სამარხვო ბლოგი

ბერტოლუჩი, კუსტურიცა და დიოგენე

15 Comments

ბოლო პერიოდში “დიოგენეს კინოკლუბში” დავიწყე სიარული. თბილისში ცხელა, ყველა წასულია, ეს კლუბი კი ნამდვილი შვებაა ასეთ ვითარებაში. სასიამოვნო გარემოში შეგიძლია ცივი ლუდი წრუპო და თან კარგ ფილმს უყურო. იქაური გარემოც მომწონს. ლამაზი ინტერიერი და მოსახერხებელი სკამებია, ეს უკანასკნელი კი ნამდვილი იშვიათობაა თბილისური კინოკლუბებისთვის. მაგალითად, თეატრალურის კინოკლუბში, მართალია, ბრწინვალე ფილმებს არჩევენ, ზამთარში გათბობაც აქვთ და თან სრულებით უფასოა დასწრება, მაგრამ სავარძლები ზედმეტად მოუხერხებელი და მაგარია, იმისათვის რომ ფილმის ყურების დროს კომფორტულად იგრძნო თავი.

ბოლო ორ ფილმს დავესწარი დიოგენესთან, – კუსტურიცას “მამა მივლინებაში” /When Father Was Away On Busines/ და ბერტოლუჩის “მოპარულ სილამაზეს” /Stealing Beauty/. მიუხედავად იმისა, რომ კუსტურიცას დიდ კინორეჟისორად არასდროს ვთვლიდი, ეს ფილმი ძალიან მომეწონა. აი, ბერტოლუჩიმ კი ცოტა იმედები გამიცრუვა. მოდი, ჯერ “მოპარულ სილაზეზე” ვიტყვი. ძალიან ლამაზი კადრებია, ბრწყინვალე ბუნება, თლილი სხეულები, ლივ ტაილერი… მაგრამ რეჟისორს ამ ფილმში, მგონი, ზედმეტად მორალისტური დამოკიდებულება აქვს სექსის მიმართ. თან ალაგ-ალაგ ისეთი სენტიმენტალურია, მგონი, ლათინო ამერიკული სერიალების შემქმნელებსაც შეშურდებათ.უბიწო ლუსი უბიწო ბიჭს პოულობს, ჰო, კიდევ მამასაც, რომელსაც მთელი ფილმის მანძილზე ეძებს. ბერტოლუჩის გულშემატკივრებმა არ ჩამქოლოთ, ვიცი, ეს გემოვნების ამბავია. უბრალოდ, ამ ბოლო დროს ცოტა “ისეთი” დამოკიდებულება მაქვს სენტიმენტებისა და რომანტიზმების მიმართ.

კუსტურიცას რაც შეეხება, როგორც გავიგე ეს მისი სადებიუტო ფილმი ყოფილა. ერთობ კარგად დაუწყია ამ ბიჭს. მართალია ამ ფილმში ბრეგოვიჩის მუსიკა არ ჟღერს (როგორც ჩანს, ეს რეჟისორის ოდნავ  გვიანდელი შენაძენია), მაგრამ ემირი აშკარად ფორმაშია. ფილმში ოსტატურად არის წარმოდგენილი ის ტრაგიზმი რაც ტოტალიტარულმა რეჟიმმა შეიძლება მოუტანოს უბრალო ადამიანს. მოკლედ, ძალიან ნაცნობი იქნება ეს თქვენთვის. ფილმის მთავარი გმირი ეწირება იდეოლოგიას, იმას,- რისიც სხვებს სწამთ. ეწირება უმრავლესობის გემოვნებას და შეხედულებებს. მაგრამ, გული არ გაიტეხოთ, ყველაფერი კარგად მთავრდება. ფილმში ასევე უხვადაა კუსტურიცასთვის დამახასიათებელი, სპეციფიკური ბალკანური იუმორი. პლიუს, მართლია არა ბრეგოვიჩის, მაგრამ არანაკლებ კარგი კომპოზიტორის მუსიკა. ვისაც ეს ფილმი არ გინახავთ, კარგად ისიამოვნებთ.

Advertisements

15 thoughts on “ბერტოლუჩი, კუსტურიცა და დიოგენე

  1. მეც მანდ რომ არ ვყოფილიყავი, შეკვეთილი პოსტი მეგონებოდა :დდდ

  2. ვერ დაგეთანხმები ნიკა.
    შეიძლება იმიტომ, რომ ორივე რეჟისორის მიმართ ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ არც მთლად მაგიტომ. ყოველ შემთხვევაში ბერტოლუჩისთან ვიცი რომ ობიექტურად სუბიექტური ვარ.
    კუსტურიცას ეგ ფილმი არ მინახავს, მაგრამ არ მჯერა რომ მაგ კაცს შეუძლია სრულიად უაზრო და მყვირალა ბალაგანების გარდა რამის დადგმა და გადაღება.
    ბერტოლუჩის და კონკრეტულად stealing beauty-ს რაც შეეხება, ეს არ არის უაზრო უწიპუწი და სულელური რომანტიზმი, როგორც შენ თქვი. მეტიც, ეს საერთოდ არ არის რომანტიზმი და სენტიმენტალიზმი. ეს არის ძალიან ადამიანური ფილმი ძალიან ჩვეულებრივ ადამიანებზე. და “სექსუალური ვითომრევოლუციის” იდეით აღტკინებულ საქართველოში, სადაც ყველეფერი უკუღმა ესმით, ძალიან დროულია ამ ფილის ჩვენება.

  3. მოიცა “დიოგენეს” კინოკლუბი სადაა??? მე წიგნის მაღაზია “დიოგენეში” დავდივარ ხოლმე და რამე კავშირშია???

  4. ყოჩაღ, ჭკვიანი ბიჭი ხარ. დაჯექი, ათიანი :უსერ:

    პ.ს. ყოველთვის კარგად არჩევდი ფილმებს და მიკვირს აქამდე რას ზოზინობ, რატო არ წერ ხოლმე, უფ..

  5. ბერტოლუჩის შეფასება მოპარული სილამაზით,ვფიქრობ დიდი უაზრობაა, ბერტოლუჩთან ჩემთვის პირველ რიგში ასოცირდება მეოცნებენი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s