სამარხვო ბლოგი

ნუ გვაშინებთ, ანუ ბუები უფროსებისათვის

12 Comments

პირველი ბუა– ასტეროიდი, მეტეორი, პანდემია უცნაური ვირუსით და ა შ: საქმე ის არის, რომ ბოლოს ერთი ტენდენცია შევნიშნე. ამ ტენდენციის გადამოწმება თქვენც შეგიძლიათ ნებისმიერი ვარეზ-პოსრტალის გადათვალიერებით, სადაც ჰოლივუდური ფილმების ანოტაციების წაკითხვა არის შესაძლებელი. მოკლედ, მეც ასე ჩამოვუყევი ფილმების ნუსხას და მათი სულ მცირე 50%-ის ანოტაცია ასე იწყება,- “დედამიწისაკენ მეტეორი მოემართება, რომელიც განადგურებით ემუქრება კაცობრიობას”…  ცოტა უფრო საფუძვლიანად თუ დავაკვირდებით, ეს ტენდენცია ჰოლივუდში სადღაც ასე 15 წლის დაძველებით მაინც უნდა იყოს. ამის პირველი მიზეზი რაც გონებაში გავივლე, არის ის რომ ვიღაც “იდუმალი ბოროტი ტიპები ” ბეჯითად ცდილობენ შიშის დანერგვას. მეორე, კი შეიძლება საზოგადოებაშია ამისი მოთხოვნა და ბაზარიც შესაბამის თემატიკაზე აწვდის პროდუქტს, ხოლო თუ ბაზარს რატომ აქვს აპოკალიპტური ინტერესები, ეს უკვე ცალკე კვლევის საგანია და სხვებმა იმტვრიონ ამაზე თავი.

მეორე ბუა – მესამე მსოფლიო ომი: ამას მგონი მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე დაუწყეს ლოდინი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მესამე მსოფლიო ომის დაწყების ყველაზე დიდი ალბათობა ცივი ომის დროს იყო, მაგრამ მსოფლიო წინასწარმეტყველებმა, ნათელმხილველებმა და ამათ პლიუს საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტებმა და კონფლიქტოლოგებმა აზრზე მოსვლა ვერც მოასწრეს ისე დალაგდა ყველაფერი.  რამდენიმე წლისა წინ, როდესაც ამერიკა ერაყულ კამპანიას იწყებდა მაშინ სულ-სულ ახალგახსნილი “ტელე იმედის” ეთერით ვიღაც “ჭკვიანი” კაცი შეშფოთებული გვაუწყებდა, რომ აი ეს-ეს არის და მესამე მსოფლიო ომის მომსწრენი გავხდებითო. მეტი დამაჯერებლობისათვის ამერიკისა და ერაყის შეარაღების მასშტაბებს იმოწმებდა და პათეტიკით აგრძელებდა სამხედრო საჰაერო ძალებზე და ჰაერსაწინააღმდეგო აპარატებზე საუბარს. მერე სიტყვა რაკეტებზეც ჩამოაგდო და გვითხრა რომ ამერიკა აი აააამხეეეეეელააა რაკეტევით დაბომბავდა ერაყს და ისიც “შეგვახსენა”, რომ ერაყი ძალიან ახლოს იყოს საქართველოსთან (?) და შესაძლოა ჰაერის ძლიერ ტალღებს ის აააამხეეეეეელააა რაკეტები საქართველოში წამოეღოთ. მაშინ მგონი ბევრმა, მესამე მსოფლიო ომის დაწყების შიშით ხორბლის ფქვილის, შაქრისა და აირწინაღების მომარაგებაც დაიწყო. ასე იყო თუ ისე, ვნახეთ ყველამ, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების შანსი კიდევ ერთხელ გავუშვით ხელიდან : ))))). ეხლა ლიბიის თემაა მოდური და აბა ქართული სოც. მედია მსოფლიოს ფერხულს ხომ არ ჩამორჩებოდა?! გუშინ, თუ გუშინწინ ucnauri.com-ზე ვნახე პოსტი სათაურით,- რუსმა ასტროლოგებმა და შამანებმა მესამე მსოფლიო ომის დაწყების თარიღი დაასახელესო. მოკლედ, იმ ანეკდოტისა არ იყოს, ვისაც გჯერათ, გაგატარებთ.

მესამე ბუა – ანტიქრისტე, ანტიქრისტეს ბეჭედი, მეორედ მოსვლა და ა შ : ასეთი ყველაზე ძველი ბუა, ჩემს მეხსიერებას “1996 წელი” შემორჩა, იმის მერე 1999 (როგორც მახსოვს ამობრუნებული 666-ის პრინციპით) წელს პროგნოზირებდნენ, ისევ არაფერი… მერე, აი მეოცე საუკუნე დასრულდესო და ახალ წელსვე იქნებაო, ანუ წესით და რიგით 2001 წლის 1 იანვარს. ნუუ, ისევ ცოცხლები დავრჩით. ჰო, ამდენჯერ რომ უმუხთლათ ბედმა “წინასწარმეტყველებს”, მერე ადგილობრივი მასშტაბის ვანგებმა ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის დროს გამოუცხადეს ომი საარჩევნო მარკირებას. თითქოსდა, იმ დასაშხურებელი კონტეინერით 666-ის ბეჭედს უკეთებენ ადამიანებს ცერა თითზეო. არ მახსოვს ამაზე მაშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში რა თქვეს ოფიციალურად, მაგრამ ცალკეული სასულიერო პირები კი ნამდვილად ჯეროვან ყურადღებას უთმობდნენ ერზე ზრუნვას საკურთხევლებიდან თუ პრესის ფურცლებიდან. წავედით ასეთ არჩევნებზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და იმ თავშლიანმა მორწმუნე დეიდებმაც რომ დაინახეს, რო რქები და კუდები არ ამოგვსვლია, მერე ისინიც გამოცხადდენ და ცერა თითიც დიდსულოვნად გაუწოდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ლუციფერის ბეჭედის მისაღებად.

Advertisements

12 thoughts on “ნუ გვაშინებთ, ანუ ბუები უფროსებისათვის

  1. ქართული ბუეების ქარხანა – სპეციელური რეპრტაჟი იმედზე.
    იმენა საზოგადოებას აშანტაჟებენ, პერიფერიებში განსაკუთრებით. ეგ გადაცემა რომ გავა ეთერში ბებიაჩემი მირეკავს ხოლმე სისტემატურედ და მაფრთხილებს, რომ ცუდი სიზმარი ნახა და ფრთხილად ვიყო 😀

  2. 🙂
    საერთოდ, რაც უფრო მასშტაბურია მოვლენა, მით უფრო იზიდავს ხალხს. ან თუ იდუმალია. ხოლო თუ მასშტაბური და იდუმალია მაშინ მორჩა, უკვე ყველა ინტერესდება და ეგება ანკესსზე 🙂 ესა მასებზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედები მეთოდი 🙂 სადღაც ჭღრ-ში აბდულა თუ ცოლს დაახრჩობს, ამას შეიძლება დიდად არ დააინტერესოს ბრბო, მაგრამ თუ აბდულას მიერ ცოლის მოკვლის ამბავს მაქსიმალურად იდუმალების შემცველი ფორმებით გადმოსცემენ, მაშინ ნახე ამბავი (მაგალითად: ,,დღეს ჭღრ-ელმა აბდულამ დაახრჩო თავისი ცოლი, რომელსაც გაურკევეველი მეთოდებით აწამებდა, როგორც ამბობენ აბდულას, გარდა თავისი ცოლის მკვლელობისა, შესაძლოა კიდევ მრავალი ჩაუდენია!” მერე იდუმალი ხმით: ,,აბდულა – ჩვეულებრივი მოძალადე თუ მანიაკი?”) 😀 😀

    ნუ, მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ყველაფერს საფუძვლად სიკვდილის შიში უდევს, როდესაც დედამიწისაკენ მომართულ ასტეროიდზე იღებენ ფილმს, წინასწარ იციან ბრბოს ფსიქოლოგია, იციან რომ პროდუქტი გაყიდვადი იქნება 🙂

    რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს, აქაც სიკვდილის შიშის ფაქტორი დომინირებს და ანტიქრისტეს თუ მეორედ მოსვლის შემთხვევაშიც 😀

    იციან რა, როგორი ,,ბუა” შეგვაშინებ და როგორი ვერ! 😀 😀 😀

  3. Зомбоящик!! ესაა და ეს…

  4. 2012 დაგავიწყდა და ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობები, კიდევ ბიომეტრული პასპორტები 😀 😀 სულ ერთსა და იმავეს გაიძახიან, ამ პასპორტებში ჩიპია ჩამონტაჟებული რითიც სატანა შეძლებს ჩვენს მართვასო და საოცარ პანიკას არიან მიცემულები. მე პირადად მქონდა შემთხვევა, ქალბატონი იყო სამოქალაქო რეესტრში მოსული და რომ გაიგო ახალი ბიომეტრული პასპორტის რაობა, მოკლედ მომიჭრა, წავალ მოძღვარს დავეკითხები შეიძლება თუ არა გავაკეთო ეს პასპორტი და არის თუ არა ეს ის ეშმაკის კოდი რომელზეც ამდენს საუბრობენო. მემგონი ადამიანებს ძალიან მოსწონთ და სიამოვნებთ შიშში ცხოვრება და ძალით იქმნიან ექსტრემალურ გარემოს… თუ ვცდები ესეც მითხარით 😀 არ მეწყინება 😀

    p.s. ბიომეტრული პასპორტით ჯერ რქები და კუდი არავის გასჩენია, შეგიძლიათ თავისუფლად აიღოთ. :))))

    • 2012-ის სესახებ დაწერილი მაქვს. “ნიბირუ” დასერჩე. ბიომეტრიული პასპორტები კი ახალი ხილია, საერთოდ ამ “სატანიკოსების” აბზაცის დაწყებას ამით ვაპირებდი, მაგრამ ჯერ ვაცლი პიკს როდის მიაღწევს ეს ყველაფერი.

  5. გამოხმაურება: ორ თამაშში დათაგული… « Phantom

  6. სად არის პოსტი ახალი? 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s