სამარხვო ბლოგი

ძირს მეფე

2 Comments

ახლახანს დავამთავრე ირაკლი მეფე-ჩარკვიანის “მშვიდი ცურვა”. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ წინა პოსტიდან აქამდე საკმაო დრო გავიდა, მართებული იქნება რაღაც მაინც ვთქვა. შინ თუ გარეთ ვნახე ბევრი კარგი ფილმი, რომლებზეც სიამოვნებით მოგიყვებოდით რომ არ მეზარებოდეს. მაგალითად O lucky man, რომელიც ერთ კონფორმისტ ბიჭზეა და რომლის შესახებაც დისკუსიაზე ბევრი არ ულაპარაკიათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ოცდამეერთე თუ მეოცე საუკუნის ყოველ მეორე გენიოსს რაღაც მაინც ექნება მის შესახებ ნათქვამი. ამიტომ მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რამდენიმე სცენამ ეტორე სკოლას “აუტანლები, ბინძურები და ბოროტები” /Brutti sporchi e cattivi/ გამახსენა.

ახლა კი “მშვიდ ცურვას” რაც შეეხება, როგორც ხედავთ პოსტი ირაკლი მეფე-ჩარკვიანის ბოლო ალბომის სახელით დავასათაურე და არა იმით რაც წიგნს ქვია. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, Youtube-ზე განთავსებული ეს ვიდეო ჩართოთ და ისე განაგრძოთ კითხვა.

“მშვიდ ცურვაში” ირაკლი-მეფემ ორი რომანი ერთში გააერთიანა და მკითხველი ერთდროულად ეცნობა სუფია რუმის თანამედროვე ინკარნაციისა და ჩემს ბავშვობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერლის ცხოვრებას. ამ რომანში ერთ დროსა და სივრცეში თანაარსებობენ მეცამეტე საუკუნის სუფია მისტიკოსი რუმი, რუმის მოლაპარაკე ძაღლი (რომელიც სიგარას აბოლებს და სენტენციურ ფრაზებს ისვრის), ვლადიმერ ილიჩი, ირაკლი-მეფე და კიდევ ვინ იცის ვინ აღარ.რუმისა და ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრება კი ისეა აზელილი ერთმანეთში, რომ რამდენიმე ადგილას მონოლოგების გარჩევაც კი სართულო საქმეა. ჩარკვიანი რამდენიმეგან აღნიშნავს რომ ეს არის ტრიილოგიის პირველი წიგნი და მისი მეორე და მესამე ნაწილის დაწერასაც აპირებდა. რუმის რაც შეეხება, მთელი რომანის განმავლობაში ველოდებოდი როდის ააფეთქებდა იმ წყეულ თვითმფრინავს, რომელიც ამავე რომანის მიხედვით ბიძია ლენინმა დაავალა, თუმცა რუმიმ ეს მაინც ვერ გააკეთა და მის ნაცვლად სხვამ დააჭირა იმ საკრალურ ღილაკს ხელი და დასაბამი დაუდო “აქტიურ პოეზიას”. მაგრამ ვინ იცის სინამდვილეში რა როგორ იყო. იქნებ და ვინმე გვატყუებს…

მე თქვენ ადგილას არც ერთ სიტყვას არ დავიჯერებდი, რომელიც ამ წიგნში წერია, თუმცა, თქვენგან განსხვავებით, მე ამის უფლება არ მაქვს, რადგან ჩემი მოვალეობაა დაგარწმუნოთ, თქვენი ცოდნა ამ ცხოვრების თაობაზე ოდნავ მაინც შევცვალო და ეს რეალობა, განზომილება, რომელშიც ერთად გვიწევს თანაარსებობა, ოდნავ უფრო ნაკლებად მოსაწყენი გავხადო.

თუმცა, მიუხედავად ამ შეგონებისა, ჩემი ღრმა რწმენით ეს ყველაზე გულწრფელი წიგნია, ან როგორც მე ვუწოდებ ხოლმე,- “ჩესნი”.

წიგნი ძალიან სურელისტურად იწყება, უფრო მეტადაც კი ვიდრე ჩემი სიზმრებია ხოლმე, ამიტომ თავიდან მეგონა სულ ასე ოღრო-ჩოღრო ბურუსიანი ფრაზებით გაგრძელდებოდა, მაგრამ მერე მშვიდად შევცურე და ასე ცურვა-ცურვით გავედი ბოლოში. კითხვისას ისეთი სთაბეჭდილება მექმნებოდა, თოთქოს ავტორი გვერდით მეჯდა და თავისი მონოტნური ტონით მიყვებოდა ამას და თან სიგარეტსაც ვაბოლებდით ერთად. როგორც საუბრისას სჩვევიათ ხოლმე ადამიანებს, ამ წიგნშიც რამდენჯერმეა გვერდიგვერგ განთავსებული წინადადებები ერთი-მეორის მიერ უარყოფილი. ეს ალბათ წერის დროს არსებული პირობების ცვლილებს უნდა დავაბრალოთ, მითუმეტეს რომ სანამ წიგნი ბოლომდე დაიწერებოდა ამასობაში მისი პერსონაჟებიც (უფროსწორად მათი პროტოტიპები) იხოცებოდნენ. ასეთი ცვლილება რამდენიმეგან ეტყობა ტექსტს. ამის გარდა დროც ხშირად არეულია და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მას საერთოდ არანაირი დატვირთვა არ აქვს ამ რომანში. მაგალითად ორმოცდამეხუთე საუკუნეში მცხოვრები პერსონაჟი თუ ოცდამეერთეზე აწმყო დროში ისაუბრებს, ეს ნუ შეგაკრთობთ და ნურც მწერალს განსჯით დაუკვირვებლოს გამო, იმიტომ რომ ეს ბრალდება სრულებით უსაფუძვლო იქნება 😉

ძალიან ბევრი ბრძნული ციტატა მქონდა მონიშნული, იმისათვის რომ როცა პოსტს დავწერდი იქ ჩამეწერა, მაგრამ აღარ გადავტვირთავ ამ ტექსტს და არც ერთსაც არ ჩავწერ. ჯობია თავად წაიკითხოთ ვინც ჯერ კიდევ არ იცნობთ ამ რომანს. პოსტს კი ერთი ყველაზე ნაკლებად ბრძნული, მაგრამ ლამაზი ცოტატით დავასრულებ.

კაცი სიგარას შეცქეროდა და გრძნობდა მის გემოს, მხიარული კუბელი ქალიშვილის ოფლიანი ხელისგულებით გამოძერწილ ასოს, რომელშიც მზის სხივებია გახვეული, ცხელი ოქრო, წითლად რომ გიზგიზებს სხეულში, ბუხარივით ადნობს ტვინს და გაწყურებს, გაწყურებს ჟინიან გასეირნებას ოკეანის ტალღების გასწვრივ. იქ მშვიდად მისეირნობს ხელკავგაყრილი ახალგაზრდა წყვილი, მათ არ იციან, რომ ერთმანეთი უყვართ და ვერც იმას წარმოიდგენენ, რომელიღაც უცხო ქვეყნიდან მათ ახლდაგაღვიძებული კაცი უთვალთვალებს, კაცი,მათზე უკეთ რომ იცის, თუ როგორ გაგრძელდება მშვიდი გასეირნება ჰავანას სანაპიროზე.
ირაკლი მეფე ჩარკვიანი

Advertisements

2 thoughts on “ძირს მეფე

  1. ყველაზე დიდი გმირობა, გმირობაზე უარის თქმაა 🙂

  2. ar momewona es wigni.
    didi arafeeria 😡

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s