრობ ეხლა

  2. კარგია რომ მე არ დამთაგე :)) უბრალოდ მეც მწვანე მიყვარს ყველაზე მეტად და მეტი რა უნდა დამეწერა :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s