სამარხვო ბლოგი

ავაფაროთ თუ არა თვალებზე ხელები ბავშვებს

21 Comments

გუშინ წავიკითხე ერთ-ერთ ბლოგზე (სახელს შეგნებულად არ ვასახელებ) ვიდეოთამაშებთან დაკავშირებით ფსიქოლოგის “კომპეტენტური” მოსაზრება, იმის შესახებ, რომ თურმე არასრულწლოვანმა ამ თამაშების ზეგავლენით შესაძლოა ძალადობა პრობლემის გადაჭრის ყველაზე მისაღებ ფორმად მიიჩნიოს. არა, მსგავსი აზრი პირველად არ მომისმენია, ნუუ, აქამდე ძირითადად სასულიერო პირებისგან და ჩემი საბჭოთა ტვინნაღრძობი სკოლის მსაწვალებლებისგანაც მქონდა გაგონილი. ჰო, კიდევ ბავშვობაში ჩემი ერთი-ორი ჭორიკანა მეზობლოსგანაც, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღების ყველაზე სანდო ადგილი “კუხნა” და ისევ საბჭოური წარმოების ტელევიზორი იყო, ეს იმ ბნელ ოთხმოცდაათიანებში. მაგრამ გუშინ, ასეთი შეხედულების კიდევ ერთხელ მოსმენამ მართლაც და შემაკრთო, თანაც მეტისმეტად ავტორიტეტული ტრიბუნდან გაგონილმა.

სანამ ქსელური ვიდეო თამაშები ჩვენამდე მოაღწევდა ძირითადად ამ “საძაგელ”,
“მასონურ” ამერიკულ ფილმებს გმოდნენ ხოლმე. ძალადობას უკეთებენ აფიშირებას და ბავშვებს ცუდ მაგალითს აძლევენო, მოზარდების აგრსიულაბასაც ამას მიაწერდნენ. მერე ტელევიზორის ცისფერ თუ ნაკლებად ცისფერ ეკრანებსაც მარჯვენა მხარეს +18 მიაწებეს და თითქოს პრობლემაც გადაჭრეს.

ახლა კი მე რა მინდა, გითხრათ. დავიბადე 1987 წელს. პირველ კლასში რომ ვიყავი, ჩემი და ჩემი კლასელების სიტყვიერი პაექრობის ძირითადი თემა ის იყო, ვის მეზობელს უფრო დიიიდიიი ავტომატი ჰქონდა (ზოგისას ბიძას ან მამას). ეზოში ტყვიის გილზებით ვთამაშიბდით. ტელევიზიით ათას “გარყვნილობას” და “სისაძაგლეს” ვუყურებდით (თითქოს 90-იანებში ქუჩაში უკეთესი ხდებოდაო). მერე სკოლის შენობაშივე ნახევრსარდაფში ფლეისთეიშენზე “მორტალ კომბატს” და სხვა აგრესიულ თამაშებსაც ვთამაშობდით. ჰო და მერე გავიზარდეთ და არც ერთი ჩემი კლასელის ხელში ჯერ ავტომატი არ მინახავს. სამაგიეროდ ის ავტომატიანი ბიძები და მეზობლები ჩაიკოვსკის გედების ტბაზე გაიზარდნენ. მოგეხსენებათ, (ან არც მოგეხსენებათ) როცა საბჭოთა კავშირში რაიმე უსიამოვნო ხდებოდა, საინფმოცაიო გამოშვების ნაცვლად სწორედ ამ ბალეტს უჩვენებდბენ. არ იყო არც ეს ამერიკული “ბრაზიანი” ფილმები (თუ იყო ისიც ისე დაჭრილ-დაჩეხილი რომ შესაძლოა შინაარსიც ვერ გაგეგო )და არც ქსელური ვიდეო თამაშები. მაგრამ ეს კეთილი ბავშვები მერე ცოტა წამოიზარდნენ და რაც დაატრიალეს ეს კი მაინც გეცოდინებათ.

ეგ კი არა და, ამ ქართულ ზღაპრებში რამდენი აგრესიაა, ან ქართულს თავი დავანებოთ და თუნდაც “წითელ ქუდა” ავიღოთ. მგელს რომ მუცელი გაუჭრეს, განა ეს ძალადობა არ არის?! პრობლემა სწორედ ამ გზით გადაჭრეს. თუ უფრო სერიოზული მაგალითი გნებავთ, ამასაც მოგახსენებთ. როცა გოეთემ “ვერტერის ვნებანი” დაწერა, მალევე მოიპოვა პოპულარობა რომანმა. ბევრი ახალგაზრდა, რომლესაც სიყვარულში ბედი არ გაუღიმებდა, სწორედ ვერტერის მიბაძვით თვითმკვლელობით ასრულებდა სიცოცხლეს. მაგრამ, არამგონია ამ გამორჩეული იდიოტების ქმედება მხატვრული ლიტერატურის ან და თუნდაც მხოლოდ გოეთეს შემოქნედების აკრძალვის საბაბი გახდეს. ჰო და დაეხსენით ჭკუის დარიგებას და გარყვნილებას მიეცით თავი. თქვენც დამშვიდდებით და მეც უფრო საინტერესო საკითხავს ვიპოვი ხოლმე, ვიდრე თქვენი “კომპეტენტური” მოსაზრებებია. ciao

Advertisements

21 thoughts on “ავაფაროთ თუ არა თვალებზე ხელები ბავშვებს

  1. ამ სტატიის მიზანი რა იყო??? ის რომ კომპიუტერული თამაშები ცუდი არ არის???
    ის რომ გედების ტბაზე გაზრდა მანიაკად გაყალიბებს თუ რა???

  2. მიუხედავად იმისა რომ ის თემა რომელსაც ეხება საინტერესოა და მნიშნელოვანია, მგონი უფრო გაბრაზებულ პოსტს ჰგავს ვიდრე რაიმეს ანალიზს და ეტსეტერა…

    • მე ისე არ ვწერ როგორც მინდა, ისე ვწერ როგორც შემიძლია 🙂

      • არ ესროლოთ პიანისტს და არ მოკლათ. ჯერ ერთი მარტო ეგ დარჩა ცოცხალი და მეორეც, უკრავს როგორც შეუძლია!

        წარწერა ვალური დასავლეთის სალუნში.

      • სწორად გამიგე 🙂 კრიტიკის გარეშე, არც ერთი ბლოგერი კი არა არც ერთი ავტორი არ გაზრდილა და ამიტომაც დავწერე კრიტიკა 🙂 ნუ შეიძლება ცოტა რეზკი იყო მაგრამ ეს იმიტომ რომ ასეთი ტიპი ვარ 🙂

      • კეთილი. არ მწყენია.პირიქით გმადლობ, რომ დაინტერესდი ჩემი ტექსტით 🙂

    • ვეთანხმები ნიკუშას. ძალიან გაბრაზერბული პოსტია და თანაც აზრი ვერ გავიგე.
      ის რომ ბავშვის ფსიქიკას ზედმეტი ძალადობები და +18-ბიარ უნდა მოვარიდოთ, აბსოლუტურად სულელური აზრია. ბავშვების ფსიქიკა ყველაზე ნაზი და მგრძნობიარეა და უფრო ადვილად დამახინჯდება ვიდრე უფროსის. თანაც, ის რომ 90-იანელები ცუდ გარემოში გაიზარდნენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამან მათზე გავლენა არ იქონია. ძალიანაც იქონია და ძალიანაც ისეთები არიან ახლა, როგორებიც არ იქნებოდნენ უფრო მეტად რომ ეზრუნა გარემოს მათზე

  3. ზოგ თამაშს მართლაც აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. უცხოეთში ყოველ შემთხვევაში ^^

    • მაინც სისულელედ მიმაჩნია. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ… (ც) კაცი, რომელიც ლოგიკურად მსჯელობს ხოლმე მაესტროზე

      • აჰაა :დ ნუ რავი, ჯტა-ს და ეგეთ თამაშებს ადებენ შეზღუდვას. მართალია ბავშვები მაინც თამაშობენ, მარა მაინც… :დ

  4. რაც მართლია, მართალია: ქსელურ თამაშებს ბევრის ფსიქიკა ემსხვერპლა და არა მხოლოდ ბავშვებს უნდა ავაფაროთ ხელი. უბრალოდ, “ხელის აფარება” არ შველის ამ საქმეს. მთავარი ისევ შეგნებაა.

  5. პირველად ვარ ამ ბლოგზე და პირველივე პოსტი ჩემეულია ❤ მომწონს შენი ბლოგი

  6. არ უნდა ავაფაროთ. უნდა ავუხსნათ. თუ ავაფარებთ უფრო მოუნდებათ თამაში ან ყურება… აკრძლული ხილი გამოვა თამაში თუ კინო

  7. მე თუ მკითხავ, რეფლექსები გეცვლება. ერთი პერიოდი დელტა ფორსს ვთამაშობდი ხოლმე ბარიერის შემქმნელ ცოცხალ ადამიანებს ისე დავუწყე ყურება, როგორც სამიზნეებს, რომლებიც უნდა „აიღო“ :დდდდ
    თუმცა სტრატეგიულ თამაშებს სარგებლობაც მოაქვს ტვინისთვის. აპრიორი ვითამაშოთ ან არ ვითამაშოთ ნამდვილად იდიოტური მიდგომაა

  8. ყველა პოსტში ერთი (მინიმუმ :დ) მნიშვნელოვანი ფაქტი მაინც გიწერია, აი მაგალითად აქედან გავიგე გედების ტბაზეეე :დ დანარჩენს მნიშვნელობა აქვს? :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s