სამარხვო ბლოგი

აგვისტოს თბილისელები

19 Comments

ამ თემაზე მალხაზ ხარბედიას პოსტი წავიკითხე, “თავისუფლების” ბლოგზე, ჰო და, კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რაზეც აქამდეც არერთხელ მიფიქრია, – აგვისტოს თბილისი. ვინც მეტ-ნაკლებად ახლოს მიცნობს, ყველამ იცის, რომ თბილისიდან დიდი ხნით გასვლა (2-3 დღეზე მეტით) არ მიყვარს. ჰო და თბილისშიც ჩვენ მარტონი ვართ ხოლმე, – მე და აგვისტო.

აგვისტო, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე ცხელი თვეა და თბილისურ აგვისტოში გამომწყვდეული ქალაქელებიც ყველაზე მეტს ამ დროს წუწუნებენ, მაგრამ მაინც უყვართ. ან კი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, თუ კი ამ ქალაქში ამ თვეს ერთხელ მაინც მოყოლილხარ საღამოს თბილ წვიმაში, ლამპიონების ყვითელი შუქით განათებულ ვიწრო ქუჩებში უგონოსავით გირბენია. გირბენია ისე რომ, შხეფები მუხლს ზემოთ გეშხაპუნებოდა. თან მთვარე როგორია ამ დროს! აგვისტოში მთვარე უფრო ლაღია, ვასკვლავებით მოჭედილ ცაზე ფართოდ გაუშლია მხრები და გიმზერს მედიდურად.

გუშინაც ასე იყო, წვიმა კარის ზღურბლთან მელოდებოდა. მთელი თბილისი გამოვიარე და შანდორ პეტეფის ქუჩის დასაწყისთან დამხვდა. დამხვდა და როგორც აგვისტოში იცის ხოლმე ერთბაშად დაუშვა, მოურიდებლად.

თბილისში აღარც ყარაჩოხელები არიან და როგორც გულდაწვეტილი თბილისელები იტყვიან ხოლმე, ქალაქელობაც ის აღარ არისო, სადღაც წავიდაო. მაგრამ აგვისტო და წვიმა მაინც ის არის, რაც იქამდე იყო, სანამ ივერია – ბლუ გახდებოდა და ვარანცოვი – ზაარბრუკენი.

აგვისტოში მე დავიბადე, შუა აგვისტოში. ჰო მე და ფიდელ კასტრო ერთსა და იმავე დღეს, კიდევ რუსი ფიოზლოგი სეჩენოვი და ჰიჩკოკიც. ჩვენ ყველანი 13 აგვისტოიანელები ვართ. არ ვიცი, ამხანაგ ფიდელსაც ისევე უყვარს თუ არა ეს თვე, ან კიდევ იმ დანარჩენ ორს, მაგრამ აგვისტოში  ჩაისაც სხვა გემო აქვს. აგვისტო ნამდვილად სიყვარულის თვეა. თითქმის ყოველ წელს მთელს აგვისტოს ღამ-ღამობით ქუჩებში ბოდიალს ვანდომებ. ასეთი სუფთა თბილისი სხვა არასდროსაა. არსად ასე არ უყვართ როგორც აგვისტოს თბილისში. ღამ-ღამობით გარეუბნელი ქუჩის ძაღლები მშვიდად დანავარდობენ გრილ ასფალტზე და სოლოლაკელი ქუჩის კატებიც ნეტარებით კრუტუნებენ ბორდიულზე მოკუნტული.

აგვისტო სიყვარულის თვეა და მეც სხვანაირად მიყვარს აგვისტოში.

Advertisements

19 thoughts on “აგვისტოს თბილისელები

  1. ასე ვფიქრობ მეც 🙂 აგვისტოს თბილისს არაფერი მირჩევნია! :*

  2. აი ეგრე ვარ მე მარტში. ზუსტად ეგრე.
    თუმცა შენ როგორი წვიმაც აღწერე, ისეთი წვიმა ნებისმიერ თვეში მიყვარს.
    მთავარია წვიმა იყოს.
    და საერთოდაც, მე წყლის ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული და წყალი სასწაულად მიყვარს.

  3. მშვენივრად თბილი პოსტია კი არა, შენთან ერთად როდის უნდა ვიბოდიალო მეც, ჰა? :დ

  4. მეორე სურათზე საავტორო უფლება ჩემია 😛

  5. პ.ს. ზაარბრუკენი თუ რაცაა მანამდე ერქვა იმ მოედანს, ვორონცოვი რომ სრულდება თბილისის მეგობარი გერმანული ქალაქის პატივსაცემად.

  6. ჩემი აგვისტო სექტემბერია 😀

  7. არ მიყვარს თბილისი:( რამდენი არ ვეცადე ჩემში ოდანავი სითბო მაინც გამეღვიძებინა ამ ქალაქისადმი ,მაგრამ ჩემი მცდელობების მიუხედავად დაჟე არც მევასება
    სიამოვნებით გადავცვლი სხვა ქალაქზე 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s