სამარხვო ბლოგი

როგორ არ უნდა ვეძებოთ სექს-პარტნიორი facebook-ზე

37 Comments

დიახ, სწორედ ასე. ამ პოსტში მე არ ვაპირებ რჩევების მიცემას, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიპოვოთ სექს-პარტნიორები. სამაგიეროდ გეტყვით, თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა, სიმპატიური, მაგრამ მაინც მამაკაცი – მე არ უნდა მომწეროთ და სექსი არ უნდა შემომთავაზოთ. საქმე ის არის, რომ ყოველდღე დაახლოვებით ერთსა და იმავე კითხვებზე მიწევს პასუხის გაცემა. ვინმე ბიჭი მიგზავნის facebook-ზე მეგობრობის თხოვნას. იქიდან გამომდინარე, რომ მე ყველას ვიმატებ, ვისთვისაც უარის თქმის განსაკუთრბული საბაბი არ მაქვს, ამ ბიჭებსაც ვიმატებ ხოლმე. შემდეგ ჩატში მიმდინარეობს დაახლოვებით ასეთი საუბარი:

-ნიკა, როგორ ხარ?

-კარგად. შენ როგორ ხარ? ვიცნობთ ერთმანეთს?

-არა, მაგრამ თუ წინააღმდეგი არ ხარ გავიცნოთ 🙂

-ok.

-ნიკა, შენ გეი ხარ?

-არა.

-არ წოლილხარ არასდროს კაცთან?

-არა, მარტო გოგოები მომწონს.

-ჰო… გეები გყავდა ფრენდებში და… კაი, ბოდიში თუ რამე გაწყენინე.

მოკლედ, მინდა, საჯარო განცხადება გავაკეთო. თუ თქვენ დღეს დამიმატეთ facebook-ზე და აპირებთ ჩემთან მსგავსი დიალოგის გამართვას, წინასწარ გიპასუხებთ, რომ,- დიახ, ალბათ, მყავს დამატებული ლგბტ ადამიანები. იმასაც დავამატებ, რომ არავის წაშლას არ ვაპირებ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო და მეტიც, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ – კაცთან, ვინ ქალთან, ვინ ძაღლთან და ვინ ზებრასთან წევს. უბრალოდ, სავსებით ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ გოგოები მომწონს და რამდენჯერაც უნდა მკითხოთ, ყოველთვის მხოლოდ გოგოები მომეწონება.

Advertisements

37 thoughts on “როგორ არ უნდა ვეძებოთ სექს-პარტნიორი facebook-ზე

  1. პოსტს თუ უფრო შესაბამის სათაურს დაარქმევ, მაგალითად “მე მომწონს გოგონები”, ან “მე არ ვარ გეი” მგონი სჯობს. იმიტომ რომ სათაური და პოსტი აშკარად აცდენილები არიან : )

  2. @მანქ :ინტრიგა:
    @ნიკოლო გამოცოცხლება გეტყობა, დაეტყო შენს ბლოგს გაზაფხული ხო იცი. პატრონს გაახსენდა, რომ ბლოგი აქვს და ზედ წერაც შეუძლია, დიზაინიც შეგიცვლია, მოკლედ კარგია რა.

    გოგოების ასაკობრივი ზღვარი დაგეკონკრეტებინა. 😛 😀

    • :ინტრიგა: რასაც მიხვდები ყველაფერი კომენტარად კი არ უნდა დაწერო შენ! :))) ჰო ისე გამოცოცხლებაზე მართალი ხარ. ეს თვეა თითქმის ყოველ მეორე დღეს ვწერ 😉

  3. ხალხს ჰგონია რომ რახან გეი მეგობრები გყავს, ესე იგი შენც გეი ხარ.
    იცი რატომ? იმიტომ რომ ასეთი ანდაზა არსებობს: მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო… :/

    • ოჰ, ჰეტეროსექსუალი მეგობრებიც რომ მყავს, რატო არ ვგონივარ ჰეტეროსექსუალი?
      facebook-ზე ეხლა 596 მეგობარი მყავს და რა გასაკვირია იქიდან, ვთქვათ 10 მაინც რომ გეი იყოს.

  4. მაგიტომ არ ვიმატებ იმათ ვისაც არ ვიცნობ ))

  5. ჯობია ფბ-ზე ჩაწერო პირად ინფოში „გეი არ ვარ, ნუ მწერთ“ ან რაღაც ეგეთი

    სულ შენი ბლოგის შემოწმება არ დაიწყონ ასეთი შემოთავაზების გაკეთებამდე :დ თუ ბლოგზეც გწერენ? )))

    • ეგ რომ ჩავწერო იქ, მერე ვინმე ლექციებს გამიმართავს ჰომოფობიასა და ჰეით სფიჩის არსებობაზე და მე კიდევ ძალიან მღლის გრძელი და შთამაგონებელი საუბრები.

      • რომელი უფრო ძალიან (და)გღლის? ყოველ დღე ეგეთი ჩატი, თუ ათასში ერთხელ ლექციის წამოწყების მცდელობა, ნუ ისიც უცხო იქნება ალბათ, თორემ ნაცნობს ეცოდინება შენი ღირებულებები

  6. ოჰთ, რა ვიცი, ესეც გაბრაზებულ გულზე დავწერე, თორემ ამასაც არ დავწერდი სხვა შემთხვევაში

  7. 😀
    ცოდო,
    მე მეგონა მარტო გოგოებს უღუნავდნენ ტვინს 😀

  8. ამის მსგავსიმიზეზების გამო, არავის არ ვიმატებ ფბზე თუ არ ვიცნობ &^_^

  9. ნიკა ამ საღამოს რას აკეთებ? (just joke) :DDDDDDDDDDDDD

    • ამ საღამოს იაპონური კინოს კვირეულის გახსნაზე ვიყავი უკვე. დაგაგვიანდა, მაგრამ შეგიძლია გამოასწორო.

  10. @kevana მე ნიკოლოს მეგობრად ვთვლი თავს და ვინმემ ჩემს სთრეითობაში ეჭვი არ შეიტანოს ჩემეეე 😀

    ნიკოლო არ გატყდე, კაცები დაგღუპავს იცოდე კაცები. 😀

    • ჰო, ეს კაცები! :ყველა კაცი ერთნაირია სმაილი:

    • შენ რა შუაში ხარ? ნიკოლოს ჰყავს ჰომოსექსუალი მეგობარიც და ჰეტერო მეგობარიც :დ

      ისე, ჰეტეროები უმცირესობანი გავხდით და მგონი ის დროა ჩვენს უფლებებსაც ვიცავდეთ :დ :დ

  11. მერე ჩემ პმ–ებს დავდებ ბლოგზე, სახალისოა ნამდვლად :დ

  12. :)))))))))))
    არა, ვრწუმნდები რომ რა კარგია, მხოლოდ ნაცნობების დამატება. 🙂

  13. auuu sheeeen? 😀 kai ra ra getyoba 😀

  14. ესეიგი ფრიად საინტერესო ადამინი ხარ და მივესალმები შენს ამ ნაწერს. დავიწყებ იმით რომ მე გეი ვარ, არ ვარ ქართველი , წარმოშობით უკრაინელი ვარ. ვცხოვრობდი ევროპაში და ევროპის ლგბტ საზოგადოების ინკლუზივის თანამშრომელი გახლდით. როდესაც ისევ დავბრუნდი ჩემთვის საყვარელ და არა ჩემს ქვეყანაში შემიძლია მოგახსენო რომ გაოგნებული ვიყავი.

    გამიკვდირდა სამი ფაქტი.
    1. ეს იყო ის, რომ გეი საზოგადოებას უკვირდა ,,ჩემნაირი,, გეის ნახვა დავარქვათ ,,მანერული,,
    2. არავითარი გეი საზოგადოება არ არსებობს, მხოლოდ სექსზე საუბარი და ბოდიშით და ,,ნძრევა,, ბიჭებზე და მერე ცოლის მოყვანა.
    3. და აი სწორედ მესამე ის ფაქტი რომ ყველ გაგიჟებული გწერთ თქვენ ჰეტეროსექსუალებს.

    ეს ამაზრზენია. ამიტომაც გავაკეთე ჩემი გეი საიტი სადაც ვცდილობ რომ საქართველოს ლგბტ საზოგადეობა მოეგოს აზრს. მომეწონა ის ფაქტი რომ შენ დაწერე ლგბტ და არა ის რაც საქართველოში ამბობენ ალბათ მიხვდით ყველა (პიდარასტი)

    მაგრამ იმ ფაქტსაც დავაფიქსირებ, რომ ჰომოფობია ძალიან დიდი არის და შესაძლოა ჰომოფობიის გამოც ქართული გეი საზოგადოება არის ჩაკეტილი და სექსუალური მოთხოვნილობის გმაო ,,გაწუხებე,, მაგრამ ეს შეწუხება არც არის ევროპაშიც ხდება ასე რო ეს როგორც თავად ახსენე სოციალურის აზრიც ეს არის დაე იყოს და შენც ნუ განიცდი. როგორც ადამიანში არის დონე იმის რომ ადამინს თავის ფასი არ აქვს და ყველასთან უნდა ისევეა გეიც, ყველა ვერ იქნება ერთნაირი გეი არის რომელიც ,,იმალება,, ქამინგ აუთი ანუ რომელც არ მალავს და ,,ყველასთან,, სექსს არ ეძებს და არის ისეთები ვინც მარტო სექს ეძებს, ესევეა ჰეტეროსექსუალშიც უბრალოდ თვალს გხვდებათ მაგრამ ამ ფაქტში გამართლებ.

    უბრალოდ ის მთლიანად ვერ გამოვხატე რაც მინდოდა რო მეთქვა იმედია გაიგებ 🙂

  15. mxolod gogoebi mogwons xo? 🙂

  16. იცი რა არის? ჯერ სიამოვნების გამო სექსს ვთვლი პრიმიტიულობად და გარყვნილებად და მერე გაუკუღმართებულ მოქმედებებს.რატომ უნდა დაწვე კაცი კაცთან,ან ქალი ქალთან არ მესმის.როცა ადამიანი გიყვარს,მხოლოდ მასთან სიახლოვეზე უნდა ფიქრობდე ცჰემი აზრით და პარტნიორებს ტანსაცნელივით არ უნდა იცვლიდე.ერთი საკმარისია მე ასე ვფიქრობ… : )

  17. მე არ მაქვს ინფორმაცია,ახლა ვნახე ეს გვერდი.

  18. 🙂
    🙂
    🙂 sg.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s