სამარხვო ბლოგი

იაპონიის მოქალაქეების ჯანმრთელობის სანაცვლოდ ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე და ჯანმრთელობა?

2 Comments

გუშინ ღამით facebook-ზე ამერიკის ხმის ფეიჯზე გაჩნდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ იაპონია ამერიკის შეარაღებულ ძალებს ბირთვულ რეაქტორზე რადიაციის გაჟონვის შესაჩერებლად დახმარებას სთხოვს. მალევე კომენტარის სახით იმავე ამერიკის ხმამ მიაწერა, რომ ამერიკული ეკიპაჟის წევრებმა ერთ საათში დასაშვებ დონეზე 300-ჯერ უფრო ძლიერი დასხივება მიიღეს. არ ვიცი თქვენ როგორ მიიჩნევთ, მაგრამ ჩემთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლე და ჯამრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია, იაპონიის უბრალო მოქალაქე იქნება ეს თუ ამერიკელი ჯარისკაცი და თუ თქვენ თვლით, რომ სამხედროები ადამიანები არ არიან, მაშინ ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვქონია.

როგორც კი იაპონიაში ფუკიშიმას ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა გერმანელმა მწვანეებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს ატომური ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. იაპონიის ტრაგედია რა თქმა უნდა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ბირთვული ენერგია. თუმცა, უფრო რეალისტური ვიქნები და ვიტყვი რომ, მსოფლიოს თუ რამის სწავლა შეეძლო ვინმეს მაგალითზე 1986 წლის აპრილში ჩერნობილის კატასტროფის მაგალითზე მიხვდებოდა.

უკვე მომხდარ ტრაგედიებს რომ დავეხსნათ და თავი იმით რომ დავიმშვიდოთ რომ იაპონია შორს არის, შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთშიც მდებარეობს ატომური ელექტროსადგური, რომელიც გამართულობით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს. დროა, არამარტო სომხებმა, არამედ მთელმა რეგიონმა გააცნობიეროს ის საფრთხე, რაც შეიძლება შექმნას სომხეთში, დაბა მეწამორთან არსებულმა ატომურმა ელექტროსადგურმა. მითუმეტეს, რომ მის ლიკვიდაციას ევროკავშირიც აქტიურად ითხოვს და 200 მილიონი ევროს გასაღებადაც მზად არის.

არა ატომურ ენერგიას!

Advertisements

2 thoughts on “იაპონიის მოქალაქეების ჯანმრთელობის სანაცვლოდ ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე და ჯანმრთელობა?

  1. სომხებმა ეგ სადგური რუსებს მიჰყიდესო, ჭორად გავიგე და ვამოწმებ და ვიკითხავ: არის ამაში სიმართლის მარცვალი თუ არა?

    არა რა, მაგ გერმანელ მწვანეებს ვუერთდები: ძირს ატომური სადგურები! გააჩერონ! აიღონ ენერგია წყლისგან, ჰაერისგან, მაგრამ არა ბირთვული გზით : (

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s